ლონდონის სახლებში ენერგეტიკული კრიზისის გამო ისე ცივა, რომ ვკანკალებთ

თუ ზამთარში დასასვენებლად დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებთ, შეიძლება გაიყინოთ. აქ, გათბობის პრობლემები ყოველთვის იყო. ბრიტანელები უკვე საუკუნეების განმავლობაში სახლშიც თბილად ჩაცმას მიჩვეულნი არიან. დღისით ნისლიანი ალბიონის ბევრი მაცხოვრებელი დროს მყუდრო ბიბლიოთეკაში ან კაფეში ატარებს. აი, სახლში რამდენიმე ფენა სვიტერით და უსასრულო ფინჯანი ჩაით თბებიან. Novate გიამბობთ, რატომ აქვს ინგლისურ სახლებს გათბობის პრობლემები.

გათბობის პრობლემები – ბრიტანეთი კარგი ეკონომიკის მქონე ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. რატომ იყინებიან მუდმივად კუნძულის მაცხოვრებლები ზამთარში? საქმე იმაშია, რომ სახლების უმეტესობა სიცივეზე ადაპტირებული საერთოდ არაა. ადრე ყინვა წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღე იყო. სხვა დროს მუდმივად სიცხე არ იყო, მაგრამ საშუალო ტემპერატურის ატანა შეიძლებოდა.

ხალხისთვის ყინვაგამძლე სახლების აშენება ან არსებულის დათბუნვა მომგებიანი არ იყო. ახლა ბევრი ამაზე ფიქრობს, თუმცა ლონდონში სახლების უმეტესობა ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს. ასეთ შენობებზე რაიმე ცვლილების განხორციელება მთავრობის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.

ბრიტანელებს ურჩევნიათ, რომ რამდენიმე დღე ან კვირა ყინვაში გაატარონ, ვიდრე კომუნალურებზე უზარმაზარი თანხები გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ სახლების უმეტესობას თბოიზოლაცია არ აქვს, ფანჯრებიც ჩვეულებრივია და არა ორმაგი, როგორც ჩვენთან. სამწუხაროდ, კუნძულზე ელექტროენერგია ძვირია. სწორედ ამიტომ, ბინებში ბოილერების უმეტესობას მხოლოდ დილა–საღამოს შხაპის მისაღებად რთავენ.

ვიქტორიანული სახლები, რომლებიც ინგლისში თითქმის 10 მილიონია, ეკონომიკურად მომგებიანი არაა. დიდი ხარჯითაც მათი გათბობა შეუძლებელია. ქართველები, რომლებიც საცხოვრებლად ან დასასვენებლად ბრიტანეთში ჩადიან, მუდმივად სიცივეზე წუწუნებენ. ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვეულებრივ ჩვენთან ბინებში გათბობას ვრთავთ. სახლში მსუბუქი ტანსაცმლით სიარულს მიჩვეული ვართ.

ბრიტანული სახლების სხვა პრობლემები – სიცივე ინგლისური სახლების ერთადერთი პრობლემა არაა. მისი „საუკეთესო მეგობრები“ არ დაგავიწყდეთ, ესაა ობი და ტენიანობა. ორივე საშინელ გავლენას ახდენს როგორც ინტერიერზე, ასევე მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზე. ამ ორი ფაქტორის გამო ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო უარესდება.

ზედმეტი ტენიანობისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია, რადგან ქვეყანა კუნძულზე მდებარეობს. სამწუხაროდ, ძველი სახლები სიტუაციას მხოლოდ ამწვავებს. უმეტესობა მათგანი 1919 წლამდეა აშენებული და მხოლოდ ერთი აგურის სისქე კედლები აქვს. გასაგებია, რომ ასე ტენიანობისა და ობისგან კარგად ვერ დაიცავს.

სამწუხაროდ, ახლა დიდ ბრიტანეთს მხოლოდ სიცივე არ აწუხებს. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დღესასწაულებსაც საფრთხეს უქმნის. დასანანია, რადგან ადამიანები ისე ელოდებიან შობას, რომ განწყობა ცოტათი მაინც აიმაღლონ. მაგალითად, საფრანგეთთან სატრანსპორტო კავშირების გადახურვამ შეიძლება მაღაზიებში პროდუქციის რაოდენობაზე გავლენა მოახდინოს. როგორია საშობაო სუფრა გამომცხვარი ინდაურის გარეშე?