პფუნდის რძის პროდუქტების მაღაზია: კლიენტებს ადრე ძროხის მოწველა შეეძლოთ, ახლა გალერიაში დადიან

დრეზდენში მდებარეობს რძის პროდუქტების ულამაზესი მაღაზია, რომელიც ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მაღაზიაში შესვლისას ზღაპრულ სასახლეში აღმოჩნდებით. ხელნაკეთი კერამიკა, მდიდრული დეკორი, დეკორატიული ბათქაში, მოოქროვილი, საოცარი კერამიკის ფილები – ეს ყველაფერი ყველაზე დახვეწილ ესთეტსაც აღაფრთოვანებს, იმის მიუხედავად, რომ აქ რძის, იოგურტის და არაჟნის საყიდლად მოდიან. ყველაზე საინტერესოა, რომ თავიდან მომგებიანი ბიზნესის სათავეში უბრალო გლეხი იყო, რომელმაც არასტანდარტული მეთოდით ქალაქელებისთვის რძის მიწოდება გადაწყვიტა.

1. რით დაიწყო ყველაფერი

ჯერ კიდევ 1879 წელს უბრალო გლეხმა პაულ პფუნდმა (Paul Gustav Leander Pfund) გადაწყვიტა, რომ დრეზდენის მოქალაქეები ისეთი ხარისხიანი რძის პროდუქტებით უზრუნველყო, რომელიც ჯერ არ ენახათ. პირველ რიგში, სამეწარმეო საქმიანობის მთავარი პრობლემა უნდა მოეგვარებინა. საქმე იმაშია, რომ პროდუქტი მალფუჭებადია. იმ დროს მაცივარი არ არსებობდა, ამიტომ უბრალო გლეხმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ფართო ოთახი დაიქირავა, სადაც თავისი ძროხები მოათავსა. მანამდე სადგომები, საკვებური და მცირე საცავი საკვების შესანახად მოამზადა.

საინტერესო ფაქტი: მაღაზია Pfunds Molkerei ძალიან მალე ერთგვარ ატრაქციონად იქცა, სადაც ქალაქელებს არა მხოლოდ რამდენიმე რძის შეძენა, არამედ ძროხების მოწველა და ცხოველების მოვლა შეეძლოთ. ბევრი ადამიანი უბრალოდ ველური ცხოველების სანახავად მოდიოდა, რადგან ცოცხალი ძროხა ჯერ არ ენახათ. მაღაზია, რომელიც ინტერაქციული შოურუმის სახით მუშაობდა, პოპულარული ადგილი სწრაფად გახდა. აქ მხოლოდ რძის მოყვარულები არ დადიოდნენ.

2. რძის პროდუქტების მაღაზიიდან ოჯახურ კომპანიამდე „ძმები პფუნდების დრეზდენის რძის მეურნეობა“

ვინაიდან ხედავდა, რომ მომხმარებლის მოთხოვნებს დამოუკიდებლად ვერ აკმაყოფილებდა, ბიზნესში თავისი ძმა და ვაჟები ჩართო. უკვე 1880 წელს მისი ძმა, ფრიდრიხ პფუნდი (პროფესიით მსახიობმა!) შვილებთან ერთად მომგებიან ბიზნესში აქტიურად ჩაერთო, ამასთან ოჯახური ფონდი „ძმები პფუნდების დრეზდენის რძის მეურნეობა“ შექმნეს.

კიდევ ერთი წლის შემდეგ უფრო ფართო შენობის და არა ერთის მოძებნა მოუწიათ, რადგან მაღაზიის გარდა საძროხეს და საჯინიბოს გამოყოფა, ცხენების მოსამსახურებლად მჭედლის სახელოსნოს გახსნა იყო საჭირო. დროთა განმავლობაში დააარსეს სტიკერების და სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდი სტამბა, სამკერვალო თანამშრომლებისთვის სპეციალური ტანსაცმლის შესაკერად, სამრეცხაო, სარემონტო სახელოსნო, ქარხანა შესქელებული რძის, ბავშვების საკვების და საპნის საწარმოებლად, რომელთა მთავარი ინგრედიენტი რძე იყო.

