ნახევარი საუკუნის წინ აშენებული მოუხერხებელი მრგვალი სახლის გადაკეთება

ექსპერიმენტული სახლები უჩვეულოდ და მიმზიდველადაც გამოიყურება, მაგრამ საცხოვრებლად ყოველთვის პრაქტკული არაა. ამის ნათელი მაგალითია სააგარაკო სასახლე, რომელიც სილიციუმის ველის მახლობლად გორაზე მდებარეობს. ერთი შეხედვით, რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს საოცარ შენობას ბუნებრივ ზონაში, რომლის ფანჯრებიდან მუდმივად ცვალებადი პეიზაჟების დათვალიერება შეიძლება. პრაქტიკაში, ასეთი სიამოვნებაც შეიძლება მიუწვდომელი იყო ახალი მფლობელებისთვის, რომლებიც მხოლოდ კოსმეტიკური რემონტით შემოფარგვლას აპირებედნენ.

მრგვალი სახლი, რომელიც ქალაქ ლოს–ალტოს–ჰილზის (ჩრდილოეთ კალიფორნია) გარეუბანში მდებარეობს და ბუნებრივ ნაკრძალს წარმატებით ესაზღვრება, უკვე ნახევარი საუკუნეა გამვლელებს საოცარი ფორმებით იზიდავს. ამ არეში, როგორც აშშ–ს სხვა შტატებში, ცოტაა მსგავსი ფორმის შენობა, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. ერთი შეხედვით, რა შეიძლება იყოს აგარაკზე უკეთესი, რომელიც ასეთ საოცარ ადგილას მდებარეობს, თან გორაზე, საიდანაც თვალწარმტაც ბუნებაზე ხედები იშლება. როგორც ცხოვრებამ აჩვენა, ეს შეიძლება არ მოხდეს, თუ საცხოვრებელი სახლის დაგეგმვისას საბედისწერო შეცდომებს დაუშვებთ.

სამწუხაროდ, ახალი მფლობელების პირველი შთაბეჭდილება მცდარი აღმოჩნდა. თუ თავიდან მრგვალი სასახლე შეუყვარდათ, შემდეგ ასჯერ ინანეს, რომ ყიდვაზე შეთანხმდნენ. ამ შენობაში ცოტა ხნით ცხოვრება საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვერ აეტანათ კრიტიკულად დაბალი ჭერი, რომელიც ზეწოლის გრძნობას იწვევდა, არარაციონალური დაგეგმარება  და ის, რომ ფანჯრებიდან ხედებს სახურავის არაციონალური გადმონაშვერი ფარავს. ძალიან მალე დიზაინერულ კომპანიას Feldman Architectuere მიმართეს, რომ კაპიტალური რემონტი დაეგეგმათ და ეს კოსმეტიკური გადაკეთების ნაცვლად, რომელსაც თავიდან აპირებდნენ.

შენიშვნა: თუ ჩვენი გაგებით კაპიტალური რემონტი გულისხმობს ბათქაშის, საინჟინრო კომუნიკაციების, ჭერის საფარის, ფანჯრების და კარების გამოცვლას, ხოლო სახლის შემთხვევაში სახურავის გამოცვლას, ამერიკაში ყველაფერი უფრო კარდინალურია. კომპანიის სპეციალისტებს სახლის სრულად დაშლა მოუწიათ, მათ შორის ყველა ლურსმნის და ხიმინჯების ამოღება. შემდეგ კი ყველაფრის თავიდან აწყობა, ოღონდ ახალი პროექტით და ზოგიერთი არქიტექტურული ელემენტის და/ან სამშენებლო მასალის შეცვლით. კედლები და სახურავი აღადგინეს, ფასადი იაპონური ტექნოლოგიის Shou Sugi Ban გამოყენებით აცეტილირებული ხის accoya–ით დაფარეს.

Novate–ს ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებს თავდაპირველი ფორმის შესანარჩუნებლად დიდი შრომის ჩადება მოუწიათ, მაგრამ ამასთან სივრცე უფრო გონივრულად და სწორად გადაანაწილეს. მთელი სახლის ფართობი მხოლოდ 474 მ². საბოლოოდ, შენობის გეგმაში ცვლილებები შეიტანეს, მათ შორის საცხოვრებელი ზონებსა და კომუნალურ ოთახებში.

სივრცის ოპტიმიზაციის მიზნით შენობის ცენტრში შიდა კარი მოიშორეს. ის ფართო სამზარეულოთი ჩაანაცვლეს, სადაც ყველა აუცილებელი ავეჯი, მოწყობილობა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოათავსეს, რამაც მთელი ოჯახი გაახარა, რადგან შინაურული დელიკატების ჭამა უყვართ. დიასახლისი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია, რომელსაც სახლში გამომცხვარი ცომეულით ქმრის და ორი შვილის განებივრება უყვარს.მრგვალი სამზარეულოს მთავარი ხიბლია ჭერის ფანჯარა ილუმინატორის სახით. ასე მზის სინათლე წრეს გამოსახავს და საათის ჯადოსნურ მოძრაობას ქმნის, თან დღისით ღრუბლიან ამინდშიც ხელოვნური განათების გამოყენების ალბათობა ქრება.

ახალი პროექტის ავტორები ზონების განთავსებაზეც დაფიქრდნენ. შენობის იმ მხარეს, რომელიც ხევზე „კიდია“, მისაღები ოთახი, სასადილო და ტერასა მდებარეობს. სახლის ამ ნაწილიდან ველზე, სამხრეთ ყურესა და ტყეზე ყველაზე ლამაზი ხედები იშლება. ამჯერად, ხედი არაფერს რომ არ დაემალა, პანორამული მინა და გაჭვირვალე გასაწევი კარები გამოიყენეს, ასევე უწყვეტი ტერასა, რომელზეც ყველა ოთახიდან შეგიძლიათ მოხვდეთ.ოთხ საძინებელს ღვეზელის ნაჭრის ფორმა აქვს და მრგვალი დერეფნის გარშემო მდებარეობს. თითოეულ ოთახს არა მხოლოდ საკუთარი სააბაზანო, არამედ ტერასაზე გასასვლელი აქვს.

კომპანიის სპეციალისტებმა ინტერიერზეც კარგად იმუშავეს. მომრგვალებული თეთრი კედლები, გაპრიალებული ბეტონის იატაკი, მკაფიო ხაზის არქიტექტურული ელემენტები, ნატურალური ხე, მინიმალისტური სტილი – ეს ყველაფერი ეფექტურ თანამედროვე ფუფუნებას და კარგ გემოვნებას ხაზს უსვამს. იმის მიუხედავად, რომ გარე კედლებს მრგვალი ფორმა აქვს, დიზაინერების გუნდმა თითოეული საცხოვრებელი ზონისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება იპოვა, თუმცა მსგავსი სივრცის მოწყობა კრეატიულ აზროვნებას მოითხოვს.