6 შინაურული საშუალებით ტანსაცმლიდან უსიამოვნო სუნს წამებში გააქრობთ

ქსოვილები სუნებს კარგად იწოვს, რაც ძალიან დიდი მინუსია. უსიამოვნო სუნი როგორც სამუშაო დღის ბოლოს, ასევე რეცხვის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ წარმომავლობის მიუხედავად უნდა იცოდეთ, როგორ მოაშოროთ. Novate რამდენიმე ეფექტურ საშუალებას გიზიარებთ.

ზოგადი რეკომენდაციები

გარეცხვამდე იარლიყი შეისწავლეთ. მასზე რეკომენდებული რეჟიმის, ასევე დაშვებული ტემპერატურის შესახებ ინფორმაციას ნახავთ. თუ იარლიყზე მითითებულია „მხოლოდ ქიმწმენდა“, ხელით რეცხვა არც სცადოთ – მხოლოდ პროფესიონალური საშუალებები გაუმკლავდება. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარეცხი საშუალება მინიმალური აგრესიული ქიმიკატებით, რაც ქსოვილის დაზიანების ალბათობას შეამცირებს.დამარბილებელზე უარი არ თქვათ, ასე უცხო სუნებს მოაშორებთ. საქმე იმაშია, რომ ონკანის წყალი მარილებით და მინერალებით სავსეა, ამიტომ „მძიმე“ და „არა აქტიურია“. სიტუაციის გამოსასწორებლად და რეცხვის კარგი ხარისხის მისაღწევად წყალი აუცილებლად უნდა დაარბილოთ.ზოგიერთ სუნს უბრალო განიავებით მოაშორებთ. მაგალითად, აცეტონი მდგრადი არაა, ამიტომ დასვრილი ტანსაცმელი შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე რამდენიმე საათით გააჩეროთ. იონების ზემოქმედებით მოლეკულები დაიშლება და სუნისგან არაფერი დარჩება.

შენიშვნა: სინთეტიკური ქსოვილიდან სუნის გაქრობას განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდექით. ჩვეულებრივ, სოდაზე, ძმარზე ან სპირტზე უარყოფითად რეაგირებს, რადგან ასეთი საშუალება საკმაოდ აგრესიულია. მათთან კონტაქტის შემდეგ ნივთმა შეიძლება ფერები დაკარგოს ან გაცვდეს.

1. ჭურჭლის სარეცხი საშუალება

ნავთობზე დაფუძნებული სინთეტიკური ნივთიერებების ან პროდუქტების სუნის მოშორება განსაკუთრებით რთულია. წარმოუდგენლად მდგრადია, ამიტომ უსიამოვნო არომატის გასაქრობად დიდი ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. მაგალითად, ბენზინის ან ნავთის სუნი ორი გარეცხვის და ქუჩაში განიავების შემდეგაც არ გაქრება. სხვანაირად მოიქეცით.დაგჭირდებათ რეცხვის ორი ეტაპი. პირველ რიგში, ცივ წყალში 100 მლ უფერო ჭურჭლის სარეცხი საშუალება გააზავეთ და ჭუჭყიანი ნივთი 2 საათით ჩაალბეთ. დროის გასვლის შემდეგ ტანსაცმელი ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და სარეცხვი ფხვნილისა და 1 ს/კ სოდის ნარევით კარგად გარეცხეთ.

2. სოდის ხსნარი

თუ ფიქრობთ, რომ ბენზინი უარესია, რაც შეიძლება თქვენს ტანსაცმელს დაემართოს, ცდებით. ფენოლის ნაერთების ან მისი მსგავსის მოშორება ძალიან რთულია. ასეთ ნაერთებს უხარისხო ჩინური ნივთები, სათამაშოები და ჩანთები შეიცავს. სამწუხაროდ, მათ სრულად ვერ მოიშორებთ, მაგრამ ნაკლებად შესამჩნევი შეგიძლიათ გახადოთ.4 ფინჯან ცხელ წყალს 1 ფინჯანი სოდა დაუმატეთ, მიღებული ხსნარი წყლით სავსე ტაშტს დაუმატეთ. ტანსაცმელი ზუსტად 4 საათით ჩაალბეთ, შეგიძლიათ მთელი ღამე გააჩეროთ, რომ ტანსაცმელი საშუალებით კარგად გაიჟღინთოს. ამის შემდეგ მანქანაში იარლიყზე მითითებულ რეჟიმზე გარეცხეთ. თუ რამდენიმე ასეთი პროცედურის შემდეგ სუნი არსად გაქრება, გარდერობის ნივთი სოდით სავსე ყუთში ჩადეთ და რამდენიმე დღით გააჩერეთ, რომ სოდამ ყველა უცხო არომატი შეიწოვოს.