3. მაღაზია, რომელიც ხელოვნების ნიმუში გახდა

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის ერთ შენობაში მოსათავსებლად საკუთარი კომპლექსის აშენება გადაწყვიტეს. მშენებლობა 1891 წელს ქუჩაზე Bautzner Strabe 79 დაიწყო. ამ ადგილას მალე დიდებული ნეოკლასიკური სტილის შენობა გამოჩნდა. პირველ სართულზე რძის დახლი გახსნეს, რომელიც 1998 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც „ყველაზე ლამაზია მაღაზია ევროპაში“.

ამას თავისი მიზეზები აქვს. საავტორო მოჭიქული ფილები, რომელიც კომპანიის Villeroy & Boch მხატვრებმა მოხატეს, უცნაური სიმბოლოები და ორნამენტები იტალიური რენესანსის სტილში, სადაც შეგიძლიათ ქიმერების და დახვეწილი აკანთოს მოხაზულობა (ფრიზის და კარნიზის დეკორისთვის გამოიყენებოდა) ნახოთ, ყვავილებიანი და ხილის გირლანდები, ნაყოფიერების მოდური ჭიქები, ლამაზი ჩვილები, შეღებილი რელიეფური როზეტები და ღობეები – ასე სასახლის სტილის ინტერიერი შექმნეს. დიზაინის და არქიტექტურის ეს მიმართულება თავისი სილამაზით ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც მსგავსი ფუფუნება ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელმისაწვდომი არ იყო.

ამ საოცარ ანსამბლს ავსებს მასშტაბური კედლის პანო, რომელზეც შეგიძლიათ შეისწავლოთ გლეხების რეალური სცენები, რომლებიც საკუთარი თავისა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებენ. ჩაფიქრებული დიზაინის და განსაკუთრებული ატმოსფეროს ხარჯზე მაღაზია ერთგვარი გალერეა გახდა, ამიტომ ხალხის მოსაზადიდად დამატებითი რეკლამა არ დასჭირდა, ხალხი ისედაც მოდიოდა.

4. პფუნდის რძის იმპერიის მიღწევები

მზარდი წარმოება პერსონალის გაზრდას მოითხოვდა, თან სოფლის მოსახლეობიდან, რომელთაც საცხოვრებლით უზრუნველყოფა, კვების ორგანიზება, შვილების მოწყობა და ა.შ. სჭირდებოდა. საჭირო იყო სრული ციკლის ორგანიზება, დაწყებული ფერმით, გადამუშავებით, ახალი რეცეპტის შექმნით და დასრულებული ქაღალდის ქარხნით, რომელიც შესაფუთ მუყაოს აწარმოებდა, და თუნუქის ქარხნით, რომელიც შესქელებული რძისთვის ქილებს აწარმოებდა.

საინტერესო ფაქტი Novate–გან: გასული საუკუნის 30-იან წლებში პფუნდის რძის იმპერია გერმანიაში ერთ–ერთ ყველაზე აყვავებულად ითვლებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროსაც პროცესი არ გაუჩერებიათ. საბედნიეროდ, ძლიერი დაბომბვის მიუხედავად მთავარი ოფისი და მაღაზიის საოცრად ლამაზი ინტერიერი შენარჩუნდა.

5. პფუნდის რძის პროდუქტების მაღაზია ახლა

1972 წელს ყველა საწარმო და თავად მაღაზია სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა. ეს საბედისწერო გადაწყვეტილება გახდა. ზუსტად 9 წელში მაღაზია დაიხურა და წარმოება შეჩერდა. საბედნიეროდ, 90-იან წლებში ძველი ტრადიციის განახლება დაიწყეს და პფუნდის მაღაზია ამ პროგრამაში მოხვდა. მაღაზია ძალიან მალე ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა, სადაც სასიამოვნო გარემოში დიდხანს ყოფნა შეიძლებოდა.

პროდუქტების სახეობაც გვახარებს: რძე, კოქტეილები, შესქელებული რძე, იოგურტები, ნაყინი, სხვადასხვა ყველი და რძიანი ყველიც. ეს ყველაფერი პფუნდის მიერ შექმნილი ძველი რეცეპტით დღემდე იწარმოება. მაღაზიაში მოქმედებს სადეგუსტაციო ოთახი, ამიტომ მომხმარებლები და ტურისტები ცარიელი ხელით არასდროს მიდიან.