მანანის ბურღული, სახამებელი, პურის ქერქი: უჩვეულო მეთოდები ქურთუკის გასაწმენდად

ზამთარში ისეთი თბილი საგარეო ტანსაცმელი, როგორიცაა ქურთუკი, აქტუალური ხდება. ქურთუკი ღირსეულად რომ გამოიყურებოდეს, კარგად გაწმინდეთ. ამ მიზნით ქიმწმენდის მომსახურების გამოყენება აუცილებელი არაა. Novate გიზიარებთ ეფექტურ შინაურულ მეთოდებს, რომლებიც ქურთუკს საუკეთესოდ შეცვლის. ზოგიერთი მათგანი უჩვეულო, მაგრამ ეფექტურია.

მოკლედ ქურთუკის შესახებ – მოთრიმლული ტყავის ქურქი იგივე ქურთუკი ზამთრის სეზონზე საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით ქალებს შორის. ასე არა მხოლოდ მოდურად გამოიყურებით, არამედ მინუს ტემპერატურაზე არ გაიყინებით. არსებობს ერთი „მაგრამ“. საგარეო ტანსაცმლის მასალა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ნივთის სახლში გაწმენდა საშიში არაა, მაგრამ რამდენიმე წესის შესახებ უნდა იცოდეთ. სარეცხ მანქანაში ქურთუკის გარეცხვა უხეში შეცდომაა, რომელიც ძვირი დაგიჯდებათ. უკიდურეს შემთხვევაში ხელოვნური ნივთის გარეცხვა დასაშვებია, მაგრამ მაინც სჯობს უსაფრთხო მეთოდები გამოიყენოთ.

ინფორმაცია, რომელიც ნივთის დიდხანს შესანარჩუნებლად უნდა იცოდეთ – პირველ რიგში, ზამთარში ტარების შემდეგ საგარეო ტანსაცმელი კარგად დაათვალიერეთ, რომ არანაირი ჭუჭყი არ ჰქონდეს. თუ აქვს, სასწრაფოდ იმოქმედეთ და საქმე არ გადადოთ. ნივთი სჯობს დაუყონებლივ გაწმინდოთ.ქურთუკის პარკში შენახვა უხეში შეცდომაა. ეს მხოლოდ „სუნთქვად“ ქეისში შეიძლება. ქსოვილის შესახებ საინფორმაციო იარლიყი არავითარ შემთხვევაში გადააგდოთ. არაერთხელ გამოგადგებათ და სწორად გაწმენდაში დაგეხმარებათ. მისი ყურადღებით შესწავლის შემთხვევაში შეცდომებს თავიდან აიცილებთ.თუ ქურთუკი სველია, გათბობის ბატარეასთან არ გააშროთ. ეს ქსოვილზე ნეგატიურად აისახება. ოთახის ტემპერატურაზე გააშრეთ, საკიდზე დაკიდეთ და კარგად გაასწორეთ, რომ არ დეფორმირდეს.გაწმენდამდე სწორი საშუალება შეარჩიეთ. სხვა შემთხვევაში ქსოვილის დაზიანების მაღალი რისკი არსებობს: რაიმე ლაქა, ჭუჭყა დაუყონებლივ მოაშორეთ. მოგვიანებით მისი მოშორება გაგიჭირდებათ, რადგან ჭუჭყი ქსოვილში ღრმად ჩაჯდება და ვერაფერს გახდებით.ქურთუკი სკობს კარადაში საკიდზე შეინახოთ. გარდა ამისა, დეფორმაციის თავიდან ასაცილებლად ადგილი გაათავისუფლეთ, სხვა ტანსაცმელი გვერდზე გაწიეთ.

მშრალი წმენდის მეთოდები – საგარეო ტანსაცმლის გასაწმენდად რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მშრალი მეთოდი გამოგადგებათ, თუ ნივთებს უბრალოდ განახლება, ბუსუსების და სხვა გარე ნაკლოვანების მოშორება სჭირდება.უმარტივესი მეთოდი: მტვერსასრუტი ავეჯის საწმენდი საცმით. პროცესი სტანდარტულისგან არ განსხვავდება. უბრალოდ საცმი ნივთის მთელ ზედაპირზე გადაატარეთ. ქურთუკს მტვერი, მსუბუქი ჭუჭყი მოშორდება და განახლდება. რეზინის ჯაგრისი, რომელსაც ზამშის საწმენდად იყენებენ, კარგი დამხმარეა. ის უფრო ძნელად მისადგომ ადგილებს გაწმენდს, მტვერს და სხვა სერიოზულ ჭუჭყს მოაშორებს.

