„ტროტუარს“ ქვიშაზე მხოლოდ სულელები აგებენ – მშენებელმა მასწავლა როგორ გავაკეთო

Novate გიამბობთ, თუ რატომ არ უნდა გამოიყენოთ ქვიშა ტროტუარის ფილების დასაგებად და რით შეიძლება მისი ჩანაცვლება.„გაზაფხული წელიწადის შესანიშნავი დროა, როცა ნანატრი სითბო მოდის, ხეები და ბუჩქები მწვანე ფერით იმოსება. ჩემთვის შესანიშნავი სეზონია, მაგრამ ერთი არსებითი ნაკლი აქვს – მშენებლობა. ყოველ მარტს ახალ სამშენებლო პროექტს ვიწყებ. მაგალითად, წელს აგარაკზე მწვადების შესაწვავად სპეციალური ადგილის აშენება მომინდა. მომავალი მაყალის და ფანჩატურის ადგილის მოწყობა ტროტუარის ფილებით გადავწყვიტე. სამშენებლო გამოცდილება მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე დამოუკიდებლად მეცადა. მოგვიანებით გავიაზრე, თუ რამდენი დროის და ძალის დახარჯვა მომიწევდა, ამიტომ მშენებლების ბრიგადა გამოვიძახე.მენარდეს ავუხსენი, როგორი უნდა ყოფილიყო საბოლოოდ ყველაფერი, აუცილებელი მასალები შევიძინე და დათქმულ დღეს დაველოდე, როცა მშენებლები უნდა მოსულიყვნენ. მშენებლების ხელმძღვანელმა, როცა სამუშაოს აფასებდა, შენიშნა ქვიშის მთა, რომელიც ფილების დასაგებად შევიძინე. განაცხადა, რომ ქვიშა არ სჭირდებათ.გამიკვირდა, რადგან კარგი ხარისხის, გაცრილი და გარეცხილი ქვიშა შევიძინე. აღმოჩნდა, რომ მშენებლებს ქვიშა, მისი ხარისხის მიუხედავად, საერთოდ არ სჭირდებათ. მივეჩვიე, რომ ტროტუარის ფილები ცემენტ–ქვიშის ხსნარზე იგება. როგორც მინიმუმ, ჩვენთან ასე აკეთებენ. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სხვა ვარიანტიც არსებობს. მენარდემ „ცხოვრებამ მასწავლა“.

განაცხადა, რომ ყველაფერს მაღალი ხარისხით შეასრულებს. ასევე დამპირდა, რომ ფილები წლები გაძლებს და 10 წლიანი გარანტია მომცა.

მენარდეს მტკიცებით, ფილები დროთა განმავლობაში არ დაიშლება, დაიბზარება ან დაიფშვნება. მივენდე, რადგან ადრე ამ მშენებლებმა მეზობლის ნაკვეთზე ტროტუარის ფილები დააგეს და მეზობელი ხარისხს ნამდვილად არ უჩივის.მისივე თქმით, მდინარის ქვიშის ნაცვლად წვრილი გრანიტის ანაცერი უნდა შემეძინა. გარდა ამისა, დამატებით ჰერბიციდის ფხვნილი შევიძინე. როგორც აღმოჩნდა, ეს დანამატი სარეველების გაჩენას ხელს უშლის. ბალახი ფილების ქვეშ გაფესვიანებას უბრალოდ ვერ ახერხებს.

თუ მდინარის ქვიშაზე ვსაუბრობთ, მისგან ყველა სარეველის მოშორება რთულია. ათი გარეცხვის და გაცრის შემდეგაც თესლი მაინც დარჩება. გამოყენების პროცესში ფილებს შორის ამოვა. გულწრფელად გეტყვით, რომ ბალახების მოშორებაც რთულია. რამდენიც არ უნდა ვებრძოლო, მაინც ჩნდება.აი, გრანიტის ანაცერში ბალახი ვერ იზრდება. მასალა ქვიშაზე მეტს იწონის, ამიტომ ცემენტთან შერევისას გრანიტი მონოლითად იქცევა.ეს გრანიტის მთელი სარგებელი არაა. წლებთან ერთად მიწა შეიძლება ჩაიწიოს ან ამოიზიდოს. ამ შემთხვევაში მონოლითურ გრანიტზე დიდი ზეწოლა მოდის. ანაცერის გამძლეობის გასაზრდელად შეგიძლიათ ბადით დაფაროთ.

მშენებლებმა ყველაფერი სწორად გააკეთეს. ფილები კარგად ძლებს და ბევრი სარეველა არ შემინიშნავს“ – გვიზიარებს მკითხველი თავის გამოცდილებას ტროტუარის ფილების შესახებ.