3. ნიშადურის სპირტი

ნიშადურის სპირტი უფრო აგრესიული, მაგრამ ეფექტური საშუალებაა. ტანსაცმელს ობის, მჟავე ზეთის ან ცხიმის, ასევე ძველ ნივთებს შმორის სუნს აშორებს. თბილი წყლით სავსე ტაშტში 10 მლ ნიშადურის სპირტი გააზავეთ და ნივთები 2–3 საათით ჩაალბეთ. თუ ქსოვილი დელიკატური არაა, ნიშადური სარეცხ მანქანას კონდიციონერის განყოფილებაში დაუმატეთ. თუ განიცდით, რომ ნივთებზე ნიშადურის სპირტის დამახასიათებელი სუნი დარჩება, ვჩქარობთ დაგამშვიდოთ – სუნი ძალიან სწრაფად აორთქლდება, ამიტომ არ ინერვიულოთ.ნიშადურის სპირტი მეორადი ტანსაცმლის სუნსაც აქრობს. ასეთ მაღაზიებში შეგიძლიათ ცნობილი ბრენდების ხარისხიანი ნივთები იაფად შეიძინოთ, თუმცა ბევრი ნერვიულობს, რომ დამახასიათებელ „ქარვის“ სუნს ვერ მოაშორებს. საბედნიეროდ, ამაში რთული არაფერია. 20 მლ 10%–იანი ნიშადურის სპირტი 5 ლ წყალში გააზავეთ (თუ ნივთი დიდია – 100 მლ 10 ლ წყალზე). ტანსაცმელი 1 საათით ჩაალბეთ, შემდეგ თბილი წყალი გაავლეთ და ბოლოს სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

4. ძმარი

ქსოვილი ოდეკოლონის და დეოდორანტს სუნს იწოვს. თუ მათი მოშორება გსურთ, სუფრის ძმარი დაგეხმარებათ. ტაშტში ცივი წყალი ჩაასხით, ნახევარი ჭიქა ძმარი დაუმატეთ, გახსნას დაელოდეთ, შემდეგ ტანსაცმელი 1,5 საათით ჩაალბეთ. ვადის გასვლის შემდეგ თბილი წყალი გაავლეთ და გარეცხეთ. ამ საშუალების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არა მხოლოდ სუნს აქრობს, არამედ იღლიების ზონაში ლაქებსაც აშორებს. ნივთმა ძმრის მჟავე სუნი რომ არ შეიწოვოს, სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს კონდიციონერის ეტაპზე გამოიყენეთ, სჯობს საშრობში სურნელოვანი ფირფიტები ჩადოთ.

5. მარილი – ალბათ, ოფლის სუნი ერთ–ერთი ყველაზე მომაბეზრებელია. დეოდორანტები მათ განეიტრალებას ვერ ასწრებენ და შედეგად ტანსაცმელზე რჩება. საბედნიეროდ, უნივერსალური საშუალება გვაქვს, რომელიც არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს აქრობს, არამედ ზოგიერთ სახის ჭუჭყს უმკლავდება. ესაა მარილი.1 ჭიქა წყალში 2 ს/კ მარილი გახსენით და იღლიების ზონაში ლაქას წაუსვით. 1–2 საათით გააჩერეთ, შემდეგ სარეცხ მანქანაში შესაფერის რეჟიმზე გარეცხეთ.სხვათა შორის, ჩვეულებრივი მარილი არა მხოლოდ ოფლის, არამედ ზეთის არომატსაც აქრობს. ცხიმიან ლაქას მარილი მოაყარეთ და დაახლოებით 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ დიასახლისის საპნით ან ფხვნილით გარეცხეთ. თუ ნატურალური მასალა, მაგალითად, აბრეშუმი ან სელი, დაზიანდა, მარილის ხსნარი (1 ს/კ 1 ჭიქა წყალზე) გამოიყენეთ.

6. თეთრეულის კონდიციონერი

კონდიციონერები ნატურალური კომპონენტებით სასარგებლო საშუალებაა, როცა საქმე სხვადასხვა არომატის მოშორებას ეხება. სინთეტიკა უცხო სუნებს მხოლოდ ახშობს, თავისი სუნებით ფარავს, ხოლო ნატურალური ნივთიერება მათ ან შლის ან საერთოდ გამოდევნის. მაგალითად, უბრალო კონდიციონერი პირსახოცს ან გადასაფარებელს რუჯის კრემის სუნს მარტივად აშორებს. მართალია, თავდაპირველად დიასახლისის საპნით უნდა გარეცხოთ, შემდეგ კონდიციონერიან წყალში გაავლოთ.