ამ ხრიკით ზამთარში გარეთ დატოვებული წყლით სავსე კასრი არ გასკდება

ბევრი მეაგარაკე წინააღმდეგი არაა წყლით სავსე კასრი გარეთ დატოვოს, რომ გაზაფხულზე პირველი კვლების მოსარწყავად წყალი ჰქონდეს. პრობლემა იმაშია, რომ თუ ყინვის დროს ქუჩაში წყლით სავსე ჭურჭელს დატოვებთ, დიდი ალბათობით, კასრი ზამთარს ვერ გადაიტანს. Novate ეცდება გაარკვიოს, შეიძლება თუ არა ამ პრობლემის თავიდან აცილება.

ზამთარში, მინუსს ტემპერატურაზე გარეთ დატოვებული წყლის სავსე კასრი აუცილებლად გაიყინება. გაყინული წყლის მოცულობა იზრდება, ამიტომ კასრი დიდი ალბათობით გაიყინება. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი მასალისგან არის დამზადებული კასრი: პლასტმასი, ხე, ლითონი. ძლიერ ყინვას ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი მასალა ვერ გადაიტანს. ზოგი იტყვის, რომ უბრალოდ წყალი უნდა გადაღვაროთ და საქმე მოგვარდება. საკითხს შეგიძლიათ სხვა მხრიდან, უფრო ზუსტად, ორი მხრიდან შეხედოთ.

პირველ რიგში, ყინვაში წყლით სავსე კასრის დასაცავად შეგიძლიათ პლასტმასის ბოთლები გამოიყენოთ. 6 ბოთლი დაგჭირდებათ. მათგან ნახევარი ცოტა ქვიშით ან კენჭით გაავსეთ ისე, რომ ბოთლის დიდი ნაწილი ცარიელი იყოს, მაგრამ კასრის ძირში ჩავიდეს და იქ დარჩეს. მეორე ნახევარი კიდევ უფრო ცოტა ქვიშით ან კენჭით გაავსეთ ისე, რომ ბოთლები ნახევრად ცურავდეს და კასრის ძირში არ ჩავიდეს. ძლიერ ყინვაში ბოთლის ჰაერი გასაფართოებლად საკმარის მოცულობას მოგცემთ. ბოთლები გაბრტყელდება, მაგრამ თავად კასრი მთელი დარჩება.

მეორეც, კასრის დასაცავად შეგიძლიათ ჩვეულებრივი ხის „ნაპობი“ გამოიყენოთ. გრძელი და სქელი ჯოხი, გრძელი დაფა, ძელის დიდი ნაჭერი გამოგადგებათ. ხე ისეთი უნდა იყოს, რომ წყალში ჩადების შემდეგ მინიმუმ 20 სმ ზემოთ დარჩეს. კუთხურად ჩადეთ. როცა წყალი გაყინვას დაიწყებს, რბილი ხე გაფართოებას საკუთარ თავზე აიღებს და კედლებს გასკდომის საშუალებას არ მისცემს.