რუმინეთის ღირშესანიშნაობები, რომლებიც დრაკულას ციხესიმაგრის შემდეგ უნდა მოინახულოთ

დღეს რუმინეთი ლამაზი ბუნების, ძველი ციხესიმაგრეების და მომხიბვლელი ხალხის ქვეყანაა. ყველას არ შეუძლია დაუყონებლივ გიპასუხოს, თუ რით შეუძლია სახელმწიფოს თავის მოწონება. Novate გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს რუმინეთზე, რომელიც გამოცდილ ტურისტებსაც დააინტერესებთ. შესაძლოა, შემდეგი ქვეყანა, რომლის მონახულებასაც დააპირებთ, რუმინეთი გახდეს.

რუმინეთი დღეს – რა იცის ადამიანების უმეტესობამ რუმინეთის შესახებ? ალბათ, ის რომ წიგნის გმირის, გრაფ დრაკულას და მისი ისტორიული პროტოტიპის თავად ვლად ცეპეშის  სამშობლოა. წინასწარ გეტყვით, რომ ცეპეშის მშობლიური სახლი დღემდე კარგად შემონახულია. თუმცა ქვეყნის სხვა, არანაკლებ საინტერესო არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები არ უნდა გამოგრჩეთ.ბრემ სტოკერის შემოქმედების დამფასებლებს და მისი „დრაკულას“ ფანებს სიგიშოარაში წასვლას ვურჩევთ. ამ პატარა ქალაქში მდებარეობს შენობა, რომელშიც პატარა ვლადი და მისი ოჯახი ცხოვრობდა. უფრო მეტიც, ეს ადგილი მსოფლიო არქიტექტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული და იუნესკო იცავს. სახლი ძალიან ძველია, მაგრამ სხვადასხვა ფერშია შეღებილი და საინტერესოდ გამოიყურება.

„დრაკულამანებისთვის“ კიდევ ერთი წერტილი რუკაზე – ლეგენდარული ბრანის სასახლე. რუმინეთის ნამდვილი მარგალიტი, რომელიც კარპატების მწვერვალებს შორის დამალულია. ბრემ სტოკერმა სასახლე თავის ნაწარმოებში აღწერა, ამიტომ ტურისტები ასეთ დიდებულ შენობაში მოხვედრას ცდილობენ, რომ ყველაფერი სათანადოდ დაათვალიერონ. ბევრი დერეფანი და ოთახი ერთგვარი ლაბირინთია, რომელიც ადამიანებს სეირნობას ურთულებს. გოთური სტილის შენობა ვამპირების და საიდუმლოებების სამყაროდან თემატურ ანტურაჟს მატებს.

დრაკულა ერთადერთი არაა – ყველამ არ იცის, რომ რუმინეთი სანაპიროზე დასასვენებლად და თხილამურებზე სასრიალოდ იდეალური ადგილია. შავ ზღვაზე გასვლის ხარჯზე საკურორტო ქალაქები, როგორიცაა კონსტანცა, ნეპტუნი, კოსტინეშტი, მამაია, კაპ ავრორა, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ქალაქებში მომსახურება შესაძლოა ისე განვითარებული არაა, როგორც მსოფლიო დონის კურორტებზე, მაგრამ რუმინეთის ზღვის სილამაზე თავად ნამდვილად უნდა შეაფასოთ.თუ სანაპიროზე დასვენება ან თხილამურით სრიალი არ გაინტერესებთ, შესაძლოა რუმინეთის თერმულ კურორტებზე ჯანმრთელობის გაუმჯობესება გსურთ. ბევრი ტური ცხელი წყლისა და ბუნებრივი მინერალური ელემენტების ხარჯზე სრულ მოდუნებას და ძალების აღდგენას გთავაზობთ. სწორედ ისაა, რაც ოფისში ერთფეროვანი მჯდომარე მუშაობის შემდეგ გვჭირდება.

საინტერესო გართობა

ლუკ სკაიუორკერის და ვარსკვლავური ომების კინოეპოპეის ფანები სიხარულით ცას ეწევიან, როცა სალინა ტურდას მაღაროს პირველად ნახავენ. ადრე პირდაპირი დანიშნულებით გამოიყენებოდა, მაგრამ ახლა წარმოუდგენელი მასშტაბის გასართობი პარკი მდებარეობს. ტურისტებს არა მხოლოდ მიწისქვეშა ბოულინგის თამაში შეუძლიათ, არამედ რუმინეთის მიწისქვეშა სამყაროს შეფასება. ასეთი შემთხვევისთვის მაღაროში ეშმაკის ბორბალიც მდებარეობს.

არ შეიძლება რუმინეთში დაისვენოთ და გემრიელი ეროვნული კერძები არ გასინჯოთ. ბევრი ტურისტი ყვება, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე ნოყიერი და გემრიელი კერძები მიირთვეს. რუმინული წვნიანი განსაკუთრებით მოსწონთ. წვნიანი ძალიან სქელია, მაგრამ განუმეორებელი სიმჟავე აქვს, რაც გემოს ნამდვილად უნიკალურს ხდის.სიტყვაზე, ტრანსფაგარაშის გზატკეცილს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ. გზა მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ლამაზ გზად არაერთხელ აღიარეს. ეს გასაკვირი არაა, რადგან გზა კარპატებიდან გადის და S ფორმა აქვს. გარწმუნებთ, რომ ამ გზაზე უბრალო მოგზაურობაც წარმოუდგენელ ემოციებს გაჩუქებთ. ბუნების ასეთი ფანტასტიკური ქმნილება საკუთარი თვალით უნდა ნახოთ.

მოგზაურს ტრანსფაგარაშის გზა ბალეის ტბამდე და ცნობილ ყინულის სასტუმრომდე მიიყვანს. ბალეია მყინვარის ტბაა, ამიტომ წყალი მასში ციური ცისფერი და კრისტალურად სუფთაა. 2005 წელს ბალეის წყლით ყინულის სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. სასტუმრო ყოველწლიურად სამუშაოდ ოპტიმალურ მდგომარეობას ინარჩუნებს. ამ სასტუმროში შეგიძლიათ ღამე გაატაროთ, რესტორანს ეწვიოთ ან ეკლესიაში ილოცოთ.

როგორ ცხოვრობს ფერადი რუმინეთი დღეს – დღეს რუმინეთი არა მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და რთული არქიტექტურით, არამედ საინტერესო ნოუჰაუთი გარემოცულია. მაგალითად, აქ შეგიძლიათ ნახოთ წიგნების გასაყიდი აპარატი, არომატული ყავა და გემრიელი ქუჩის საკვები, აქტიური ღამის ცხოვრება, პეიზაჟები, რომლებიც ნებისმიერი ტურისტის გულს დაიპყრობს. ქვეყნის მონახულება ერთხელ მაინც ნამდვილად ღირს, რომ კვლავ დაბრუნება მოგინდეთ.