დიზაინერმა ახალ დივანზე ცრემლები დაღვარა, რადგან მისი აქტუალობა უიმედოდ დაკარგულია

არა მხოლოდ ტანსაცმლის, მაკიაჟის და ვარცხნილობის ტრენდები იცვლება. ინტერიერის ტენდენციები ერთ ადგილზე არ ჩერდება, ავეჯი მოდიდან გადადის, როგორც ტანსაცმლის ან შარვლის ფასონი. Novate გიამბობთ, როგორი დივანი შეარჩიოთ თანამედროვე ბინისთვის და რომელი დივანი სჯობს უახლოეს ნაგავსაყრელზე გაიტანოთ.

რომელი დივანი ავარჩიოთ – ახლა მოდაშია მინიმალიზმი და ფუნქციურობა. თუ გადახედავთ ცნობილი ბრენდების მოდელებს, როგორიცაა IKEA ან Jysk, ნათლად დაინახავთ, რომ მასიური კონსტრუქციები და უხვი დეკორი წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე დივანი ნებისმიერ ინტერიერს ერგება და დიდ ადგილს არ იკავებს.

სხვა ყველაფერთან ერთად თანამედროვე დივანი ტექნოლოგიური და ეკოლოგიურია. ბევრი მსუბუქი მოდელი არსებობს, რომლებიც ძალიან მობილურია და უპრობლემოდ ტრანსფორმირდება. ახლა დივნის გამარტივებული ფორმები ტრენდშია.

2021 წელს პოპულარულია პატარა დივანი სუფთა მომრგვალებული კუთხეებით. ასევე რბილი ავეჯი წვრილ ფეხებზე.

ბევრი თანამედროვე დიზაინერი ყურადღებას აქცევს მოდულარობას, რომლის წყალობით დივანი შეგიძლიათ ნებისმიერი ზომის ოთახსა და ნებისმიერ ინტერიერში გამოიყენოთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასალას, ფორმას და სხვადასხვა ფორმის მოდელების ადვილად კომბინირების შესაძლებლობას.

დივნები, რომლებიც მოდიდან გადავიდა – ახლა ანტიტრენდულ დივნებზე გადავიდეთ, რომლებიც ინტერიერს უმოწყალოდ აფუჭებენ.

კუთხის დივანი

კუთხის დივანი ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გარეშე – ცუდი იდეაა, განსაკუთრებით პატარა ოთახისთვის. ადრე ითვლებოდა, რომ ეს მისაღები ოთახის შესავსებად კარგი მეთოდია, მაგრამ თანამედროვე დიზაინერები გირჩევენ, რომ ნაკლებად მასური კონსტრუქცია აირჩიოთ, რომელიც ინტერიერზე შთაბეჭდილებას არ აფუჭებს.თუ ოთახი პატარაა, საუკეთესო ვარიანტი არის ავეჯი სწორი კონსტრუქციით ან მოდულური დივანი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ცალკეული ბლოკები ამოიღოთ, როცა გჭირდეთ, შემდეგ მოიშოროთ.

უხვი დეკორი

ზედმეტად მორთული დივნით მისაღებ ოთახს ფუფუნებას ვერ შემატებთ. გამყიდველები ხშირად კლასიკურის მსგავს ავეჯს ყიდიან. ასეთ ავეჯს „გამარჯობა 2000–იანი წლებიდან“ კლასიკურ სტილთან არაფერი საერთო არ აქვს, თანამედროვე ინტერიერში ძალიან სულელურად გამოიყურება და აშკარა უგემოვნებას აჩვენებს.

ამობურცული ფორმები

20 წლის წინ პოპულარული ტყავის და ტყავის შემცველი დივანი რეტროს ნოტებს ატარებს. კონსტრუქცია ძალიან მოცულობითია და უპირისპირდება მინიმალიზმს, რომლისკენაც თანამედროვე დიზაინერები მიისწრაფვიან.

დივანი ყვავილებიანი შემოსაკრავით

რა თქმა უნდა, არც თუ ისე ცუდი მოდელები არსებობს, რომელიც ოთახს გარკვეულ ხიბლს მატებს, მაგრამ ნათელი შემოსაკრავის სწორად შერჩევა რთულია და ხშირად მსგავსი ავეჯი ძველმოდურად და უშნოდ გამოიყურება. მთლიანობაში, პრინტები გადასაკრავზე – მოძველებული დეკორია, რომელიც სწრაფად გვბეზრდება. თუ ინტერიერში მრავალფეროვნება გსურთ, უბრალოდ ღია ფერის მოსახსნელი გადასაკრავი შეიძინეთ. დივანი სჯობს ერთ ფერში, უფრო თავშეკავებულ ტონებში იყოს.

რადიუსიანი დივანი

ასეთი დივანი შეიძლება მოერგოს ღია დაგეგმარების ფართო ბინას პანორამული ფანჯრებით, სადაც ნახევრად მრგვალი ნიშები არის. ასევე შეიძლება გამართლებული იყოს დიდ ოფისში, თუ თანამშრომლები სათათბიროდ ხშირად იკრიბებიან. აი, უბრალო მისაღები ოთახისთვის ზედმეტია.მინიმალიზმი, მყუდროება და კრეატიული აქცენტები – ამას ხაზი უნდა გაუსვათ.