4 რამ, რაზეც რემონტის დროს ფული არ უნდა დაზოგოთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ

ყოველთვის, როცა სახლის გარემონტების საკითხი დგება, ბუნებრივად რაიმეს დაზოგვის ცდუნება გვიჩნდება. პრობლემა იმაშია, რომ ზოგიერთ რამეზე დაზოგვა მთელი ოჯახისთვის შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს. Novate გიამბობთ, თუ რაზე არ ღირს ეკონომიის გაწევა.

1. სადენები და ელექტროობა

ერთმნიშვნელოვნად, სადენებსა და ელექტროობაზე ფულის დაზოგვა არ ღირს. ამ ტიპის კომუნიკაციების მცირე დაზიანება შეიძლება არა უბრალოდ თავის ტკივილით და სახლში დენის არ არსებობით, არამედ ხანძრით დასრულდეს. ეს ყველა ელექტროგაყვანილობას ეხება.

2. სანტექნიკა

სანტექნიკაზე ფულის დაზოგვა არ ღირს. ეს ეხება როგორც სახლში მილების ჩადებას, ასევე ისეთი წვრილმანების დაყენებას, როგორიცაა ონკანები და შემრევები. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ დაყენებული სანტექნიკის ხარისხსა და საიმედოობაზე პირდაპირ დამოკიდებულია, მოგიწევთ თუ არა წყლის გაჟონვის გამო მეზობლის რემონტის ხარჯების ანაზღაურება.

3. იატაკის მოჭიმვა და ბათქაშის დადება

რა არის ხარისხიანი რემონტის საფუძველი? სწორია, კარგად მოჭიმული იატაკი და დაგებული ბათქაში. ცუდად შესრულებული საფარი მომავალში მუდმივად დამატებითი პრობლემების წყარო გახდება. რაც ყველაზე ცუდია, არათანაბარი საფარი წლების შემდეგ შეიძლება ისეთი უსიამოვნების გაჩენის ადგილი გახდეს, როგორიცაა ობი.

4. მშენებლების მომსახურება

იცოდე, ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების დაქირავება არ უნდა მოგერიდოთ. თავისთავად, მშენებელ–ხელოსნების დაქირავებისას გულუბრყვილოდ იმედი არ გქონდეთ, რომ ადამიანები თეთრებად ხარისხიან სამსახურს შეასრულებენ. როგორც წესი, ასეთი მოქალაქეები ბიზნესს რაოდენობაზე აკეთებენ. სწორედ ამიტომ, გაიხსენეთ სიბრძნე, თუ რამდენის გადახდა უწევს ძუნწ ადამიანს სინამდვილეში.