როგორ ავარჩიოთ დრელი სახლში მცირე რემონტისთვის

ნებისმიერ სახლს თუ ბინას მცირე სარემონტო სამუშაოს შესრულება სჭირდება – თაროს ან სურათის დაკიდება, ავეჯის შეკეთება, ახალი კარნიზის დამაგრება. ყველა წვრილმანზე ხელოსანის ვერ გამოიძახებთ, ამიტომ დრელი აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც სახლის ინსტრუმენტების ნაკრებში უნდა გქონდეთ. სახლის დრელს პერფორატორის სიძლიერე არ სჭირდება, მაგრამ ხრახნდამჭერი საქმეს ყოველთვის ვერ უმკლავდება. Novate გიამბობთ, როგორ გაერკვეთ ინსტრუმენტების მრავალფეროვნებაში და სახლის შესაკეთებლად კარგი დრელი შეიძინოთ.

რომელი დრელი ავირჩიოთ – სამი ტიპის დრელი არსებობს:

  • დრელი–ხრახნდამჭერი – დაბალი სიძლიერის ინსტრუმენტი ბრუნვის მასშტაბის სპეციალური მარეგულირებელ–შემზღუდველით. ასეთი ხელსაწყოთი შეგიძლიათ სჭვალი დაამაგროთ, საშუალო სიმტკიცის მასალები გაბურღოთ, მაგრამ ბეტონის კედლისთვის არ გამოგადგებათ. ორი სახის არსებობს: ბატარეაზე ან სადენით.
  • ჩვეულებრივი დრელი – ხის, ლითონის, გაზბეტონის ან სხვა მასალის გასაბურღად კარგი ინსტრუმენტია. აგურის და ბეტონის შემთხვევაში არ გამოგადგებათ.
  • დარტყმითი დრელი – უნივერსალური ინსტრუმენტი, რომლითაც ნებისმიერი კედელი შეგიძლიათ გახვრიტოთ. სიძლიერით და დარტყმის ძალით პერფორატორს ჩამორჩება, მაგრამ მცირე რემონტისთვის საკმარისია.

პარამეტრები დრელის ასარჩევად

ელექტროკვების ტიპი – უსადენო დრელი მუშაობისას სრულ თავისუფლებას და გარე წყაროებისგან დამოუკიდებლობას განიჭებთ. მუშაობა მხოლოდ ბატარეის ტევადობით არის შეზღუდული. სიძლიერით ჩვეულებრივ დრელს ჩამორჩება.დრელზე სამი ტიპის ბატარეა მონტაჟდება:

  • ნიკელ–კადმიუმი იაფია, მაგრამ მძიმეა და დაბალი სამუშაო რესურსი აქვს.
  • ნიკელ–მეტალჰიდრიდი ნაკლებს იწონის, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლები სამუშაო რესურსი აქვს, ვიდრე ნიკელ–კადმიუმს.
  • ლითიუმ–იონური ბატარეა უფრო დიდხანს ძლებს, მცირე ზომებით და წონით გამოირჩევა, მაგრამ ძვირია.

როზეტში შეერთებულ სადენიან დრელს მაღალი სიმძლავრე აქვს და უწყვეტად დიდხანს მუშაობა შეუძლია.

დრელის სიმძლავრეს მისი მწარმოებლურობა განსაზღვრავს.დრელი დაბალი სიმძლავრით 400 ვტ–მდე 10 მმ დიამეტრამდე თაბაშირ–მუყაოს, ხის, მდფ–ს, დსპ–ს და პლასტმასის გასაჭრელად არის განკუთვნილი.საშუალო სიმძლავრის დრელი 500-800 ვტ ლითონს, აგური/ბეტონის კედელს უმკლავდება (დარტყმითი მექანიზმის შემთხვევაში). ეს სახლის გასარემონტებლად იდეალური ვარიანტია.ნახევრად პროფესიონალური დრელი 1000 ვტ–მდე სიმძლავრით მცირე პერფორატორს სრულად ჩაანაცვლებს.

