კომუნალური ბინები სსრკ–ში: როგორი იყო მეზობლობა და ცხოვრება

სსრკ–ში „კომუნალურ ბინაში“ ადამიანების ჩასახლება ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით დროებიღ ღონისძიებას გულისხმობდა. ასეთი ბინები მანამდეც არსებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს უფრო მომრავლდა. კომუნალურ შენობაში ცხოვრება ტრადიციული ყოფისგან განსხვავდებოდა. აქ, საქმე მხოლოდ საერთო სამეზობლოს არ ეხებოდა.

კომუნალური ბინების პირველი მაცხოვრებლები გახდნენ კაპიტალისტები, რომელთა კერძო საკუთრება საჯარო გახდა. დრო გავიდა და დაბალშემოსავლიანმა ადამიანებმა, რომელთაც ცალკე ფართის შეძენა არ შეეძლოთ, კომუნალურ საცხოვრებელში ჩასახლება შეძლეს. აქ ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ ისინიც, რომელთაც ბინის ან სახლის ყიდვა უბრალოდ არ სურდათ. ისინი კომუნალური ბინის პირობებში ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში კომუნალურ საცხოვრებელში სხვადასხვა სტატუსის ხალხი ცხოვრობდა. ყველას რიგი წესების დაცვა უწევდა.

საკუთარი და „არავის“ ტერიტორია

თითოეულ მოქალაქეს კომუნალურ ბინებში საკუთარი ტერიტორია, საცხოვრებელი ოთახი ჰქონდა. ასევე არსებობდა საერთო ტერიტორია, სადაც მთავარი არავინ იყო, რადგან ყველა მაცხოვრებელს აქ ყოფნის თანაბარი უფლება ჰქონდა. ასეთი „არავის“ ტერიტორია იყო დერეფანი, სააბაზანო, სამზარეულო. ამ ოთახებში წესების დადგენა არავის შეეძლო.სწორედ ამ მიზეზით მაცხოვრებლები საერთო ტერიტორიებზე სისუფთავეს და წესრიგის დაცვას გულგრილად ეკიდებოდნენ. კომუნალურ ბინებში საერთო ტერიტორია საშინელი სანახავი იყო. აქ, მოწყობილობა წყობიდან გამოდიოდა და ავეჯი იმტვრეოდა, მაცხოვრებლები პრობლემის აღმოსაფხვრელად ინიციატივით გამოსვლას გაურბოდნენ. შედეგად, გატეხილი ნივთი ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წელი რჩებოდა. საერთო ტერიტორიაზე კოსმეტიკურ ან კაპიტალურ რემონტზე საუბარი არც იყო.„არავის“ ტერიტორიაზე არა მხოლოდ სისუფთავე, არამედ ელემენტარული წესრიგი არ იყო. თითოეული მას საწყობად იყენებდა. დერეფნები მაცხოვრებლების პირადი ნივთებით გადავსებული იყო. უცხოვრებელ ნაწილში თოკებზე ტანსაცმელს, თეთრეულს აშრობდნენ და ველოსიპედებს კიდებდნენ. თუ მთელ ქვეყანას პროდუქტების დეფიციტი აწუხებდა, კომუნალური ბინების მაცხოვრებლები სივრცის დეფიციტსაც განიცდიდნენ. ეს ხშირად მაცხოვრებლებს შორის სკანდალს იწვევდა.

სამზარეულო საბჭოურ კომუნალურ საცხოვრებელში

თუ მეზობლები ერთმანეთის მიმართ მეგობრულად განწყობილნი იყვნენ, მაშინ პატარა სამზარეულოში ერთად საუზმობდნენ, სადილობდნენ და ვახშმობდნენ, ხელმძღვანელობდნენ ხალხური სიბრძნით: სივიწროვეში, მაგრამ არა განაწყენებული. ასეთი იდილია იშვიათი მოვლენა იყიო. უფრო ხშირად საერთო სამზარეულოში რიგის კანონი მოქმედებდა. კედელზე ვიზიტის განრიგი იყო დაკიდული. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო პატარა ფართობის სამზარეულო იყო, მით უფრო მკაცრი იყო განრიგი.პატარა სამზარეულოში მხოლოდ ორი გაზქურა და ერთი სასადილო მაგიდა იყო. არა მხოლოდ ქურების, არამედ თითოეულ ქურაზე კონფორების განაწილება უწევდათ. თითო ოჯახზე ერთი კონფორი მოდიოდა. მაცხოვრებლის სისუფთავასა და წესრიგზე მსჯელობა ქურის ამ პატარა ნაწილის, რომელსაც იყენებდა, სისუფთავით შეიძლებოდა. ცხიმის ფენით დაფარული კონფორის გვერდით გაპრიალებული კონფორი ბზინავდა. მაცივარიც საერთო იყო, ამიტომ პროდუქტებს წარწერებით ინახავდნენ. ასე ყველამ იცოდა, თუ ვინ და რა ჩადო.ბევრი ადამიანი სსრკ–ში ცხოვრებას ნოსტალგიით იხსენებს, თუმცა, დიდი ალბათობით, მათ აღფრთოვანებას არ იზიარებენ ადამიანები, რომელთაც კომუნალურ ბინებში ცხოვრება მოუწიათ.