გაუქმებული დერეფანი და დიდი მაცივარი: 7 განსხვავება ამერიკულ და ქართულ ბინებს შორის

ერთი შეხედვით, პლანეტის ნებისმიერ კუთხეში სახლები ერთმანეთის მსგავსია: თითოეულ ბინაში იპოვით სველ წერტილს, სამზარეულოს და, რა თქმა უნდა, ადგილს, სადაც დაძინებას შეძლებთ. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სახლებს აქვთ განმასხვავებელი, სხვებისთვის გაუგებარი ნიშნები. გასაკვირი არაა, რომ ჩვენი თანამემამულე აშშ–ში პირველად მოხვედრისას არა ერთი განსხვავებას ამჩნევს. Novate გთავაზობთ 7 განსხვავებას ამერიკულ და ქართულ ბინებს შორის.

1. გაუქმებული დერეფანი

ჩვენს ბინებსა და სახლებში შეგიძლიათ დიდი ან პატარა შემოსავლელი და გრძელი დერეფანი იხილოთ. ამერიკულ ბინაში სახლების დაგეგმარებისას მსგავსი სივრცის ქონას ხშირად არ ითვალისწინებენ. ჩვეულებრივ, სტუმარი შემოსასვლელი კარიდან პირდაპირ მისაღებ ოთახში ან საერთოდ სამზარეულოში ხვდება.

2. მიკროტალღური ღუმელი გამწოვის ნაცვლად

ჩვენთან გაზქურის ზემოთ გამწოვის ან კარგი ვენტილაციის მოწყობას ცდილობენ, რომ სუნი მარტივად მოიშორონ. აი, ამერიკაში არც პირველი, არც მეორე არაა: როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ადგილას მიკროტალღურ ღუმელს ინახავენ. ასეთი უჩვეულო გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ აშშ–ში ჩაშენებული გამწოვის ფუნქცია აქვთ. მიკროტალღური ღუმელი გაზქურის ზემოთ სივრცის გამოსაყენებლად ერთადერთი ვარიანტი არაა: ზოგჯერ საერთოდ სხვადასხვა წვრილმანის შესანახად რამდენიმე თაროს კიდებენ.

3. განსხვავებები სარეცხ მოწყობილობებში

საზღვარგარეთ რეცხვის ტრადიცია ჩვენგან მთლიანად განსხვავდება. ამ მხრივ ამერიკელები ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან. ზოგჯერ სახლსა თუ ბინაში სარეცხ მანქანას საერთოდ არ აყენებენ და საზოგადოებრივ სამრეცხაოებს უპირატესობას ანიჭებენ: აქ, ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე სახლში ელექტროენერგიის დაწვა. თუ მაინც სახლში სარეცხი გაჯეტის დაყენებას გადაწყვეტენ, ორ მოწყობილობას იძენენ – სარეცხი და საშრობი.

4. დიდი მაცივრები

ამერიკულ და ქართულ ბინებს შორის კიდევ ერთი საინტერესო განსხვავება – მაცივრების ზომები და რაოდენობა. თუ ქართულ სამზარეულოში, ძირითადად ერთკამერიან გაჯეტს შეხვდებით, აშშ–ში ან ორკამერიანი დიდი მაცივარი შეიძლება დაგხვდეთ, ხოლო კერძო სახლში – საერთოდ ორი. ტრადიცია კიდევ უფრო საინტერესოა იმით, რომ ამერიკელები ძალიან იშვიათად ამზადებენ. საქმე იმაშია, რომ მაღაზიებში პროდუქტებს საბითუმოდ და ბევრს ყიდულობენ. ამერიკულ მაცივრებს მეტი ფუნქცია აქვთ, მაგალითად, ყინულის წარმოება და წყლის გაფილტვრა – ჩვენთან მსგავსი ფუნქციების ტექნიკა უსარგებლოდ ითვლება.

5. ბუხარი

ალბათ, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამერიკული ფილმი უნახავს, შეუნიშნავს, რომ მისაღებ ოთახში ბუხარი აუცილებლად არის. თან არა მხოლოდ კერძო სახლში, არამედ ბინაში. ეს ტენდენცია ათწლეულებს ითვლის და აშშ–ს მთელ ტერიტორიაზეა გათვლილი. მაშინაც კი, თუ ბუხარი დეკორატიულია, მაინც იქნება, რადგან მისაღები ოთახი ან საძინებელი მასთან ერთად უფრო მყუდროდ გამოიყურება.

6. ჭერის განათების არ ქონა

ჩვენთან თითოეულ ოთახს ჭაღი აქვს და ეს ნორმალურია. აი, ამერიკულ საცხოვრებელ შენობაში მათ თითქმის ვერ შეხვდებით. მათთვის ჭერის განათების დაყენება პრინციპულად გაუგებარია, სამაგიეროდ ნებისმიერ კუთხეში ტორშერი დევს ან ბრა კიდია. მართალია, ვერ ვიტყვით, რომ შენობას განათება ყოფნის: აშშ–ში მცხოვრები ქართველები ხშირად დამატებით განათებას (რამდენიმე ნათურა ან გირლანდი) ყიდულობენ.

7. ნიჟარა დამაქუცმაცებლით

ამერიკულ სამზარეულოში ერთ–ერთი სასარგებლო გაჯეტი – საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამაქუცმაცებელი ან დისპოუზერი, რომელიც ნიჟარის ქვეშ მონტაჟდება. სწორედ ამიტომ, აშშ–ში ვერ იპოვით ბადეს, რომელიც ჩვენთან საკვების ნარჩენებს აკავებს, რომ სანიაღვრე მილი არ გაჭედოს. გაჯეტის მუშაობის პრინციპი: სანიაღვრე მილიდან ნარჩენები დისპოუზერში ხვდება, რომელიც მათ პიურედ აქცევს, შემდეგ კანალიზაციაში ჩადის და ბლოკირებას არ წარმოქმნის. სიტყვაზე, ჩვენთან ასეთი მოწყობილობის შეძენა შეგიძლიათ, თუმცა ჯერჯერობით პოპულარული არაა.