გამოცდილმა მშენებელმა მირჩია, რომ აგურის და გაზბეტონის სახლი პენოპოლისტიროლით არ დავთბუნო

ინტერნეტში ძალიან ბევრს კამათობენ შეიძლება თუ არა გაზბეტონის ან აგურის კონსტრუქციის დათბუნვა ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლით. ჩვეულებრივ, ნაწილი ყვირის, რომ შეიძლება, მეორე მხარე ირწმუნება, რომ აგურის სახლს დათბუნვა საერთოდ არ სჭირდება, ხოლო თუ გააკეთებთ, ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლით არავითარ შემთხვევაში. Novate ამ საკითხზე უფრო დეტალურად გიამბობთ.აღმოჩნდა, რომ  ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი ორთქლის გამტარობის საკმარის კოეფიციენტს არ ფლობს და ტენიანობას საკმარისად არ ატარებს. ქვის კედელი, მასალის მიუხედავად, ორთქლს უკეთ ატარებს. გამოდის, სახლში არსებული ყველა ორთქლი გარეთ არ გავა, არამედ კედელში დაგროვდება, იმის გამო, რომ გამავალ გზას პენოპოლისტიროლი ფარავს. ამრიგად, მასალა ორთქლის გარეთ გასასვლელად გადაულახავი პრობლემა ხდება.ასეთი კედლისთვის სჯობს გამოიყენოთ ქვის ბამბა, რომელიც თავისი თვისებებით ხეს ძალიან ჰგავს. მთელი ტენი და ორთქლი შენობიდან იზოლაციის გავლით გავა.

მთლიანობაში, მაღალი ხარისხის კედელს ისეთი ორთქლის იზოლაცია უნდა ჰქონდეს, რომ ოთახიდან ქუჩამდე გაიზარდოს ანუ კედლის მასალაში ორთქლის მინიმალური რაოდენობა უნდა მოხვდეს, მაგრამ ორთქლი, რომელიც მაინც მოხვდა, ქუჩაში მარტივად უნდა გავიდეს.გაზბეტონის კონსტრუქციას 0,20 მ/სთ/პა ორთქლის გამტარობა აქვს, ამიტომ უფრო მაღალი თბოიზოლაციის მასალით უნდა დათბუნოთ. მაგალითად, ქვის ბამბის შემთხვევაში ეს 0,30 მ/სთ/პა და მასალა იდეალურად გამოგადგებათ – სითხე არ დაგროვდება და კედელში არ გამოვა. ექსტრუდირებული პოლისტიროლის შემთხვევაში სითხე  გარეთ ვერ გამოდის იმ მოცულობით, რომლითაც კედელში ხვდება, ამიტომ დაგროვდება და კედლის მასალა უბრალოდ დასველდება.

პენოპოლისტიროლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შენობაში ვენტილაციის სისტემაა დამონტაჟებული, თან არა მხოლოდ სააბაზანოსა და სამზარეულოში, არამედ ყველა ოთახში და 24 საათი, წელიწადში 365 დღე მუშაობს. ამ შემთხვევაში მთელი ტენი ეფექტურად მოშორდება, მაგრამ ასეთი სისტემა საკმაოდ ძვირადღირებულია და 90% შემთხვევაში არ აკეთებენ. უკეთეს შემთხვევაში, სჯობს ვენტილატორი ტუალეტში, აბაზანასა და სამზარეულოში დააყენოთ, მაგრამ ეს არასაკმარისია შენობისთვის, რომელიც პენოპოლისტიროლით დათბუნულია.