პატარა ბინების მოწყობის მეთოდები, რომლითაც სივრცეს „ჰაერს“ შემატებთ

„პატარა ბინებისთვის ავეჯი გონივრულად უნდა შეირჩეს. კომპაქტური და მრავალფუნქციური ავეჯი გამოგადგებათ, ხოლო მძიმე და დიდ ნივთებს გვერდი უნდა აუაროთ. პატარა ბინაში სივრცის ორგანიზაცია და ადგილის დაზოგვა მარტივი არა, მაგრამ საინტერესო საქმეა“ – ამბობს გამოცდილი დიზაინერი. მან პატარა ბინების სიყვარული და მათი ევროპულ სტილში აღჭურვა დედის რძესთან ერთად მიიღო.Novate გიამბობთ, როგორ აღჭურვოთ პატარა ბინა და შემატოთ „ჰაერი“ სივრცეს. გიზიარებთ ინტერიერის დიზაინის ექსპერტების მოსაზრებას.

ავეჯი პატარა ბინისთვის – არასწორი განლაგებისას პატარა ბინა კარადებით გადავსებულ სივრცეს ჰგავს. აქ, მყუდროებაზე ლაპარაკიც არ ღირს. ზოგჯერ დივანი შეიძლება ზედმეტი იყო, თუ ფუნქციურ დატვირთვას არ ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ ავეჯი აირჩიოთ პრინციპით „მის გარეშე არ შემიძლია“.

ყურადღება ამ პროექტს მიაქციეთ. მხოლოდ 33 მ² ფართობის ბინაა, მაგრამ აღჭურვილია სრულყოფილი საძინებლით, ფართო სამზარეულო–სასადილო ზონით და დივანზე დასასვენებელი კუთხით.მთავარი ფერი – ღია, მაგრამ ნათელი აქცენტებით და გონივრული ზონირებით მყუდროება მიღწეულია, თან სივრცის ზედმეტად გადატვირთვის გარეშე.

ეს უკვე სტუდიოს ტიპის ბინაა მარტოხელა ადამიანისთვის. ბინის ფართობი – 28 მ². მას ბევრი სათავსო აქვს.ჭერის სიმაღლის დასაზოგად (დაახლოებით 10 სმ) უბრალოდ პრაიმერი წაუსვეს და ტრეკის სისტემით და გარე სადენებით განათება გააკეთეს. ამ პროექტში ფერები და მასალები შესანიშნავად გამოიყურება. ეს ლოფტის სტილია, მაგრამ არა ცივი, არამედ თბილი და მყუდრო.

მინის ტიხრები პატარა ბინისთვის სწორი გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, სივრცეს ზონებად ყოფს, მეორე მხრივ ვიზუალურად აფართოებს.აი, ამ ბინის გეგმა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ერთი კედლის კონტრასტული და ღრმა ფერი პატარა სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. აუცილებელი არაა მხოლოდ ნათელი ფერები გამოიყენოთ. მთავარია, რომ ფერების გამა მყუდროებას ქმნიდეს.

მხოლოდ 22 მ² ფართობის ბინის დიზაინის შეუდარებელი გადაწყვეტილება. აქ დაგხვდებათ შემოსავლელი და საძინებელი გარდერობით, მისაღები ოთახი–სამზარეულო და სველი წერტილი საშხაპე კაბინით. საძინებელი სტუმრების მოსვლისას ფარდით იმალება.სათავსო: შემოსასვლელში კარადა საგარეო ტანსაცმლისთვის და კავები იმისთვის, რომელსაც ხშირად ატარებთ. საძინებლის მოპირდაპირედ დიდი კარადა და წიგნებისთვის თაროები. საწოლთან კომოდი და კიდევ ფეხსაცმლის კარადა შემოსასვლელში.

და კვლავ მინის ტიხრები შავ ჩარჩოში, ღია ფერი და არაფერი ზედმეტი. შეუდარებელი დიზაინი, გრაფიკული, მოდური და კარგად ჩაფიქრებული. ყოჩაღ იდეის ავტორებს!

აქ ფერები და ტექსტურები ძალიან სწორად გამოყენებულია. ზედმეტი დეკორის, ვიზუალური ხმაურის, სტატუეტების, პრინტების, ყვავილებიანი შპალერის გარეშე. დაგხვდებათ შესაგრძნები სივრცე, სასიამოვნო ფერები და კომფორტული ფუნქციონირება.

ზოგჯერ სასადილო მაგიდა შეგიძლიათ სამუშაო მაგიდასთან გააერთიანოთ და ამით ადგილი დაზოგოთ.

ნაკრებს დავასრულებთ შოკოლადისფერ–კენკრისფერი სტუდიოს ბინით, რომლის ფართობი მხოლოდ 20 მ². საწოლთან ლარნაკებისთვის თაროების გადაწყვეტილება ძალიან მომწონს.

რედაქციის რჩევა – პატარა ბინისთვის აირჩიეთ ავეჯი, რომელიც შენობის თანამედროვე სტილს შეინარჩუნებს და პატარა შენობაში ადგილს დაზოგავს.

ამ მიზნით გამოგადგებათ ტრანსფორმერი ავეჯი (დასაკეცი მაგიდა და სტელაჟი, რომელიც კარადად ან კონსოლად შეგიძლიათ გამოიყენოთ), ასევე მოდულური ავეჯი. ბოლო ვარიანტი მოსახერხებელია იმით, რომ თქვენი გემოვნებით სასურველი ნაკრები შეგიძლიათ შეარჩიოთ.რომელი ვარიანტი მოგწონთ ამ ნაკრებიდან ბინის გასაფორმებლად?