ნიშნები, რომ სახლში უწესრიგო დიასახლისი ცხოვრობს

სახლში ნივთების შენახვის ორგანიზება ადამიანის ჩვევაზეა დამოკიდებული. კარგი შემოსავლის მქონე ადამიანი ძვირადღირებულ ორსართულიან სახლშიც შეიძლება გამოუსწორებელი ფეთხუმი იყოს. მას მხოლოდ რამდენიმე ნივთი ააშკარავებს. გასაგებია, რომ ყველა თავის საცხოვრებელს ისე აწყობს, როგორც სურს, მაგრამ პირადი ჰიგიენის წესები არავის გაუუქმებია. არსებობს სახლში 5 უსიამოვნო ნივთი, რომელიც ძვირფას სტუმრებს განწყობას უფუჭებს.

ნივთების შენახვის ორგანიზება – ინტერნეტში პოპულარულია ვიდეოები, სადაც ყველაფერს ლამაზად კეცავენ, ერთნაირ კონტეინერებში აწყობენ და თაროებზე მეგობრულად ინახავენ. როგორც არ უნდა თქვათ, ასეთი ორგანიზებული სივრცის დანახვა ყველას ესიამოვნება. როცა ყველაფერი თავის ადგილზეა, რაიმეს პოვნა უფრო მარტივია. Novate გთავაზობთ რამდენიმე ნივთს, რომელიც უწესრიგო ადამიანს ააშკარავებს.

სკამი კარადის ნაცვლად – ნივთების მიმოყრის ჩვევა პირველი სახიფათო ნიშანია, რომელიც სახლში უწესრიგობას მოასწავებს. თავიდან ვფიქრობთ, რომ კანფეტის შეფუთვა მაგიდაზე წვრილმანია. შემდეგ მთელ სახლში ვამჩნევთ ისეთ წვრილმანებს, როგორიცაა მიმოფანტული წინდები ან გაურეცხავი ჭურჭელი და ასე ქაოსის შეგრძნება იქმნება. იგივე სკამზე დაყრილ ნივთებს ეხება.

აბაზანის ფარდა – ინტერიერის დეტალი, რომელსაც შეუძლია აბაზანა ცნობისმოყვარე თვალისგან დაფაროს ან უწესრიგო სახლის ღირსება გახდეს. პირველ რიგში, ფარდა ხარისხიანი უნდა იყოს. ეს დეტალი, როგორც ტუალეტის ფუნჯი „დროებით“ იყიდება, შემდეგ 10 წელი აბაზანაში კიდია. ფარდის სისუფთავეს ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნოტიო გარემოში ჭუჭყი და ობი გროვდება, განსაკუთრებით ქვედა ნაწილში. თუნდაც სხვაგან სისუფთავე იყოს, ჭუჭყიანი ფარდა სახლსა და მის მფლობელზე შთაბეჭდილებას გააქარწყლებს.

ვადაგასული პროდუქტები – ზოგჯერ კარგ მეგობარს შეუძლია ბუტერბროდი თავად გააკეთოს. მაცივარში შეხედვისას მიმოყრილი და ამყრალებული პროდუქტების დანახვა არავის არ სურს. მაცივრის სისუფთავეს ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევთ. იგივე კოსმეტიკას ეხება. კოსმეტიკის ვადა აუცილებლად შეამოწმეთ და საყვარელი წითელი ტუჩსაცხის გადაგდება არ დაგენანოთ, თუ ვადაგასულია.

გაბზარული ჭურჭელი – ის, თუ როგორ ჭურჭელს სთავაზობთ სტუმრებს, თქვენს სტუმართმოყვარეობასა და სისუფთავის მიმართ დამოკიდებულებაზე საუბრობს. სისუფთავის მოყვარული ადამიანი გაბზარულ და გატეხილ ჭურჭელს არ შეინახავს და მით უფრო სტუმრებს არ შესთავაზებს. ჭურჭლის სისუფთავეს მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ გარეცხილ ფინჯნებზეც ჩაის წვეთები რჩება. ამის მოგვარება ადვილია, უბრალოდ სოდით გარეცხეთ.

პირსახოცი – სააბაზანო ოთახში პირსახოცის გასაშრობად დატოვება კარგი იდეა არაა. მაღალი ტენიანობის პირობებში ქსოვილს ცუდი სუნი ასდის და იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირსახოცი დიდხანს არ გარეცხილა. პირსახოცი და გარეცხილი ნივთები სჯობს კარგად განიავებულ ოთახებში გაიტანოთ. სტუმრებისთვის სააბაზანო ოთახში ხელის გასამშრალებლად მშრალი და სუფთა პირსახოცი დაკიდეთ.

სახლი ადგილია, სადაც მშვიდად უნდა დაისვენოთ. როცა სახლში სისუფთავეა, გონება უსარგებლო ფიქრებით არ ივსება. როცა გიყვართ ადგილი, სადაც ცხოვრობთ, მის გაჭუჭყიანებას და უსუფთაობას არ დაუშვებთ. ყურადღება დეტალებს მიაქციეთ,  ზოგჯერ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.