მარტივი ხრიკი, როგორ ვაჩუქოთ ტაფას ახალი სიცოცხლე სახლის პირობებში

ტაფა ერთ–ერთი მთავარი ნივთია სამზარეულოში. ზოგიერთი კერძის მომზადება მის გარეშე შეუძლებელია. დროთა განმავლობაში ტაფაზე ნამწვი, ცხიმი გროვდება და თავის ფუნქციას ცუდად ასრულებს. Novate გიზიარებთ მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდებს, რომელთა დახმარებით ტაფის გაწმენდას შეძლებთ. ერთ–ერთი მეთოდი მაინც გამოცადეთ, რომ მის მუშაობაში დარწმუნდეთ.

1. სოდა და ძმარი როგორც უნივერსალური, მაგრამ ეფექტური მეთოდი

სოდა და ძმარი სამზარეულოს მთავარი დამხმარე საშუალებებია, რომლებიც არა მხოლოდ კერძების მომზადებისას გვჭირდება. ისინი ტაფაზე ცხიმს და ნამწვს ეფექტურად უმკლავდებიან, თან ამას შესანიშნავად აკეთებენ. გაითვალისწინეთ, რომ ანტიმიწვის საფარის მქონე ტაფაზე მათი გამოყენება არ ღირს. ამ ორი ინგრედიენტის გამოყენებით ტაფის გაწმენდისას შეგიძლიათ ხელთათმანი არ გაიკეთოთ, ხელს არ აზიანებს.პირველ რიგში, ტაფას 1 ჭიქა წყალი და ამდენივე 9%–იანი ძმარი დაასხით. ქურაზე დადგით და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. როგორც კი, თეთრი ფხვნილი ძმარს მოხვდება, ნარევი „აქაფდება“. ეს ქიმიურ რეაქციაზე საუბრობს.ცოტა ხნით გააჩერეთ და გამდინარე წყალში ტაფა გარეცხეთ. თუ ზოგიერთ ადგილას ნამწვი დარჩა, დამატებითი ზომა მიიღეთ. სოდით და წყლით ფაფა გააკეთეთ, პრობლემური ადგილები დაამუშავეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ ჩამორეცხეთ და ტაფა იდეალურად სუფთა გახდება.

2. ნებისმიერი ტიპის ტაფის (ალუმინის გარდა), რომელსაც ანტიმიწვის საფარი არ აქვს

სოდით გაწმენდის მეთოდი მარტივი და ამასთან ძალიან ეფექტურია. 100 გრ სოდა და 1 ლ წყალი აურიეთ. თუ ჭურჭელს შიგნით გაწმენდა სჭირდება, ნარევი უშუალოდ მასში ჩაასხით. თუ ტაფას როგორც შიგნიდან, ასევე გარედან გაწმენდა სჭირდება, დიდი ტაშტი ან ვედრო აიღეთ და იმავე პროპორციით სოდის და წყლის ხსნარი გააკეთეთ, ანუ 10 ლ წყალზე 1 კგ სოდა საკმარისია.ვედროში საკმარისი სითხე უნდა იყოს, რომ ტაფა მთლიანად დაფაროს. ტაფა ან ვედრო სოდიანი ხსნარით და ტაფით ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ. 20 წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. ღრუბლით ან საფხეკით ტაფა გახეხეთ, თუ ანტიმიწვის საფარი არ აქვს. დუღილის დროს სოდა ნამწვს და ცხიმს შლის. ამრიგად, მთელ ნადებს მარტივად მოაშორებთ.

3. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი სოდით და ძმრით

ამ მეთოდით ტაფა ორივე მხრიდან შეგიძლიათ გაწმინდოთ. ეფექტური მეთოდია და დიდ დროს არ მოითხოვს. პირველ რიგში, ნამწვისგან გასაწმენდი ტაფა აიღეთ. სოდა პრობლემურ ადგილებზე მოაყარეთ. ზემოდან 9%–იანი სუფრის ძმარი მოასხით. რეაქცია იმწამსვე დაიწყება, ნარევი „შუშხუნს“ დაიწყებს.1 საათით გააჩერეთ, შემდეგ უხეში ღრუბლით ან საფხეკით გახეხეთ. მეთოდი ნებისმიერი ტაფისთვის გამოგადგებათ, რომელსაც ანტიმიწვის საფარი არ აქვს.

4. საბჭოური ეფექტური მეთოდი ტაფის გასაწმენდად

ამ მეთოდით შეგიძლიათ დურალუმინის, თუჯის, ასევე ალუმინის და ფოლადის ტაფებს ჭუჭყი მოაშოროთ. ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება, რომელსაც მიშვებულ შემთხვევებში იყენებენ. პირველ რიგში, დიდი ვედრო ან ტაშტი მოამზადეთ, რომელშიც მინიმუმ 10 ლ წყალი ეტევა. დაგჭირდებათ 72%–იანი დიასახლისის საპონი, რომელსაც ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაში შეიძენთ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სილიკატური წებო (1/2 ფინჯანი დაგჭირდებათ).სილიკატის წებო – საკანცელარიო წებო, რომელსაც ჩვეულებრივ მოსწავლეები ყიდულობენ. სხვა სიტყვებით, მისი შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს. დაგჭირდებათ ½ ფინჯანი კალცინირებული სოდა. თუ ვერ იპოვით, ნახევარი შეფუთვა ჩვეულებრივი სოდით ჩაანაცვლეთ. ასევე ლითონის საფხეკი მოამზადეთ.ვედრო წყლით გაავსეთ და ქურაზე დადგით. მაღალ ცეცხლზე ჩართეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. სანამ სითხე ცხელდება, დიასახლისის საპონი გახეხეთ. როცა ვედროში წყალი ადუღდება, საპნის ფანტელები, ასევე წებო და სოდა დაუმატეთ, კარგად აურიეთ. რეკომენდებულია, პროცესის დროს ფანჯრები გააღოთ. ახლა პრობლემური ტაფა ხსნარში ჩადეთ. სახელური სითხეში არ ჩაუშვათ, თუ პლასტმასის ან ხისაა, რომ არ გაფუჭდეს. ტაფა სითხეში 1-4 საათით ხარშეთ იმის მიხედვით, თუ რამდენად გაჭუჭყიანებულია. შემდეგ ტაფა ამოიღეთ და გააგრილეთ. საფხეკით გაწმინდეთ. ეს ფრთხილად გააკეთეთ, რომ მინანქრის ზედაპირი არ დააზიანოთ.

5. სარეცხი ფხვნილი და ზეთი ნამწვს სწრაფად გაუმკლავდება

ტაფაზე ნამწვს და ცხიმს სარეცხი ფხვნილის და ზეთის ნარევიც ეფექტურად უმკლავდება. ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ მეთოდი მეტნაკლებად ეფექტურია და კარგ შედეგს იძლევა. ტაფას როგორც შიგნიდან, ასევე გარედან წმენდს. დიდი ტაშტი წყლით გაავსეთ, რამდენიმე წვეთი ზეთი დაუმატეთ. მზესუმზირას ზეთი გამოიყენეთ. მიღებულ ხსნარს ცოტა სარეცხი ფხვნილი დაუმატეთ. ნარევი საშუალო ცეცხლზე დადგით. ჭუჭყიანი ტაფა ხსნარში ჩადეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. ახლა ამოიღეთ და უხეში ღრუბლით გაწმინდეთ. მთელი ნამწვი და ცხიმი კარგად მოშორდება.