პეჩვორქის სტილის გამოყენების 6 ვარიანტი ბინის ინტერიერში, რომ სოფლურად არ გამოიყურებოდეს

ტრადიციულად, პეჩვორქი ან ნაკუწებით ნაკერი სოფლურ ხელობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მხოლოდ აგარაკის დიზაინში ან პროვანსული სტილის ბინისთვის არის გონივრული. Novate გთავაზობთ სტერეოტიპები დაამსხვრიოთ. ნახეთ, როგორ შეიძლება ჩართოთ პეჩვორქი თანამედროვე ინტერიერში, რომ მოდურად გამოიყურებოდეს და არა პროვინციალურად.

ცოტა რამ ისტორიის შესახებ

ეს სიტყვა ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც ნივთი, რომელიც ნაკუწებისგან არის შეკერილი. თუ ტერმინს გავშიფრავთ, იგულისხმება ხელობის ტექნიკა, რომელიც მოზაიკის პრინციპის მსგავსად სხვადასხვა ქსოვილის ნაკუწების გაერთიანებით ახალი ტილოს შექმნას გულისხმობს. პირველი საბანი პეჩვორქის სტილში ჩვ.წ.–მდე შორეულ მე-9 საუკუნეში ინდოეთთან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის დაწყების წყალობით აღმოაჩინეს.უკვე წინა საუკუნიდან პეჩვორქს მხოლოდ სახლურ ხელობად აღარ აღიქვამენ, მას ინტერიერის დიზაინის ერთ–ერთ მრავალმხრივ და უნივერსალურ ინსტრუმენტად მიიჩნევენ. თანამედროვე პეჩვორქი ნაკუწებით ნაკერ ნივთზე მეტია. ეს სხვადასხვა მასალის, ფერის, ტექსტურის შერწყმის უნარია, რომ აქცენტი გააკეთოთ და სასურველი ატმოსფერო შექმნათ.

პეჩვორქის სახეობები

ამ დროისთვის გამოიყოფა პეჩვორქის სტილის 5 მიმართულება:

  • კლასიკური (ინგლისური) – ნეიტრალური პალიტრის სხვადასხვა ფერის კლასიკური კომბინაცია, ნაკლები ორნამენტი და ერთნაირი ზომის მასალის ფრაგმენტების გამოყენება.
  • Crazy–პეჩვორქი (ფანტაზიური) – თანამოძმისგან განსხვავებით ტექნიკის და ფერის მხრივ არანაირ წესებს არ იცავს. ყველაზე მნიშვნელოვანია ორიგინალური კომბინაცია და ჩაფიქრებული მოხატულობა.
  • აღმოსავლური – აქტიურად გამოიყენება ისეთი ელემენტები, როგორიცაა ფოჩები, ბახრომა და ღრმა ფერის პალიტრა.
  • იაპონური – სხვებისგან აბრეშუმის გამოყენებით, ასევე ტრადიციული მოხატულობის არსებობით გამოირჩევა.
  • ნაქსოვი – გულისხმობს ცალკეული ნაკუწების შექმნას ძაფისგან და შემდეგ სინთეტიკურ საფუძველზე მიკერებას.

როგორ გამოვიყენოთ პეჩვორქი ინტერიერში

1. ფილები

თუ თქვენი ინტერიერი სკანდინავიურ ან მინიმალისტურ სტილშია გაფორმებული, დროა გააცოცხლოთ და კედლის ნიმუშის სახით ხიბლი შემატოთ. თუ დიდხანს გამძლე ცვლილებები გსურთ, კერამიკულ ფილებს ყურადღება მიაქციეთ. არ ინერვიულოთ: 5 სხვადასხვა ნაკრების შეძენა არ მოგიწევთ, რომ თითოეულიდან რამდენიმე ფილა გამოიყენოთ. თანამედროვე მწარმოებლები შერეული ორნამენტების მქონე მოდურ კოლექციებს გვთავაზობენშენიშვნა: ფილების დაგებამდე ზედაპირი აუცილებლად მოამზადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცოტა მეტი წებოს დახარჯვა მოგიწევთ. კედელი ძველი საფარისგან გაწმინდეთ, გაასუფთავეთ, გაასწორეთ და პრაიმერი წაუსვით.ზომების არჩევისას გაიხსენეთ ერთი დეტალი: მცირე ზედაპირის, მაგალითად, სამზარეულოს წინსაფრის ან პატარა სააბაზანოს იატაკის, გასაფორმებლად პატარა ელემენტებისგან შემდგარი კოლექცია გამოიყენეთ. თუ აქტიური მოხატულობის მსხვილი ფორმატის ფილებს აირჩევთ, ოთახი ვიზუალურად დაპატარავდება. როგორც ვარიანტი, მონოქრომული ნახატები შეარჩიეთ. ამ შემთხვევაში ინტერიერი მკაცრი, მაგრამ ამავდროულად მრავალფეროვანი გახდება.

