„ბაბუასეული“ მეთოდი, როგორ დავიცვათ ღობის ბოძის ჩარჭობილი ნაწილი ჟანგისა და ლპობისგან

პროფილურ მილებზე უფრო გამძლე მასალა ღობის ბოძების შესაქმნელად არ არსებობს, თუმცა მას ერთი სერიოზული ნაკლი აქვს. არასწორი მიდგომით ბოძი სწრაფად იჟანგება, რაც მთელ ღობეს საფრთხეს უქმნის. ხის ბოძებთანაც უკეთესი სიტუაცია არაა. განსაკუთრებით მწვავედ საკითხი მაშინ იგრძნობა, როცა ღობის ბოძებს არ აბეტონებენ, არამედ უბრალოდ მიწაში არჭობენ. ამ შემთხვევაში Novate ერთი გამოცდილი ხრიკის გამოყენებას გირჩევთ.

უდავოდ, სჯობს ღობის ყველა ბოძი მიწაში ჩააბეტონოთ, ცემენტისგან მცირე ფერდობი გააკეთოთ, რომ წყალი არ დაგროვდეს. მსგავსი კონსტრუქციის შექმნის შესაძლებლობა და რესურსი ყოველთვის არ გვაქვს. ამ შემთხვევაში მილის ბოძების უბრალოდ მიწაში ჩარჭობა გვიწევს. მომავალში რომ არ დაიჟანგოს, შემდეგი ზომები მიიღეთ. პირველ რიგში, ბოძები პრაიმერით და საღებავით კარგად დაფარეთ, თან როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. ეს არა მხოლოდ ლითონის, არამედ ხის ბოძებს ეხება. ხე არ ჟანგდება, მაგრამ სინესტის გამო ლპება.

მეორეც, აუცილებელია დამცავი „ჩექმის“ გაკეთება. ამ მიზნით პლასტმასის ბოთლები გამოიყენეთ. დაგჭირდებათ, დანა ან მაკრატელი, საჭირო რაოდენობის პლასტმასის ბოთლები (ერთ მილზე 2-4 ბოთლი დაგჭირდებათ მისი ზომების გათვალისწინებით), ასევე სამშენებლო ფენი. თუ სამშენებლო ფენი არ გაქვთ, ნებისმიერი ღია ცეცხლით ჩაანაცვლეთ, რომლისგანაც ცხელი ჰაერი ამოდის, მაგალითად, კოცონი. როცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილს მოამზადებთ, საქმეს შეუდექით.

პირველ რიგში, პლასტმასის ბოთლები ისე გადაჭერით, რომ ცილინდები მიიღოთ: ქვედა და ზედა ნაწილი გადაჭერით. შემდეგ გაზომეთ, თუ რამხელაზე არჭობთ ლითონის ბოძს მიწაში. ეს ნაწილი პლასტმასის ბოთლებით უნდა დაიფაროს. ბოთლები ერთი მეორეს ჩამოაცვით. მნიშვნელოვანი მომენტი! ორი ან სამი ბოთლი ბოძზე ისე გადააბით, რომ მომავალში ჰერმენტული სტრუქტურა შექმნას.

ახლა ცოტა საქმე დაგრჩათ. სამშენებლო ფენი აიღეთ და ბოთლები ცხელი ჰაერით დაამუშავეთ ისე, რომ გადნეს, ბოძის ზედაპირს მჭიდროდ შემოეკრას და 50-90 სმ–ზე ჰერმენტული კონსტრუქცია შექმნას. თუ სამშენებლო ფენი არ გაქვთ, პატარა კოცონი დაანთეთ და ბოთლები მის ქვეშ გაადნეთ. არა თავად ცეცხლზე, არამედ ცხელი ჰაერის ნაკადზე გააჩერეთ, რომ პლასტმასი არ დაიწვას. შედეგად, საკმაოდ საიმედო ჩექმას მიიღებთ, რომელიც ბოძს წლების განმავლობაში ისევე კარგავს დაიცავს, როგორც ცემენტი.