სასარგებლო ხრიკები, როგორ გამოვიყენოთ ძმარი

Novate გასწავლით, როგორ გააქროთ ეფექტურად ბლოკირება ნიჟარაში, გაწმინდოთ ჭუჭყიანი მზის სათვალე და კატას დივანზე ასვლა გადააჩვიოთ. ძმარი შეიძინეთ და ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.გარდა იმისა, რომ ძმარი სამზარეულოში ძალიან სასარგებლოა, სახლისთვის უნივერსალური საშუალებაა. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოიშოროთ ნადები, ლაქების სუნი და სარეველებიც. გიზიარებთ ძმრის გამოყენების რამდენიმე ხრიკს.

ნიჟარაში ბლოკირების მოხსნა  – ძმარი ნიჟარაში ბლოკირებას შესანიშნავად უმკლავდება. ბლოკირება ხშირი მოვლენაა და ზოგჯერ უბრალოდ ველოდებით, წყალი თავისით როდის ჩავა. ბლოკირების გასაქრობად ნიჟარაში სოდა ჩაყარეთ, ძმარი ჩაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.

ახლა წყლით ჩარეცხეთ. თქვენს თვალწინ ნამდვილი ქიმიური ექსპერიმენტი მოხდება. ბლოკირების კვალიც არ დარჩება. მეთოდი ძალიან ეფექტურია, რადგან სოდა და ძმარი სამზარეულოში ყოველთვის გვაქვს.

მზის სათვალის ჭუჭყისგან გაწმენდა – თუ მზის სათვალე დაბინდული და ჭუჭყიანი გახდა, არ იდარდოთ. თუ სპეციალური საწმენდი საშუალება ხელთ არ გაქვთ, რბილი სალფეთქი ცოტა ძმარში დაასველეთ და სათვალის მინა გაწმინდეთ. ძმარი მინის ზედაპირების და სარკის გასაწმენდად შესანიშნავი საშუალებაა. თქვენი სათვალე კვლავ კრისტალურად სუფთა გახდება და პრაქტიკულად ყველაფრის დანახვას hd ხარისხში შეძლებთ.

კატას დივანზე სიარული გადააჩვიეთ

შინაური ცხოველები ძალიან არაპროგნოზირებადი არსებები არიან. ვერასდროს მიხვდებით, თუ რომელი ადგილი მოსწონთ დღეს. თუ თქვენს კატას ან კნუტს დივანი ან სავარძელი შეუყვარდა, მაგრამ არ გსურთ, რომ ავეჯზე ბეწვი დაგროვდეს, ეფექტურ ხრიკს გთავაზობთ. ძმარი დივნის ზედაპირს შეაფრქვიეთ. კატებს ძმრის სუნი არ უყვართ, ამიტომ დივანს გვერდს აუვლის.