  • მშრალი წმენდის კიდევ ერთი მეთოდი: რბილი ზუმფარის ქაღალდი, რომელსაც წვრილი მარცვლები აქვს. უბრალოდ ნაწარმი ნაზად გახეხეთ.
  • უჩვეულო მეთოდი: პურის ქერქი. ჭუჭყს ეფექტურად აშორებს. ნაწარმი უბრალოდ გახეხეთ.
  • სახამებლით ცხიმის ლაქებსაც მოაშორებთ. მისი გამოყენება მარტივია.  პრობლემურ ადგილას მოაყარეთ, რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ იმოქმედოს. შემდეგ ნებისმიერი მეთოდით გაწმინდეთ.
  • როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქურთუკს მანანის ბურღულიც წმენდს. ახალი ჭუჭყის შემთხვევაში გამოგადგებათ. უბრალოდ პრობლემურ ადგილას მოაყარეთ და ცოტა მოიცადეთ. შემდეგ ზედაპირი გაწმინდეთ.
  • კბილის ფხვნილი გამოცდილი და ეფექტური საშუალებაა. ჯიბის, ღილის და სახელოს გარშემო ცხიმის ლაქებს გაუმკლავდება. რეზინის ჯაგრისით საშუალება წაუსვით და ნაზად შეაზილეთ. შემდეგ ნარჩენები მოაშორეთ.

სველი წმენდის მეთოდები – სველი წმენდა ძალიან ძლიერი დაჭუჭყიანების შემთხვევაში გამოგადგებათ. მეთოდები საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია, თან ეფექტური.

  • უბრალო საპნის ხსნარი კარგ ეფექტს იძლევა. მას რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი დაუმატეთ, შემდეგ პრობლემურ ადგილას წაუსვით. ასეთი პროცედურის შემდეგ სხვა ხსნარი გააკეთეთ, რომელიც 20 მლ გლიცერინის, ამდენივე ნიშადურის სპირტის, 5 გრ ბორაკის და ნახევარი ლიტრი წყლისგან შედგება. სითხეში გაჟღენთილი ღრუბლით გაწმინდეთ ჭუჭყიანი ადგილები, რომლებიც ადრე საპნიანი ხსნარით გაწმინდეთ.
  • ბენზინი ცხიმის ლაქებს ეფექტურად უმკლავდება. ქსოვილი ხსნარში დაასველეთ, შემდეგ პრობლემური ადგილები გახეხეთ. ღია ფერის ქურთუკზე არ გამოგადგებათ.
  • წყალბადის ზეჟანგის და ნიშადურის სპირტის ნარევი შესანიშნავ ეფექტს იძლევა. ღია ფერის ნაწარმზე გამოგადგებათ. 1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი და 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. ხსნარით ღრუბელი გაჟღინთეთ და ქურთუკი დაამუშავეთ.
  • წყლის და ნიშადურის სპირტის 1:4 თანაფარდობა ძლიერ დაჭუჭყიანებულ ქურთუკს გაუმკლავდება. ღრუბელი სითხით გაჟღინთეთ და პრობლემური ადგილები დაამუშავეთ. სველი ღრუბლით გაწმინდეთ და ნაჭრით დაამუშავეთ.
  • ლაქებსა და ჭუჭყს ძმარიც კარგად გაუმკლავდება. 0,5 ლ წყალს 2 ს/კ ძმარი დაუმატეთ. ღრუბელი დაასველეთ და პრობლემური ადგილები დაამუშავეთ.
  • ასეთი სველი წმენდის შემდეგ კარგად გააშრეთ. ქურთუკი საკიდზე დაკიდეთ, რომ ფორმა არ შეიცვალოს.

ბეწვის გაწმენდა – ბეწვის გაწმენდას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ამ ამოცანას შინაურული მეთოდები შესანიშნავად უმკლავდება.ლიმონის წვენი გაწურეთ, ღრუბელი დაასველეთ და ბეწვი დაამუშავეთ. შემდეგ ბეწვი დავარცხნეთ და გააშრეთ. ასეთი დამუშავების შემდეგ ბეწვი ლამაზად ბზინავს.ნიშადურის სპირტი მარილთან ერთად ამოცანას უკეთ უმკლავდება. 30 გრ მარილს 5 მლ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. აურიეთ და ნარევს 1 ლ წყალი დაასხით. გახსენით, მიღებულ სითხეში ღრუბელი დაასველეთ და ბეწვი დაამუშავეთ.შემდეგი მეთოდისთვის 1 ლ წყალი და 5 მლ წყალბადის ზეჟანგი დაგჭირდებათ. ასეთი მეთოდი ღია ფერის ბეწვს უმკლავდება. წყალბადის ზეჟანგით თეთრ ბეწვს სიყვითლეს მოაშორებთ. ღრუბელი დაასველეთ და ბეწვი ნაზად გაწმინდეთ.თუ ბეწვი გაუფერულდა, აღარ ბზინავს, შემდეგი მეთოდი დაგეხმარებათ: 12 წვეთი ნიშადურის სპირტი, 10 გრ დიასახლისის საპონი და 100 გრ ცხოველური ცხიმი აურიეთ. მიღებული ნარევი 1 ლ ცხელ წყალში გაადნეთ, შემდეგ ღრუბელით ბეწვს წაუსვით.