სირბილე და სიმშვიდე 2022 წლის მთავარი ფერია

შემოდგომის დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მაგრამ სწორედ ახლა გვსურს მყუდრო ატმოსფეროს შექმნა. გირჩევთ, 2022 წლის აქტუალური ფერები შეისწავლოთ, რომ შესრულებული რემონტი ახალი წლისთვის მოდური იყო.განწყობის შექმნა, შთაგონების პოვნა მაშინაც კი, თუ ყველა დღე ერთნაირია და დროს უმეტესად სახლში ატარებთ – აი, 2022 წლის ფერების მთავარი მესიჯი და ამოცანა. ახლახანს ფინურმა კომპანიამ Tikkurila, ლაქსაღებავის მასალების წარმოებაში ერთ–ერთმა ლიდერმა, 2022 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ეს გახდა ყავისფერი ცივი მოწითალო შეფერილობით. ის სირბილეს, სიმშვიდეს და ძალას ასახავს.ამ ფერს თავისი სახელი აქვს „შავარდენი“ და ამას ლოგიკური, ცოტა ფილოსოფიური ახსნა აქვს.

2022 წლის აქტუალური ფერები – Novate გიამბობთ ყველაზე ტრენდულ ფერებზე, რომლებიც 2022 წელს ინტერიერის დიზაინში პოპულარობის პიკზე იქნება. მთავარი მესიჯი – იმედის, ჩანაფიქრის და ახალი წამოწყების ქონა პოსტპანდემიურ ეპოქაში!ფრინველი შავარდენი ბევრს დაფრინავს, მაგრამ ყოველთვის სახლში ბრუნდება. სწორედ ამიტომ, 2022 წლის მთავარი ფერი ამ ამაყი და ძლიერი ფრინველის სახელს ატარებს. მრავალმხრივი და ძირითადი ფერი L478 „შავარდენი“ რამდენიმე ელფერს მოიცავს და სახლში ელეგანტურობის, სითბოს და კომფორტის სასურველ შეგრძნებას მოგანიჭებთ. ამასთან, ეს ფერი მოგზაურობებზე მოგონებებს აღძრავს.

დაახლოებით 2 წელია ყველა მძიმე მდგომარეობაში ვართ. პირისპირ ნაკლებად ვურთიერთობთ, ნაკლებს ვმოგზაურობთ და სახლში მეტ დროს ვატარებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლს ახლებურად შეხედოთ, მაქსიმალურად კომფორტული და თვალისთვის სასიამოვნო გახდეს.

„მსოფლიოში არსებული ვითარება გვასწავლის, რომ წვრილმანებში სასიხარულო მომენტები ვიპოვოთ, ცხოვრებისა და გარემოსგან სიამოვნება მივიღოთ. სწორედ ამიტომ, ბინის ან სახლის ინტერიერის განახლება კარგი იდეაა, რომ ყოველდღე ისიამოვნოთ ადგილით, სადაც ცხოვრობთ.საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა მანიჭებს სიხარულს? რას ვგრძნობ, როცა სახლში მოვდივარ? რომელი დეტალები ქმნის ატმოსფეროს და სახლს ხდის ისეთ, როგორიც ახლაა? გთხოვთ, მოიშორეთ ყველაფერი, რაც გთრგუნავთ. იქონიეთ მხოლოდ ის, რაც შთაგონებას განიჭებთ და თქვენს ენერგიას და ოპტიმიზმს მხარს უჭერს“ – ამბობს ირინა ჰანჰისალო, Tikkurila-ს ფერების ექსპერტი.

ლურჯის ყველა ელფერი ტრენდშია. ის სიმშვიდეს მოგანიჭებთ, რომელიც თანამედროვე ცხოვრების ტემპში ძალიან გვაკლია.

როგორ მოგწონთ ფერების ასეთი გადაწყვეტილება?

ბნელი და პატარა ოთახისთვის ასეთი ფერი შესანიშნავი ვარიანტია.

ნაცრისფერის ელფერებს ყურადღება მიაქციეთ, განსაკუთრებით „მარადმწვანე ნისლს“. ეს მშვიდი, დახვეწილი ელფერია, რომელიც სახლის ნებისმიერ ნაწილში, შენობასა თუ ქუჩაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს დახვეწილი მომწვანო ნაცრისფერი და გაჯერებული ფერია, გრილი და მაცოცხლებელი.

თუ მშვიდი და წყნარი ატმოსფერო გჭირდებათ, ალბათ უკვე მიხვდით, თუ რომელ ფერში შეღებოთ კედლები!

მდიდარი, კაშკაშა მწვანე ფერი შენობაში ბუნებას შემოიტანს. ყურადღება მიაქციეთ ტრენდულ ფერს „ღამის გუშაგი“. ის შეიძლება თამამი იყოს, მაგრამ წარმოუდგენლად უნივერსალურია.

ეს შავი და ღრმა ლურჯის დიდებული ალტერნატივაა. შეგიძლიათ აქცენტად გამოიყენოთ, სხვა ფერებს, მაგალითად, პასტელურს იდეალურად ეთავსება.გირჩევთ, ამ ფერებზე დაფიქრდეთ, რადგან მომავალ წელს ინტერიერის დიზაინში ყველა მთავარ ტრენდს უკან ჩამოიტოვებს. თუ უახლოეს წელში რემონტს არ გეგმავთ, სახლის ტექსტილის ან დეკორის დახმარებით აქცენტები თამამად შექმენით.რას იტყვით 2022 წლის აქტუალურ ფერზე? მოგწონთ მსგავსი ფერები სახლისთვის?