ბრუნავი მომენტის რაოდენობა სიმძლავრეს უკავშირდება და რაც უფრო დიდია, მით უფრო მტკიცე მასალის გაბურღვა შეუძლია. ნაკლებად მძლავრი დრელისთვის 20 ნ/მ საკმარისია. ქვის კედლის გასაბურღად 30-40 ნ/მ ბრუნვის მომენტია საჭირო. 10 მმ–ზე მეტი დიამეტრის ბურღებთან მუშაობისას 50-60 ნ/მ მაჩვენებლის დრელი გჭირდებათ.

ვაზნის ბრუნვის სიჩქარე – უბრალო დრელს ბრუნვის მხოლოდ ერთი მუდმივი სიჩქარე აქვს, მაგრამ ასეთი ინსტრუმენტი ახლა იშვიათად გვხდება.უნივერსალურ დრელზე შეგიძლიათ ბრუნვის სიჩქარე შეცვალოთ, რაც სხვადასხვა სიმტკიცის მასალებთან მუშაობისას აუცილებელია. დრელი–ხრახნდამჭერი აღჭურვილია სიჩქარის რეჟიმის ფიქსირებული გადამრთველით, როგორც ჩვეულებრივი ხრახნდამჭერი. საშუალო და მაღალი სიმძლავრის დრელზე ბრუნვის სიჩქარე თქვენი სურვილით შეგიძლიათ დაარეგულიროთ.

ვაზნის მოწყობილობა – ბურღის ხელით დამაგრება სამუშაო ინსტრუმენტის ხშირი ცვლის შემთხვევაში მოსახერხებელია, მაგრამ საიმედო დაჭერას არ უზრუნველყოფს, რაც მტკიცე მასალებთან მუშაობისას აუცილებელია. ტრადიციული „გასაღების“ მექანიზმი, სადაც ბურღის დასამაგრებლად სპეციალური დაკბილული გასაღები გამოიყენება, უფრო საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს და მაღალ დატვირთვაზე სამუშაოდ უსაფრთხოა.ჩვეულებრივ, ყოველდღიური დრელი აღჭურვილია ვაზნით ბურღის და სხვა სამუშაო ინსტრუმენტის (1,5-დან 10 მმ–მდე) კუდების დასამაგრებლად. სხვადასხვა მასალებთან ზუსტი მუშაობისთვის მინიმუმ 0,5 მმ დიამეტრია საჭირო. პროფესიონალურ დრელს მაქსიმუმ 16 მმ დიამეტრი აქვს.

დრელის დამატებითი სასარგებლო ფუნქციები

  • რევერსი (ორივე მიმართულებით ბრუნვა) საშუალებას გაძლევთ გაჭედილი ბურღი ამოიღოთ და სჭვალის დასამაგრებლად/ამოსაღებად აუცილებელია.
  • ანტიდაბლოკვის სისტემა სჭვალის გაჭედვისას მექანიზმს დაზიანებისგან იცავს.
  • ხანგრძლივი ბურღვისას გამშვები ღილაკის ფიქსატორი ძალიან მოსახერხებელია.
  • გადახურებისგან დაცვა ძრავას გამორთავს, თუ მექანიზმი მუშაობის დროს ძალიან გაცხელდა. ეს ინსტრუმენტის გამოყენების ვადას გაახანგრძლივებს.
  • სახაზავი–შემზღუდველი საშუალებას მოგცემთ საჭირო სიღრმეზე გაბურღოთ და თხელი კედელი არ გახვრიტოთ. საიმედოა, თუ ის ლითონისაა.
  • დამატებითი მოსახსნელი სახელური მყარ მასალებთან სამუშაოდ მოსახერხებელია. დარტყმითი დრელის ნაკრებში უნდა იყოს.
  • რეზინის ანტივიბრაციული საცმები ხანგრძლივი მუშაობისას ხელზე ზეწოლას ამცირებს, განსაკუთრებით დარტყმითი მექანიზმის შემთხვევაში.
  • ჩაშენებული ნათურა გამოგადგებათ, თუ ცუდად განათებულ ან ძნელად მისადგომ ადგილას მუშაობთ.
  • ქეისი ინსტრუმენტის შესანახად და წასაღებად ყოველთვის მოსახერხებელია.

რა ღირს დრელი – საქართველოში დრელის ფასები 50 ლარიდან 2000 ლარამდე მერყეობს.