საზომ რულეტზე წამოსადები ყოველთვის ყანყარებს და ამას თავისი მიზეზი აქვს

ყველა ადამიანს, ვისაც საზომი რულეტი ერთხელ მაინც ხელში დაუჭირავს, ნანახი აქვს, რომ საზომი ლენტის ბოლოში ლითონის კავი ან კუდი ცოტა მორყეულია. ყველა საზომ რულეტს მსგავსი „თავისებურება“ აქვს. ვერ იპოვით ინსტრუმენტს, რომელსაც მყარად დაფიქსირებული წამოსადები აქვს. Novate ეცდება გაარკვიოს, თუ რისთვის კეთდება ასე?

როგორც უკვე შეიძლება მიხვდით: საზომი რულეტის მოყანყალებული წამოსადები ქარხნული წუნის ან კონსტრუქტურის ბოროტი ჩანაფიქრის ნიშანი არაა. მკაცრად რომ ვთქვათ, რულეტზე წამოსადები არ „ყანყალებს“, არამედ ლუფტი აქვს. ლუფტი – სპეციფიკური მექანიკური ტერმინი, რომელიც კონსტრუქციის ელემენტის თავისუფალ შესვლას გულისხმობს.ზოგიერთ შემთხვევაში ლუფტის არსებობა შეიძლება დაზიანების ან შეცდომის შედეგი იყოს. უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ განზრახული კონსტრუქციული გადაწყვეტილებაა.

ზუსტად ასეა რულეტის შემთხვევაში. წამოსადები ლუფტით საკუთარი ზომის კომპენსირებისთვის საჭიროა. როგორც უკვე შეამჩნიეთ, მოწყობილობის ეს ელემენტი საკმაოდ სქელია. რულეტის თავისებურების გამო, წამოსადების სისქემ შეიძლება გაზომვაში დაბნეულობა და ცდომილება გამოიწვიოს. ლუფტი ამის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ხშირად წამოსადების შესვლა ორივე მხრიდან 3.1-3.3 მმ. როგორც დიდ, ასევე პატარა მხარეს გამონაკლისები არსებობს.

ეს სერიოზულ გავლენას ახდენს იმაზე, თუ ლენტის რომელი მხრიდან იზომება ესა თუ ის ობიექტი. თუ ობიექტის გაზომვა კავის წამოდებით ხდება, ზუსტი ზომის წერტილი საპირისპირო მხარეს იქნება. თუ აზომვა კავის მიდებით ხდება, მაშინ ზუსტი ზომის წერტილი ამავე მხარეს იქნება. მთავარია ორი რამ დაიმახსოვროთ. პირველი: ლუფტი ყოველთვის წამოსადების სისქის ტოლია. მეორე: საზომმი რულეტი შტანგენფარგალი არაა და ზუსტი გაზომვებისთვის არ გამოიყენება.