6 მოძველებული მითი პროდუქტების შენახვის შესახებ, რომლებიც დროა დაივიწყოთ

პროდუქტები, რომელსაც ვინახავთ და ვჭამთ, სასარგებლო უნდა იყოს. ზოგჯერ ჩვენდა უნებურად მათი შენახვის პირობებს ვარღვევთ ან დამატებით სირთულეებს ვქმნით. Novate პროდუქტების შენახვასთან დაკავშირებული 6 გავრცელებული მითის გაქარწყლებას ეცდება.

1. დაფქული ყავის შენახვა ფხვიერი პროდუქტების კონტეინერში

თუ ესთეტიკური მიზეზებით ფხვიერ ყავას გახსნილი შეფუთვიდან ლამაზ კონტეინერში ყრით, დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია: სილამაზე თუ სასმელის გემო. როცა ვაკუუმ შეფუთვა გახსნილია, დაფქული ყავის სუნი მშვენიერია. ერთ კვირაში ყავა ნაკლებად ინტენსიური ხდება, კიდევ რამდენიმე კვირაში სასმელს ისეთი გემო აღარ აქვს, რადგან გემოს სწრაფად კარგავს. თუ ორიგინალური შეფუთვა არომატული და გემრიელი თვისების დაკარგვას ცოტა ხნით აფერხებს, თუნუქის ქილაში ყავა უცხო სუნებს ადვილად იწოვს და პოზიციებს თმობს.

2. სუპერმარკეტის პარკებში ხილის და ბოსტნეულის შენახვა

დიასახლისების უმეტესობა ნაყიდ ხილ–ბოსტნეულს პარკიანად მაცივარში ინახავს. ამით პროდუქტების შენახვის ვადა მცირდება. პარკის შიგნით კონდენსაცია გროვდება, რომელიც ბაქტერიების და ობის გასამრავლებლად ხელსაყრელ პირობას ქმნის. სწორი მეთოდი ახალი ხილის და ბოსტნეულის გამოყენების ვადის გასაზრდელად: მაცივარში მათთვის განკუთვნილ ადგილას პარკის გარეშე შეინახეთ.თუ განსაკუთრებით გულმოდგინე დიასახლისი ხართ, 2 ხრიკს გთავაზობთ: 1. გამოცდილებით შემოწმებული: თუ მსხლის ყუნწს მოჭრით და ვაშლის ყუნწს დაახვევთ, ხილში ფერმენტაციის პროცესები შენელდება და რბილობი უფრო დიდხანს ხრაშუნა და წვნიანი დარჩება და არა ზედმეტად შაქრიანი და გადამწიფებული. 2. კამა, ოხრახუში და სხვა მწვანილი 2 კვირამდე შეგიძლიათ შეინახოთ, თუ ყვავილის თაიგულივით დადებთ: ღრმა ქილაში (მაგალითად, არაჟნის) 2-3 სმ წყალი ჩაასხით, ზემოდან მცირე პარკი დააფარეთ, მაგრამ არა ჰერმენტულად, რომ კონდენსაცია არ წარმოიქმნას.

3. რძის და კეფირის ბოთლების შენახვა მაცივრის კარზე

ერთი შეხედვით, მაცივრის კარზე ეს განყოფილებები იმისთვისაა, რომ რძის პროდუქტების ბოთლები, ასევე იოგურტი, მაწონი და არაჟანი შეინახოთ. გამოცდილება აჩვენებს, რომ რძის პროდუქტი სწრაფად მჟავდება, თუ შენახვის ტემპერატურა უმნიშვნელოდ იცვლება. მაცივრის კარის გაღებისას ეს გარდაუვალია. თუ რძის მოყვარული ხართ, მისთვის სჯობს დაბალი თარო გამოყოთ და არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურად შეინახოთ. სხვათა შორის, ზოგიერთ მოდელებს აქვს სპეციალური თარო–კარკასი ბოთლების ჩასადებად, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დონეზე ნებისმიერი სითხის ბოთლების შესანახად დააყენოთ. აი, ამის მსგავსი:

4. ავოკადოს გაყინვა არ შეიძლება

ავოკადოს გაყინვა შეიძლება. ასე არ გაფუჭდება და გემოს არ დაკარგავს. ავოკადო საყინულეში რამდენიმე თვე მშვენივრად შეგიძლიათ შეინახოთ. დიდი კენკრა შეგიძლიათ მთელი შეინახოთ ან გაასუფთავოთ, რბილობი ამოიღოთ, დაჭყლიტოთ, ლიმონის წვენს აურიოთ და კონტეინერში შეინახოთ. მთელი ავოკადოს გაყინვისას ტექსტურა ცოტა იცვლება, მაგრამ გემო იგივე რჩება.

5. გაყინული ბოსტნეულის შენახვა არ ღირს, რადგან მასში სასარგებლო არაფერია

მითი მითებს შორის! გაყინული ბოსტნეულის ნარევი სასარგებლო და წარმოუდგენლად მოსახერხებელი რამაა. სუპერმარკეტებში ხშირად დავდივართ ფიქრით, რომ გაყინულ ბოსტნეულში მკვებავი ნივთიერებები და ღირებული მიკროელემენტები აღარაა. სინამდვილეში, ყველაფერი ასეთი ცხადი არაა: კვლევის თანახმად, გაყინული ბოსტნეულის კვებითი ღირებულება ახალ ბოსტნეულს არ ჩამორჩება, ზოგჯერ უფრო მაღალია.

6. კონსერვის მაცივარში შენახვა არ შეიძლება

ქაშაყის, ხორცის კონსერვების, ზეთისხილის, ლობიოს, ბარდას, ტკბილი სიმინდის ქილების უმეტესობას მითითებული აქვს ტემპერატურა 0-დან +23 და ზოგჯერ +25 გრადუსამდე. რა თქმა უნდა, მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ რა საჭიროა სასარგებლო სივრცის დაკავება, თუ ოთახის ტემპერატურა, როგორც წესი, დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს? საკუჭნაო, კარადა აივანზე, ნებისმიერი თარო სამზარეულოში შესაფერისი ვარიანტებია.