ცხელი წყალი, დგუში და სხვა დამხმარე შინაურული საშუალებები მილების კარგად გასაწმენდად

დროდადრო მილები იჭედება, რაც დისკომფორტს ქმნის. Novate მილების გასაწმენდად გთავაზობთ მარტივ შინაურულ საშუალებებს, რომელთაც სამზარეულოში ან სახლის აფთიაქში იპოვით. შინაურული მეთოდების დიდი უპირატესობა ისაა, რომ მილებისთვის უვნებელია და ზიანს არ აყენებს. ამასთან საკმაოდ ეფექტურია.

1. მდუღარე წყალი მილებს კარგად წმენდს

უბრალო მდუღარე წყალი მილების გასაწმენდად უმარტივესი მეთოდია. ერთგვარი პირველადი დახმარებაა, რომელიც ეფექტურობით გამოირჩევა. ორი მნიშვნელოვანი მომენტი გაითვალისწინეთ. ფოლადის მილებისთვის 1 ლ წყალი აადუღეთ და პირდაპირ ჩაასხით, შემდეგ 20 წუთით მოიცადეთ.პლასტმასის მილების შემთხვევაში ონკანის ცხელი წყალი გამოიყენეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მისი ტემპერატურა 60 გრადუსს არ აჭარბებდეს. მილში ონკანის ცხელი წყალი ჩაასხით და 20 წუთით მოიცადეთ. მეთოდი ყოველთვის ეფექტური არაა. თუ „სასწაული“ არ მოხდა, სხვა ვარიანტი სცადეთ.

2. დგუში, როგორც მდუღარე ან ცხელი წყლის მარტივი ალტერნატივა

დგუშის გამოყენებამდე ყველა ნახვრეტი წყალში დასველებული ჩვრით დაფარეთ. ასე ჰიდრავლიკურ ბოძს შექმნით და ჰაერი მილებში გავლას შეწყვეტს. დგუში კლასიკური მეთოდით გამოიყენეთ – მილს დააჭირეთ და შემდეგ მკვეთრად ამოწიეთ. რამდენჯერმე გაიმეორეთ.ამ მეთოდით მილში წარმოქმნილი ბლოკირება უნდა „დაიშალოს“. პროცედურის შემდეგ შედეგი შეამოწმეთ. ონკანი ჩართეთ და ნახეთ, წყალი გადის თუ არა. თუ ონკანი ორსექტორიანია, მეორე მილი ჩვრით დაფარეთ, რომ ბლოკირების დასაშლელად საუკეთესო ეფექტი შექმნათ. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ზოგჯერ არ გვშველის. ამ შემთხვევაში სხვა ვარიანტებს გადახედეთ.

3. სოდა და მარილი, როგორც შინაურული დამხმარე საშუალებები გაჭედილი მილების დროს

ნიჟარაში ხშირად ყველაფერს ასხამენ. შედეგად, მყარი ცხიმის დეპოზიტები იქმნება. სოდა და მარილი, რომელთაც სამზარეულოში იპოვით, მილების გაწმენდაში დაგეხმარებათ.ორი ინგრედიენტის გამოყენება საკმაოდ მარტივია. 1 ჭიქა წყალში 1 ფინჯანი სოდა და ნახევარი ფინჯანი მარილი გახსენით. მიღებული ხსნარი პრობლემურ მილში ჩაასხით. ზუსტად 10 წუთით მოიცადეთ, რომ იმოქმედოს. დროის გასვლის შემდეგ დგუშის მეთოდი გამოიყენეთ. ახლა მილები მდუღარე წყლით დამატებით ჩარეცხეთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

4. სოდა ძმართან ერთად, როგორც ულტრაეფექტური მეთოდი მილების გასაწმენდად

მყარი ბლოკირების შემთხვევაში, როცა დგუში ცხელი წყლით და მარილი–სოდის ხსნარი ვერ გშველით, სხვა ეფექტური მეთოდი სცადეთ. ძმარი სოდასთან ერთად ძლიერ ქიმიურ რეაქციას წარმოქმნის. ორი პროდუქტი ბლოკირებას მოგაშორებთ და უსიამოვნო სუნსაც გააქრობს.9%–იანი სუფრის ძმარი და უბრალო სოდა დაგჭირდებათ. პირველ რიგში, მილში 150 გრ სოდა ჩაასხით. ზემოდან ამდენივე ძმარი დაასხით. აუცილებლად საცობი ან ჩვარი დააფარეთ. ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ქაფი გარეთ არ უნდა გამოვიდეს, არამედ შიგნით დარჩეს. სხვა შემთხვევაში ეფექტს ვერ მიიღებთ. რამდენიმე წუთით მოიცადეთ, რომ ხსნარმა იმოქმედოს, შემდეგ ონკანის ცხელი წყლით მილი ჩარეცხეთ.

5. მტვერსასრუტი არა მხოლოდ ხალიჩებს, არამედ მილებსაც წმენდს

თანამედროვე მტვერსასრუტებს გამობერვის ფუნქცია აქვს. ამ შემთხვევაში მილების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მტვერსასრუტის მილს ჩვარი კარგად შემოახვიეთ და პირდაპირ მილში ჩადეთ. თუ ბლოკირება ძალიან ძლიერი არაა, მეთოდი დაგეხმარებათ. შესამოწმებლად ონკანის წყალი გამოუშვით და ნახეთ, თუ ჩავა.

6. მილების გაწმენდის უჩვეულო მეთოდი ალკა–ზელტცერით

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, პრეპარატი ალკა–ზელტცერი, რომელიც ნაბახუსევზე გვშველის, მილებს წმენდს. სოდის კარგი ალტერნატივაა. აბები მილებს წმენდს და უსიამოვნო სუნსაც აქრობს.მარტივი გამოსაყენებელია. ორი აბი მილში ჩააგდეთ, შემდეგ 1 ჭიქა 9%–იანი სუფრის ძმარი ჩაასხით. 5 წუთით მოიცადეთ, შემდეგ ცხელი წყალი ჩართეთ. ამ მეთოდით მთელ ჭუჭყს მოიშორებთ და მილები წყალს კარგად გაატარებს.

7. სპეციალური გვარლი სანტექნიკისთვის

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ეფექტური არ აღმოჩნდა, სპეციალური გვარლი გამოიყენეთ. მის შეძენას ნებისმიერ სანტექნიკის მაღაზიაში შეძლებთ. მოწყობილობა ლითონისგან არის დამზადებული და ჯაგრისს ჰგავს, რომელსაც გრძელი სახელური აქვს. მსგავსი წმენდის მეთოდი ლითონის მილების შემთხვევაში გამოგადგებათ. პლასტმასის მილები ჯაგრისმა შეიძლება დააზიანოს, ამიტომ არ გარისკოთ.გვარლი პირდაპირ მილში ჩადეთ, შემდეგ დაატრიალეთ. ასე ბლოკირება გაიხვრიტება და საცობი დაიშლება. დროდადრო წყალი ჩაასხით, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. ახლა გვარლი ამოიღეთ და ონკანის ცხელი წყლით მილები ჩარეცხეთ. ჩვეულებრივ, მილებს კარგად წმენდს.ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები კარგ შედეგს იძლევა, თუ სწორად გამოიყენებთ. ასე ძვირადღირებულ ქიმიურ საშუალებებზეც ფულს დაზოგავთ და ეფექტურ შედეგს მიიღებთ.