ეფექტური ხრიკები, როგორ გავწმინდოთ ნაჭრის თეთრი კედები

მსუბუქი თეთრი კედები, ალბათ, თბილ ამინდში ყველაზე პოპულარულია. სამწუხაროდ, ღია ფეხსაცმელი სწრაფად ისვრება, განსაკუთრებით მაშინ, თუ აქტიურად დასვენება გიყვართ. აქვე გეტყვით, რომ მათზე უარის თქმა არ ღირს, რადგან Novate გიზიარებთ საუკეთესო ხრიკებს, რომელთა დახმარებით ამ საკითხს მარტივად მოაგვარებთ. ნახეთ, როგორ გაწმინდოთ ნაჭრის თეთრი კედები მსუბუქი და სწრაფი მეთოდებით.

რეკომენდაციები – თეთრი კედების გაწმენდამდე რამდენიმე რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია, შემდეგ შეგიძლიათ საქმეს შეუდგეთ.

  • ზუსტად გაიგეთ, თუ რომელი მასალისგან არის დამზადებული თქვენი კედები.
  • იარლიყს ყურადღება მიაქციეთ, რომელიც ენის ქვეშ ან ქუსლის მიდამოში მდებარეობს. მასზე სასარგებლო ინფორმაციას იპოვით, თუ როგორ მოუაროთ კედებს.
  • ფეხსაცმლის გაწმენდამდე ღაბაში და თასმები აუცილებლად მოხსენით. ისინი ცალკე უნდა გარეცხოთ.
  • მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ წმენდის მეთოდს იყენებთ, თავი დაიზღვიეთ და საშუალება ჯერ ფეხსაცმლის ფარულ ნაწილზე მოსინჯეთ.
  • გარეცხვამდე მტვრის ზედა ფენა ჩვრით მოაშორეთ და ფეხსაცმლის ძირს ჭუჭყი მოაშორეთ.

ამ მარტივი წესების დაცვით თქვენს კედებს ზიანს არასდროს მიაყენებთ.

საუკეთესო ხრიკები ნაჭრის თეთრი ფეხსაცმლის გასაწმენდად – ამ ნაწილში გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ნაჭრის თეთრი კედები ყველაზე პრიმიტიული საშუალებების გამოყენებით.

მეთოდი № 1 – ამ ხრიკისთვის დაგჭირდებათ ძმარი, სარეცხი ფხვნილი, ლიმონის წვენი/წყალბადის ზეჟანგი.

  • ნებისმიერ ჭურჭელში სარეცხი ფხვნილი, 1 ს/კ ძმარი და წყალბადის ზეჟანგი/ლიმონის წვენი აურიეთ.
  • მიღებული ნარევი ღია ფერის ფეხსაცმელს წაუსვით.
  • ახლა ნელა, მაგრამ თავდაჯერებული მოძრაობით ნარევი კედებს შეაზილეთ.
  • ზუსტად 15 წუთით გააჩერეთ.
  • თბილი წყლით გარეცხეთ.
  • მზადაა, ახლა მხოლოდ ფეხსაცმლის გაშრობა დაგრჩათ.

ეს ყველაფერი არაა: გთავაზობთ კიდევ  რამდენიმე მეთოდს, როგორ გაწმინდოთ ნაჭრის თეთრი კედები.

მეთოდი № 2 – ალბათ, ამ მეთოდის შესახებ ყველა დიასახლისმა იცის, მაგრამ მაინც გიამბობთ. იაფი კბილის პასტა (სასურველია, სუფთა თეთრი) და ძველი კბილის ჯაგრისი აიღეთ. თუ კბილის ფხვნილი გაქვთ, შესანიშნავად გამოგადგებათ.

  • კბილის პასტა ჯაგრისს წაუსვით.
  • შემდეგ კედების გაწმენდა დაიწყეთ.
  • როცა პროცესს დაასრულებთ, დარჩენილი პასტა სველი სალფეთქით მოაშორეთ.

სხვათა შორის, კბილის პასტით თეთრ ძირს იდეალურად გაწმენდთ.

მეთოდი № 3 – ერთ–ერთი ყველაზე მარტივი ხრიკი ჩვენს სიაში, რადგან თეთრი კედების გასაწმენდად მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

  • თასში წყალი ჩაასხით და ცოტა სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ.
  • ნარევი თეთრ კედებს წაუსვით და კარგად შეაზილეთ.
  • 15 წუთით გააჩერეთ.
  • ხსნარი თბილი წყლით მოაშორეთ, შემდეგ კედები გააშრეთ.

მეთოდი № 4 – არ გაგეცინოთ, რადგან როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს კულინარიული ინგრედიენტი ღია ფეხსაცმლის გათეთრებასა და გაწმენდაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

  • 1 ს/კ სახამებელი და რძე აიღეთ.
  • ეს ორი ინგრედიენტი თასში მოათავსეთ და კარგად აურიეთ.
  • ნარევი ნაჭრის თეთრ კედებს წაუსვით.
  • დაელოდეთ, სანამ კედები ნარევს სრულად შეიწოვს.
  • მშრალი ფეხსაცმელი შეგიძლიათ თბილი წყლით გარეცხოთ.

მეთოდი № 5 – გაითვალისწინეთ, ეს ხრიკი გამოგადგებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ძირის რანტი გარეცხოთ და გაათეთროთ.

  • ძმარი და აცეტონი აიღეთ.
  • ორივე ინგრედიენტი 1:1 თანაფარდობით აურიეთ (თითო სუფრის კოვზი).
  • ნარევი ბამბის დისკს ან ჩვარს წაუსვით.
  • ძირი გაწმინდეთ, შემდეგ წყლით გარეცხეთ და მშრალი ჩვრით გაამშრალეთ.

ამ ხრიკების გამოყენებით ნაჭრის თეთრ კედებს სწრაფად და ეფექტურად გაწმენდთ.

ხშირად დასმული კითხვები – გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ კითხვებს, რომელთაც ნაჭრის თეთრი კედების მფლობელები სვამენ.

  • როგორ გავაშროთ კედები სწორად? – კედები სჯობს ოთახის ტემპერატურაზე და კარგად განიავებად შენობაში გააშროთ. აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმელი დოლურის საშრობით ან გათბობის ბატარეასთან არ უნდა გააშროთ.
  • შეიძლება თუ არა ნაჭრის კედების გარეცხვა სარეცხ მანქანაში? – დიახ, კედების გარეცხვა სარეცხ მანქანაში შეიძლება, მაგრამ სჯობს ფეხსაცმელი ხელით გარეცხოთ, რადგან ავტომატურ რეჟიმზე კედების დაზიანების რისკი არსებობს. თუ სარეცხ მანქანაში კედების გარეცხვას აპირებთ, ფეხსაცმელი სარეცხ ტომარაში ჩადეთ, დელიკატური რეჟიმი და 30 გრადუსი ტემპერატურა გამოიყენეთ, ხოლო გაწურვა გამორთეთ ან დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ.
  • კიდევ რით შეიძლება თეთრი კედების გათეთრება, თუ არც ერთი მეთოდი გამოგადგათ? – ამ შემთხვევაში სჯობს ქიმწმენდაში წაიღოთ, სადაც ძველებურ გარეგნობას ნამდვილად დაუბრუნებენ. გაითვალისწინეთ, რომ პროცედურა იაფი არ ღირს.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სიიდან ყველა მეთოდი ნაჭრის თეთრი კედების გათეთრებაში დაგეხმარებათ და ქიმწმენდაში წაღება არ მოგიწევთ.