2. აქცენტი კედელზე

ბიუჟეტური დეკორის იდეა ხელთ არსებული მასალებით. თუ წინა რემონტიდან რამდენიმე რულონი სხვადასხვა შპალერი დაგრჩათ, არ გაყიდოთ და გადააგდოთ. პეჩვორქის სტილში პანო გააკეთეთ, ეს თქვენი ოთახის ხიბლი გახდება. 45×45 ზომა ნაჭერი იდეალურია, თუმცა რულონის სიგრძის მიხედვით სხვა ზომების გამოჭრა შეგიძლიათ. თუ შპალერის რულონების ნიმუშების და კატალოგების მფლობელი გახდით, ორიგინალური აქცენტური კედლის შექმნა გიწერიათ. პანო ყველაზე მყუდროდ საძინებელში გამოიყენება, ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სტილშია გაფორმებული ინტერიერი. ის როგორც სკანდინავიურ სტილს და იკეას ავეჯს, ასევე ბრუტალურ ლოფტს დაუმეგობრდება.

3. პაროდია პოპარტის სტილში

კრეატიული ხალხი სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების და კონტრასტული ფერების კომბინაციას ყოველთვის მაცდუნებლად თვლიდა. ასე წარმოიშვა პოპარტი, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები კედლის გასაფორმებლად აქტიურად იყენებენ. ასეთი კონცეფციით მიიღებთ ზედაპირს, რომელიც თითქოსდა ქსოვილის ნაკუწებისგან არის შემდგარი, თუმცა სინამდვილეში სხვადასხვა ფერის ბათქაშია. პეჩვორქის ეფექტისთვის კედელი კონტრასტული თეთრი ზოლებით იყოფა. თუ ასეთი კედლის „მხარდაჭერა“ ინტერიერის ნივთებით გსურთ, მართკუთხა კომოდი მსგავს ფერებსა და სტილში გააფორმეთ.

4. გამარჯობა, ხევ!

სხვათა შორის, ავეჯის შესახებ: თუ ორიგინალური საავტორო ნაწარმის შექმნა გსურთ, სხვადასხვა ფერის და ტექსტურის მასალა დააგროვეთ. კარგი იდეაა მათთვის, ვისაც ინტერიერის რომელიმე ნივთი, მაგალითად, შემოსასვლელში ბანკეტკა აკლია. მის დასამზადებლად დაგჭირდებათ მზა ჩარჩო და ხის ფიცრები გეომეტრიული ნიმუშებით.ხის მასალას შეიძლება სხვადასხვა ფერი და ტექსტურა ჰქონდეს, ამიტომ პეჩვორქის სტილის შექმნა ფიცრებზე გამოსახულებების გამოყენებითაც შეიძლება. როგორც ვარიანტი: სხვადასხვა ზომის, ფერის და მოხატულობის ფიცრებით პანელი გააკეთეთ. ასეთი სილამაზე შეგიძლიათ საწოლის სასთუმალთან, სასადილო ზონაში ან სააბაზანო ოთახში ნიჟარის ქვეშ გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლო შემთხვევაში ხე ობისა და სოკოსგან დასაცავად სპეციალური ქიმიური ხსნარით უნდა დაამუშავოთ, ხოლო ხის ნაწილი, რომელზეც ნიჟარა მაგრდება, მინით ან პლასტმასის წინსაფრით დაფაროთ.თუ ეჭვობთ, რომ ხე სააბაზანო ოთახში თავს კარგად იგრძნობს, სხვა გზით წადით. კომოდი სხვადასხვა უჯრით ან სარკის ჩარჩო პეჩვორქის სტილში გააკეთეთ. იდეალურად გამოიყურება როგორც ერთად, ასევე ცალ–ცალკე, თუნდაც ნახატები დიდად არ განსხვავდებოდეს. ალბათ, ამაში ფანტაზიის მთავარი აზრი იმალება.

5. ყურადღების ცენტრში

პეჩვორქი ნებისმიერ ინტერიერში გონივრულია, თუნდაც კლასიკურში. რას იტყვით, რომ ოთახის ცენტრში ნაკუწების კერვის ტექნიკით შესრულებული დივანი დადოთ? მკაცრ ოთახს მოჩუქურთმებული ბუხრით და მასიური ჭაღით ნამდვილად გააცოცხლებს და დაამშვენებს. თუ ექსპერიმენტები არ გაშინებთ, რაიმე მხიარული ტილოთი, რომლის ფერიც ავეჯის შეფერილობას ემთხვევა, კონტრასტი გააძლიერეთ. ასე ეკლექტიკურ სტილში გაფორმებული ოთახის მფლობელი გახდებით. ერთი შეხედვით ინტერიერის დეტალები შეიძლება შემთხვევით არჩეული მოგეჩვენოთ, მაგრამ შემდეგ ნახავთ, თუ როგორ არაპროგნოზირებად და დასამახსოვრებელ შედეგს იძლევა.

6. დეკორი პეჩვორქის სტილში

პრინტი იმდენად კარგია, რომ არა მხოლოდ ავეჯის და კედლის გასაფორმებლად, არამედ ფუნქციური დეტალის შესაქმნელად, ასევე დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ინტერიერში ღია აქცენტი შეიძლება გახდეს პანო, რომელიც პატარა ფერადი დეტალებისგან არის შეკერილი. მას ორი დიდი უპირატესობა აქვს: მარტივი შესრულება (დაგჭირდებათ მხოლოდ ტილო, ჩარჩო და ქსოვილის ნაჭრები), ასევე უნივერსალურობა – პანო ნებისმიერი ოთახის ინტერიერს უხდება, იქნება ეს საძინებელი, მისაღები თუ სამზარეულო.