დამარცხებული ტარაკნები მეზობელ კორპუსში გადავიდნენ, ჩვენ გამარჯვება სუფთა სამზარეულოში აღვნიშნეთ

რომელია საუკეთესო საშუალება ტარაკნების მოსაშორებლად? ამ კითხვას ყველა დიასახლისი სვამს, როგორც კი სამზარეულოში საშინელი მწერები სირბილს იწყებენ. საფრთხე, რომელსაც ტარაკნები შეიცავს, გვაიძულებს მაღაზიაში ქიმიური საშუალების საყიდლად გავიქცეთ. არსად გაქცევა საჭირო არაა. არსებობს შესანიშნავი საშუალება, რომელიც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მოამზადოთ.

საუკეთესო საშუალება ტარაკნებთან საბრძოლველად – ნარევი სატყუარას როლს ასრულებს და გარანტიას იძლევა, რომ ტარაკნები თქვენს სამზარეულოს აღარ ეწვევიან. მისი მთავარი კომპონენტი ბორის მჟავაა. ის ტარაკნების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება, რადგან არა მხოლოდ მწერებს აფრთხობს, არამედ მათ მთლიანად ანადგურებს.

რეცეპტი – რეცეპტი საკმაოდ მარტივია. ბორის მჟავას ფხვნილი მანანის ბურღული, კვერცხის გული, შაქარი (ან შაქრის ფხვნილი) და ვანილი აურიეთ. რეცეპტი კარგია იმით, რომ არაფრის მოხარშვა აუცილებელი არაა. რა თქმა უნდა, თუ სურვილი გაქვთ, მანანის ბურღული შეგიძლიათ მოხარშოთ.თუ სახლში მანანის ბურღული არ გაქვთ, ალტერნატივად კარტოფილი მოხარშეთ.

ვანილი და შაქარი სატყუარას არომატიზატორის როლს ასრულებს. ამრიგად, ტარაკნები მუხთლობას ვერ შეამჩნევენ. ამ სატყუარას კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ტარაკნებს ამ კომპონენტის მიმართ იმუნიტეტი არ აქვთ. შედეგი გარანტირებულია.

მომზადების მეთოდი – მავნებლების მოსაშორებელი ნებისმიერი საშუალების მსგავსად, ბორის მჟავის ნარევიც სიფრთხილეს მოითხოვს. ბავშვები და შინაური ცხოველები მოარიდეთ, მხოლოდ ღამით გამოიყენეთ, როცა ტარაკნები უფრო აქტიურები არიან.

მზა სატყუარა მავნებლებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილებში გადაანაწილეთ. როგორც წესი, ასეთი ადგილებია პლინთუსის ხვრელები, ნიჟარის ქვეშ, კარადები და სხვა ადგილები, საიდანაც ტარაკნები შეიძლება გამოჩნდნენ.სამზარეულო ღამით დახურეთ. დილით ყველა ტარაკანა შეაგროვეთ და უნიტაზში ჩარეცხეთ. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ შოკურ მდგომარეობაში იყოს. სწორედ ამიტომ, თავი დაიზღვიეთ.

დიასახლისების მოსაზრებით, ეს საუკეთესო საშუალებაა ტარაკნების მოსაშორებლად. სწორედ ამიტომ, თუ მავნებლების პრობლემები გაწუხებთ, რეცეპტის გამოყენებას გირჩევთ.რომელი საშუალების შესახებ იცით? გამოგიყენებიათ თუ არა ბორის მჟავის ნარევი? თუ კი, თქვენი გამოცდილება და შედეგი გაგვიზიარეთ.