სანტექნიკოსმა მარტივი ხრიკი მასწავლა, რომ უნიტაზის ავზმა აღარ გაჟონოს

ბევრ ადამიანს პანიკა იპყრობს, როცა უნიტაზის ავზიდან წყალი ჟონავს და სასწრაფოდ სანტექნიკოსს იძახებს. რა თქმა უნდა, თუ სიტუაცია კრიტიკულია და პროფესიონალის ჩარევას მოითხოვს, მაშინ სწორი გადაწყვეტილებაა. თუ ავზიდან წყალი სწრაფად არ ჟონავს, პრაქტიკული ხრიკებით სანტექნიკას გადაარჩენთ და ხელოსანზე ფულს არ დახარჯავთ.

ავზიდან წყლის გაჟონვა – ავზიდან წყალი ხშირად ჩუმად და შეუმჩნევლად ჟონავს, ამიტომ პრობლემის აღმოჩენაში რამდენიმე ფაქტორი დაგეხმარებათ. უნიტაზს დააკვირდით, ხმას მოუსმინეთ და წყლის გადასახადს გადახადეთ. დაზიანებული სანტექნიკა თავიდან ხმას არ იძლევა და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ წყლის დამახასიათებელ ჩქრიალს გაიგონებთ. არ ინერვიულოთ, რადგან მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ პრობლემის უგულებელყოფამ შეიძლება რემონტი და კომუნალურ გადასახადებზე დამატებითი ხარჯები გამოიწვიოს.

მდგომარეობის კორექტირება – ხრიკი იმდენად მარტივია, რომ დამწყები ოსტატი ან დიასახლისი, მოზარდიც კი მარტივად გაუმკლავდება. ხელსაწყოები საჭირო არაა. დაგჭირდებათ მხოლოდ ჩვარი, რომლითაც შეგიძლიათ ავზის შიდა კომპონენტები გაწმინდოთ. პირველ რიგში, გადაკეტეთ სარქველი, რომლითაც ავზი წყლით ივსება.ამის შემდეგ ავზი დარჩენილი წყლისგან დაცალეთ. თავსახური მოხსენით და შიდა ნაწილი დაათვალიერეთ. თქვენთან ახლოს აღმოჩნდება ღილაკი, რომელიც წყალს უშვებს. ფრთხილად ამოიღეთ, რომ შესაკეთებელ კომპონენტამდე მიაღწიოთ. როგორ მოვაშოროთ ღილაკი? მექანიზმი ხელით ფრთხილად აიღეთ და საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ მოაბრუნეთ. ამან უნდა იმუშაოს და თქვენ სანიაღვრე სისტემის ქვედა ნაწილთან მიწვდომას შეძლებთ.

პირველი ხრიკი გულისხმობს რეზინის შუასადების–შემამჭიდროებლების გაწმენდას, რომელიც შეიძლება მთავარი დამნაშავე იყოს. ონკანის წყლის ცუდი ხარისხი თეთრი ნადების წარმოქმნას ხელს უწყობს. დიდი ალბათობით, ავზიდან წყალი ამის გამო ჟონავს. ყველა რეზინის ელემენტი ამოიღეთ, გაწმინდეთ და გაამშრალეთ. ყველა ადგილი გაწმინდეთ, რომელიც არ იხსნება, შემდეგ ყველა კომპონენტი თავის ადგილას დააბრუნეთ და სანტექნიკა შეამოწმეთ.

პატარა ხრიკი – მეორე ხრიკით გაჟონვის სიტუაციას გამოასწორებთ, თუ მოულოდნელად უნიტაზი საჭიროზე მეტ წყალს აგროვებს. ამ შემთხვევაში პრობლემა ტივტივაშია. წყალი კვლავ გადაკეტეთ და ავზი წყლისგან დაცალეთ. ტივტივაზე სახაზავის მსგავსი ნიშნები დაათვალიერეთ. წყლის არსებული დონე ერთი ნიშნულით დაწიეთ.

თუ ამ მარტივი რჩევებით სიტუაცია ვერ მოაგვარეთ, დიდი ალბათობით, შემამჭიდროებლის ბანალური წმენდა საკმარისი არაა და გამოცვლა სჭირდება. ძველი დეტალი თან წაიღეთ, რომ გამყიდველმა კონკრეტულად თქვენი უნიტაზის მოდელისთვის მსგავსი ელემენტი შეგირჩიოთ.

უნიტაზის ავზიდან წყლის გაჟონვა – თანამედროვე ბაზარი სანტექნიკის მრავალ ვარიანტს გვთავაზობს. სწორედ ამიტომ, თუ დღემდე საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ და თვლით, რომ სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებთ, არ გარისკოთ. ამ შემთხვევაში პროფესიონალი სანტექნიკოსის გამოძახება სჯობს. უფრო მეტიც, რთული დაზიანებისას რემონტი შესაბამისი თანხა ჯდება, ამიტომ სპეციალისტს დროულად მიმართეთ. ასე ნერვებს და ფულს დაზოგავთ.