ძველი საჯინიბოს რესტავრაციით და ხელახალი დაგეგმარებით მოდური სივრცე მიიღეს

კამეროსის საგრაფოში (ესპანეთი) შენარჩუნებულია სოლიდური სასახლე, რომელსაც რეკონსტრუქცია სჭირდება, რადგან სახლში, შენობის პირველ სართულზე საჯინიბო და ფარდული პროდუქტების შესანახად აღარავის აქვს. ახალგაზრდა ოჯახმა, რომლემაც ჯერ კიდევ მტკიცე შენობა მემკვიდრეობით მიიღო, ამ ნაწილის ეფექტური ტრანსფორმაციით შეიძინა საოცარი დასასვენებელი ადგილი და კეთილმოწყობილი ეზო, სადაც ადრე საქონლის სადგომი იყო.

კამეროსის საგრაფოში, სოფელ ლა–რიოხში განსაკუთრებული სახლი მდებარეობს. მიმდებარე შენობებისგან გამოირჩევა მონუმენტური ფასადით, რომელიც მასიური ნატურალური ქვის და სიმეტრიული წყობისგან შედგება. ზედა 4 სართულს საცხოვრებელი დანიშნულება აქვს, პირველი სართული ორი შესასვლელ/გასასვლელით ძველად საჯინიბოდ, ფარდულად, სასოფლო–სამეურნეო ინსტრუმენტების და საკვების შესანახად გამოიყენებოდა. ეს სივრცე, რომელსაც ვიწრო და გრძელი გეომეტრია ჰქონდა, არა ერთი წელი უსაქმოდ იყო გაჩერებული, რადგან ასეთი წყობა მოთხოვნადი აღარაა.

მშობლიური ბუდის ახალგაზრდა მემკვიდრეებმა მისი გადაკეთება გადაწყვიტა, რომ სახლს ჰქონოდა იზოლირებული დასასვენებელი ზონა შიდა ეზოში გასასვლელით, რომელიც ადრე პირუტყვის გასასეირნებლად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გამოიყენებოდა.ახალგაზრდა წყვილმა თავიანთი იდეებით ცნობილ ესპანურ არქიტექტურულ სტუდიას Hanghar მიმართა. რეკონსტრუქციის დეტალების გავლისას ახალგაზრდა მფლობელებმა შენობის მთავარი ელემენტების შენარჩუნება ისურვეს, რომელსაც ოჯახის რამდენიმე თაობა სათუთად ინახავდა. პროექტის ავტორებს დიდი შრომის გაწევა მოუწიათ, რომ საჯინიბო ფარდულთან ერთად საცხოვრებელ სივრცედ გადაეკეთებინათ და თან ისე, რომ განსაკუთრებული ატმოსფერო არ დაერღვიათ.

შენობის ძველი ფერის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად და ქვის კედლის მოხატულობის ხაზგასასმელად, დიზაინერებმა ავთენტური ელემენტები მხოლოდ გაწმინდეს და მსუბუქად განაახლეს, ჩარევა მინიმუმამდე შეამცირეს. ფანჯრის და კარის ჩარჩოების კარდინალურად შეცვლა მოუწიათ, ჩარჩოები მაქსიმალურად გააფართოვეს, რომ მეტი მზის სინათლე შემოეშვათ. ბუნებრივი განათებით შენობა უფრო მოცულობითი გამოჩნდა, ამასთან მზის სინათლე კედლის ტექსტურას, რომელიც მხოლოდ ერთფერიანი ბათქაშის თხელი ფენით დაფარეს და აკვარელის ეფექტი შექმნეს, მომგებიანად ხაზს უსვამს.

მცირე ცვლილებები შეეხო ჩაშენებულ ტიხრებს, ქვის ნიშებს, სკამებს, თაროებს და ცხოველების სარწყულებელს, რომელიც ასევე ხელუხლებელი დარჩა. გაწმენდისა და დეზინფექციის შემდეგ ზედაპირები მაქსიმუმ შეათეთრეს ან ფერადი ბათქაშის თხელი ფენით დაფარეს, რომელიც ბუნებრივ ფერს ჰგავს და ბუნებრივი მასალების ტექსტურას არ არღვევს. დაუფარავი ხის ბოძები უცვლელი დარჩა, რადგან დიზაინის ეფექტურ დანამატს წარმოადგენს.

შენიშვნა: ისტორიული არქიტექტურული ელემენტები ფარდულის შენობას ეკუთვნის, მაგრამ საცხოვრებელ სივრცეში ასკეტურ ინტერიერს სწორი განთავსებით ორგანულად ავსებს. ფრთხილი რესტავრაციის წყალობით ყველა დეტალის ფორმა და ფუნქცია შენარჩუნდა. ქვის სკამი და თაროები დანიშნულებისამებრ მარტივად შეიძლება გამოიყენოთ, აი, ნიშები მყუდრო განმარტოებულ კუთხედ აქციეს. ძველი ქვის სარწყულებელი ნიჟარად გადაკეთდა, ამასთან გამოძერწილ ბეტონის ბაზაში ჩააშენეს, რომელიც უჩვეულო სამზარეულოს კუნძულს მინიატურული სამუშაო ზედაპირით წარმოადგენს.

Novate–ს ინფორმაციით, იატაკები სრულად დაშალეს და ძველი ქვის ფილების 10×10 სმ მსგავსი ახალი ბეტონის ბლოკებით ჩაანაცვლეს. ასეთი ფილები ჯერ კიდევ სახლის მშენებლობის დროს გამოიყენებოდა. ეს ფილები დაფარეს სტრუქტურირებული ბეტონის საფარით, რომელიც ტექსტურირებულ შალის საფარს ჰგავს.

ყოფილი საქონლის ბაკიც შეიცვალა და სუფთა ჰაერზე იზოლირებულ დასასვენებელ კუთხედ იქცა. ეზო თავიდანვე ქვის ღობე–კედლით იყო შემოღობილი, ამიტომ მოწყობა გამარტივდა. მხოლოდ ტერიტორიის მორთვა დარჩათ, რომლის ცენტრალური ნაწილი გახდა ბეტონის ფილები. არსებული მცენარეების შენარჩუნება და ახლის დარგვა შესაძლებელი გახდა.

მიწის ზემოთ საკმაოდ მოცულობითი 15 სმ პლატფორმა იმისთვის გააკეთეს, რომ განახლებული დასასვენებელი ზონიდან შენობის შიგნით უფრო ორგანული გადასავლელი შეექმნათ, თან წვიმის დროს დაჭუჭყიანება თავიდან აეცილებინათ. ინტერიერის და ბეტონის ფილაზე საინტერესო გადაწყვეტილებაა შალის ხალიჩები, რომელსაც ღრუბლის მსგავსი ორგანული ფორმა აქვს.იმ შემთხვევაში, თუ თბილი საფარი საკმარისი არ აღმოჩნდება, რადგან ყოველთვის ბეტონის ფილაზე წოლა შეუძლებელია, შეზლონგები დაგეხმარებათ, თუ ცივ სეზონზე პინკნიკს დაგეგმავთ. ორიგინალური სანათები, ოთახის ყვავილები ქოთნებში და პორტატული სამწვადე იდეალური დანამატია.