რატომ გვირჩევენ C ინდექსის არმატურას საძირკვლის ჩამოსხმისას

საძირკველი ნებისმიერი შენობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. უნდა ვთქვათ თუ არა, რომ საძირკვლის პრობლემები დიდი ალბათობით მთელ შენობაზე აისახება? საქმე იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ საერთოდ დაშლა მოგიწიოთ. ბევრი ადამიანი არ უფიქრდება, რომ საძირკვლის საიმედოობა დიდწილად გამოყენებული არმატურის ხარისხსა და ტიპზეა დამოკიდებული.

ფოლადის არმატურა ბეტონის კონსტრუქციის გასაძლიერებლად მთავარი მეთოდია. მას ხშირად ლითონის შენადნობის ან ნახშირბადოვანი ფოლადისგან ამზადებენ. არმატურა შეიძლება იყოს გლუვი ან დაკბილული. სამშენებლო მასალა რამდენიმე კლასად იყოფა. არმატურის სახეობები აღინიშნება შემდეგი მეთოდით: A240, A300, A400, A500 და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ბეტონის კონსტრუქციის საიმედოობა და გამძლეობა დამოკიდებულია არა თავად არმატურაზე, არამედ იმაზე, თუ ბეტონის კონსტრუქციაში გეომეტრიულად რამდენად სწორად მდებარეობს. მკაცრად 90 გრადუსიანი კუთხით უნდა ჩაიდოს. არმატურის ბადის სწორად განლაგებაში ხარისხიანი ყალიბი დაგეხმარებათ. ასევე არმატურის დაგება რომელიმე სწორი კუთხიდან უნდა დაიწყოთ. არმატურისთვის სპეციალური ფიქსატორები არსებობს, რომელიც მის „სრიალს“ აფერხებს. არმატურების გადაკვეთის წერტილები მავთულით იბმება, რომ მეტი სიმტკიცე და გამძლეობა უზრუნველყონ.

პრობლემები შეიძლება ბეტონის ჩამოსხმის დროს დაიწყოს. ზოგჯერ რაც არ უნდა გააკეთოთ, კონსტრუქციის სიმტკიცე საკმარისი არაა და „ცურვას“, გადახრას იწყებს. ეს მომავალი შენობის სიძლიერეს ეჭვქვეშ აყენებს. ამის თავიდან ასაცილებლად, არმატურა უნდა შეადუღოთ. არსებობს ერთი მაგრამ – შედუღება ყველა შემთხვევაში დაშვებული არაა და სამშენებლო ოპერაციების გარკვეულ ნაკრებთან არის დაკავშირებული. და მაინც, თუ პროექტი და მასალა საშუალებას გაძლევთ – შეადუღეთ.

თავისთავად, სანამ არმატურის შედუღებას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ მასალა ასეთი დამუშავებისთვის განკუთვნილია. ამისთვის არმატურის ინდექსი C უნდა იყოს. ინდექსი ასე გამოიყურება: A400C, A500C და ა.შ.