საკვალთი, ვენტილი, ბურთიანი: რომელი ჩამკეტი არმატურაა უკეთესი

სინამდვილეში, ვერ იტყვით, რომ ერთი სახის ჩამკეტ–მარეგულირებელი არმატურა უკეთესია, მეორე – ცუდი. მკაცრი რეალობა ისაა, რომ სახლში წყალმომარაგების სისტემის შექმნისას თითოეულ სიტუაციაში ესა თუ ის სანტექნიკა შეიძლება დაგჭირდეთ. დროა, თითოეული მათგანი ახლოდან გაიცნოთ.

1. საკვალთი

ჩამკეტი არმატურის ისეთი სახეობა, რომელშიც მქნევარა ბორბლის დახურვისას სითხის გასასვლელი ხვრელი პერპენდიკულარულად მდებარე საკეტით იკეტება. ასეთი ჩამკეტი სარქველი ფართოდ გამოიყენება როგორც საცხოვრებელ ბინებში, ასევე წარმოებაში იმ შემთხვევასა და ისეთ ადგილებში, სადაც მილებში სითხის ნაკადი დიდი გამავალი დიამეტრით უნდა მართოთ. საკვალთი 20-30 წელი ან 2000-დან 3000 ათასამდე გადართვის ციკლს უძლებს.საკვალთი ყოველდღიურ გამოყენებაში მოსახერხებელი არაა. პირველ რიგში, წყლის დინების ინტენსივობის დასარეგულირებლად სუსტია. საკვალთი ყოველთვის ან ღია ან დახურული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოძრავი ნაწილი წყობიდან სწრაფად გამოვა.საკვალთის უპირატესობა: შესაკეთებლად ვარგისობა, მცირე ზომა, გახსნისას წყლის ნაკადის სრულად გატარება.საკვალთის ნაკლოვანებები: ჰერმენტული საკეტის დაკარგვის დიდი ალბათობა, ჭოკიდან გაჟონვის ალბათობა, მაღალი სიმაღლე, ბევრი დრო სრულად გასახსნელად ან დასახურად, დაბალი ასორტიმენტი.

2. ვენტილი

გარეგნულად საკვალთის ჰგავს, თუმცა რადიკალურად განსხვავდება. საკვალთისგან განსხვავებით სრულფასოვანი საყრდენ–მარეგულირებელი არმატურაა. 20-30 წელი ძლებს, მინიმუმ 8 ათას გადართვის ციკლს ასრულებს. კოლექტორის და გათბობის სისტემებში აუცილებლად გამოიყენება.ვენტილის უპირატესობა: წყლის ნაკადის თქვენი სურვილით რეგულირების შესაძლებლობა, შესაკეთებლად ვარგისობა, სამუშაო გარემოში ნაკლები მოხახუნე დეტალები, რის გამოც მაღალი გამძლეობა ახასიათებს.ვენტილის ნაკლოვანება: განსაკუთრებული ფორმის გამო ჰიდრავლიკური წინააღმდეგობის ზრდა, ვენტილის შიგნით ნარევების დაგროვება კოროზიის განვითარებას ხელს უწყობს, კონსტრუნციის დიდი ხნით გამოუყენებლობის შემთხვევაში მკვეთარის შუასადების გახმობა ან ცვეთა.

3. ბურთიანი ონკანი

ყველაზე პოპულარული ჩამკეტი არმატურის სახეობა. ასეთი ონკანის შიგნით ბურთის ფორმის ჩამკეტი ელემენტია გამავალი ნახვრეტით. ბურთი გადამრთველთან დაკავშირებულია. ბურთიანი ონკანი შეიძლება იყოს სრულად გამტარი ან კლების შესაძლებლობით. მხოლოდ გადამრთველ ბურთში ნახვრეტის დიამეტრით განსხვავდება. ბურთიანი ონკანი ყველგან გამოიყენება, განსაკუთრებით წყალმომარაგებაში, სადაც საკვალთი და ვენტილი მთლიანად შეავიწროვა. ბურთიანი ონკანი 50 წელი ან 25 ათას გადართვის ციკლს უძლებს.ბურთიანი ონკანის უპირატესობა: უნივერსალურობა, მოდიფიკაციის ფართო შესაძლებლობა, საიმედოობა და დიდხანს გამძლეობა, პატარა ზომა, ონკანის ძალიან სწრაფი ჩაკეტვა და გახსნა.ბურთიანი ონკანის ნაკლოვანება: მოწყობილობა მხოლოდ ჩამკეტი არმატურაა და მარეგულირებლად მისი გამოყენება არ დაიშვება, მინუს ტემპერატურაზე ვერ გამოიყენებთ, მისი შეკეთება რთულია.