5 ჩვევა მე-20 საუკუნის ბოლოდან, რომელსაც 21-ე საუკუნეში ადგილი არ აქვს

ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ტექნოლოგია და მედიცინა ძალიან შორს წავიდა. დროა გადახედოთ უსარგებლო ჩვევებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში მშობლებისა და წინაპრების ტრადიციებიდან შემოვიდა. Novate 5 ცუდ ყოველდღიურ ჩვევაზე გიამბობთ.

1. სახლშიც ბიუსჰალტერის ტარება

ქალები ბიუსჰალტერის შესახებ ორ ბანაკად იყოფა: ერთნი სრულ თავისუფლებას ემხრობიან, მეორენი მზად არიან ბიუსჰალტერი მხოლოდ ძილის წინ მოიშორონ. როგორც ყოველთვის, ჭეშმარიტება სადღაც შუაშია. ბიუსჰალტერის არ ქონა მკერდის ფორმაზე გავლენას არ ახდენს და სახიფათო დაავადებებს არ იწვევს (გამონაკლისი – აქტიური ვარჯიშისას სპორტული ბიუსჰალტერი აუცილებელია). ამ ნივთის მუდმივი ტარება, თან არასწორად შერჩეული და ძვლებიანი, ტკივილს, დისკომფორტს და ჯირკვლების დისფუნქციას იწვევს.

2. წელიწადში 365 დღე დივან–საწოლზე წოლა

სსრკ–ს დროს დივან–საწოლი პატარა ბინაში სივრცის დასაზოგად კარგი იდეა იყო. თანამედროვე საცხოვრებელში მისი ადგილია მისაღებ ოთახში, სადაც არავის სძინავს, სადაც აქტივობები იმართება და სუფრები იშლება, ასევე ზოგჯერ ერთი ღამით სტუმარი ან ნათესავი რჩება. გამოდის, სასტუმრო ოთახია ამ სიტყვის მთელი გაგებით. მუდმივად დივანზე წოლა ხერხემლისთვის სახიფათოა. ასეთი კომპრომისი ქრონიკულ ტკივილს და დაავადებებს იწვევს. ორთოპედიული მატრასი დამოუკიდებელი ზამბარის ბლოკებით დიდი ხანია ძვირი აღარაა.

3. პირველივე ჭაღარაზე თმის შეღებვა

ქალებისთვის აქტუალურია. პლანეტაზე გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით ქალების უმეტესობისთვის პირველი ჭაღარა თმა ცხოვრების დასასრულთან ასოცირდება. ზოგი ასაკის ნიშანს უმოწყალოდ იშორებს, ზოგი მის შეღებვას ცდილობს. ღირს თუ არა ყურადღებად? პირველი ჭაღარა თმის შენიღბვის მცდელობისას შეიძლება თმა უმოწყალოდ დაიზიანოთ/დაიწვათ. გარდა ამისა, შეღებილი თმა ქალს ნაკლებად აახალგაზრდავებს.

4. საკვები პროდუქტების მომარაგება

ერთი შეხედვით, ბევრი საკვები პროდუქტის ყიდვა ცუდი იდეა არაა მათთვის, ვისაც დეფიციტის პერიოდი ახსოვს. ეს დრო უკვე წარსულს ჩაბარდა! ხალხი მომარაგებულ პროდუქტებს უფრო მეტი მოცულობით ხარჯავს, ნაყიდისთვის ადგილს ათავისუფლებს და სპეციალურ კონტეინერებს ყიდულობს, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს. გარდა ამისა, მენიუ ერთფეროვანი ხდება. დიდი შანსია, რომ რომელიმე პროდუქტს ვადა გაუვიდეს, დამთავრდეს ან გაფუჭდეს. მხოლოდ მინუსებია!

5. ყველაფრის დაუთოება

ადრე ყველაფრის დაუთოება ჩვეულებრივი წესი იყო. წინდები და ქვედა საცვლებიც საუთაო დაფაზე ხვდებოდა. დრო შეიცვალა და ახლა უთო ხშირად კარადაში ინახება და იმტვერება. მილენიელები ამ მოწყობილობის გამოყენებაზე უარს აცხადებენ, ყიდულობენ ტანსაცმელს, რომელსაც დაუთოება არ სჭირდება. უთოს გამოყენებაში ცუდი არაფერია, უბრალოდ ახლა ადამიანებს ამაში დროის დახარჯვა ენანებათ.