პუფი სამალავით: ძველი კომოდის გამოსაწევი უჯრის პრაქტიკული გადაკეთება

ძველი ავეჯის ნაწილები გამომგონებელ ხელოსნებს შორის იმდენად პოპულარული გახდა, რომ არა მხოლოდ ავტოფარეხსა და ფარდულში შენახულ კარადებს და სკამებს იყენებენ. სანაგვეზე გატანილი გამოსაწევი უჯრებიც ორიგინალური და საჭირო ნივთის გაკეთების შთაგონებას აძლევთ. რაც ყველაზე სასიამოვნოა, შთამბეჭდავი ნიმუშები არა მხოლოდ პროფესიონალებს გამოსდით, არამედ მოყვარულებიც გადაკეთების ამოცანას შესანიშნავად უმკლავდებიან. აიღეთ მაგალითად, ფეხიანი პუფი სათავსოთი.

თუ დაუძლეველი სურვილი გაქვთ და მარტივი ინსტრუმენტების გამოყენება შეგიძლიათ, ზოგიერთი ავეჯის შეძენაზე ფულის დახარჯვა აუცილებელი არაა. სახლში მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ მაშინაც კი, თუ მხოლოდ კომოდის ან სხვა ავეჯის ერთი გამოსაწევი უჯრა გაქვთ. მაგალითად, მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ რბილი ფეხებიანი პუფი, რომელიც პირველი აუცილებლობის ნივთი არაა, მაგრამ კომფორტს უზრუნველყოფს. თუ შიგნით ფარულ სათავსოს გააკეთებთ, საკუთარ სამალავს მიიღებთ.

დაგჭირდებათ:

  • ნებისმიერი ავეჯის გამოსაწევი უჯრა. მთავარია, ძლიერი იყოს.
  • ფანერის ნაჭერი, ავეჯის დაფა ან დსპ/ოსბ ფანერი და ა.შ.
  • თუ შეღებვას აპირებთ, შერჩეული ფერის საღებავი და ლაქი
  • სქელი ქსოვილი, წებო, ჯუთის თოკი, ღილები
  • ანჯამა, დასამაგრებელი ელემენტები, ძველი ქამარი
  • ავეჯის ბორბლები ან ფეხები (დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მოდელს აირჩევთ)
  • ინსტრუმენტების ნაკრები, მათ შორის დრელი, ხერხი, ლილვაკი, ფუნჯი, სახრახნისი, ავეჯის სტეპლერი და ა.შ.

როცა ზემოთ ჩამოთვლილ მასალებს და ინსტრუმენტებს შეაგროვებთ, შეგიძლიათ თავად უჯრის მომზადება დაიწყოთ. თავდაპირველად, უჯრა გამოიღეთ, ზედმეტი დეტალები მოაშორეთ. ამის შემდეგ შეღებილი დეტალები ზუმფარის ქაღალდით გახეხეთ. დეფექტები, როგორიცაა ნახეთქი, ნახვრეტი და ნებისმიერი სხვა დაზიანება ფითხით ამოავსეთ.

გაშრომის შემდეგ მზა დეტალები მსუბუქად გაწმინდეთ (წვრილმარცვლოვანი ზუმფარის ქაღალდით/ბაფით). ოდნავ სველი ქსოვილით მტვერი მოაშორეთ და შერჩეულ ფერში შეღებეთ. იმ შემთხვევაში, თუ პუფის გვერდებზე ქსოვილის გადაკვრავს აპირებთ, ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ. ამასთან, წინა ფასადი უნდა მოაშოროთ (თუ ყუთის გვერდებზე დიდი ზომა აქვს).

პუფის გამოყენება მოსახერხებელი რომ იყოს, სურვილისამებრ ავეჯის ბორბლები ან ფეხები დაამაგრეთ. ეს დეტალები ყუთის ძირში, კუთხეებზე დაამაგრეთ. Novate გირჩევთ, კონსტრუქცია გააძლიეროთ. ამისთვის უჯრის ზომაზე გამოჭრილი სქელი ფანერი, ავეჯის დაფა ან დსფ ფილა გამოიყენეთ. უკვე მასზე შეგიძლიათ ფეხები/ბორბლები დაამაგროთ.

რჩევა: თუ პუფის შიგნით სათავსოს გაკეთებას აპირებთ და არა უბრალოდ რბილი ბალიშებით გავსებას, სჯობს დაფით/ფანერით შუაზე გაყოთ. ასე ნივთები მოწესრიგებული იქნება, კონსტრუქციაც უფრო გაძლიერდება, რადგან ვერ გამორიცხავთ, რომ ვინმეს მასზე დაჯდომა არ მოუნდება, ბავშვებზე საერთოდ მასზე ხტომა.

თუ პუფზე ქსოვილის გადაკვრას აპირებთ, გვერდითა კედლებზე სქელი მასალა აირჩიეთ, ზედა ნაწილში ატლასი, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მასზე საკოჭი რჩება. ზომაზე გამოჭრილი ქსოვილის გადაკვრავმდე, კარკასი პოროლონით დაფარეთ. გვერდითა კედლებზე 2-3 მმ სისქის მასალა გამოიყენეთ.

სახურავი, რომელიც საჯდომის როლს ასრულებს, უფრო ტექსტურირებული და სქელი უნდა იყოს, ამიტომ მინიმუმ 10 სმ სისქის პოროლონი გამოიყენეთ. როგორც წესი, ასეთ დეტალზე ქსოვილზე გადასაკრავად კაპიტონნეს ტექნიკას იყენებენ. პოროლონი ხის დეტალზე რომ არ მოძრაობდეს, პვა წებოთი დაამაგრეთ. წებოს გაშრობის შემდეგ შეგიძლიათ ქსოვილის დამაგრებაზე გადახვიდეთ, ამისთვის ჯუთის თოკი და ღილები გამოიყენეთ. მანამდე, იმის მიხედვით, თუ როგორი სახურავი უნდა გამოვიდეს, ხის სახურავზე ელექტროსაბურღით ჭადრაკული წესით ნახვრეტები გააკეთეთ.

ქსოვილის ნარჩენები მეორე მხარეს გადაკეცეთ და ავეჯის სტეპლერით დაამაგრეთ. ზედა მხარეს ლამაზი გარეგნობა რომ ჰქონდეს, უკანა მხარეს ქსოვილის ნაჭერი ცხელი წებოთი დაამაგრეთ.

ახლა ისღა დაგრჩენიათ უჯრის კარკასი და სახურავი ანჯამებით ერთმანეთს დაუკავშიროთ. სახელური დაამაგრეთ, თუ ბორბლების ვარიანტი აირჩიეთ. ახლა გაწეული სამსახურით დატკბით და სამალავი სიამოვნებით გამოიყენეთ.

რისგან არ აკეთებენ ენთუზიასტები პუფებს და ბანკეტკებს. უჯრები, ყუთები, პლასტმასის ბოთლები, ძველი ბორბლები, გადაჭრილი კასრი – ეს ყველაფერი უშრეტი იდეის წყარო ხდება, რომელთაც გიზიარებთ.