იდეები, როგორ გააფორმოთ ბინა საახალწლოდ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად

თუ უკვე მღერით „ახალი წელი გვიახლოვდება, მალე ყველაფერი ახდება“ გამოდის, დროა ბინის გაფორმება დაიწყოთ და სადღესასწაულო განწყობა შეიქმნათ. გირჩევთ ფანჯრებზე ტრადიციულ გირლანდებს თავი დაანებოთ და ნამდვილად ორიგინალური იდეები განახორციელოთ. Novate გიზიარებთ რამდენიმე მაგარ ვარიანტს და მორთვის მოდურ ტექნიკას, ასევე გიამბობთ, რომელი აქსესუარი შეგიძლიათ თავად გააკეთოთ.

1. სტილის არჩევა – ბინის დეკორში კონცეფცია მთავარ როლს ასრულებს. აირჩიეთ ზოგადი სტილი, შემდეგ უკვე დაფიქრდით, რომელი აქსესუარი გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი ამ მიმართულებით. ასე ცალკეული ზონები გაფანტულად არ გამოიყურება, ხოლო ინტერიერში საერთო განწყობა გაჩნდება. გთავაზობთ რამდენიმე სტილს, რომლებიც ახლა მოდაშია.

1. სკანდი

ბევრი ადამიანი ახალ წელს სკანდის უკავშირებს, ამიტომ ამ სტილში ბინის გაფორმება კარგი იდეაა. მისი დახმარებით ზღაპრული ატმოსფეროს შექმნას შეძლებთ. რაც მთავარია, თემატურ გაფორმებაზე მთელი ხელფასის დახარჯვა არ მოგიწევთ – სკანდინავიური სტილი თავისი სიმარტივით და ლაკონურობით მინიმალურ ინვესტიციას მოითხოვს.დეკორის აუცილებელი კომპონენტები: ხის ნაწარმი, როტანგი, ჩალა, სუფრის ლაკონური სერვირება, ტყის ცხოველები, მაგალითად, ირემი, ბუნებრივი ფერები, ხმელი და ცოცხალი ნაძვის ხის ტოტები, სახლები, დეკორატიული სანთლები.ტრადიციული ქაღალდის ფიფქების ნაცვლად შეგიძლიათ მოცულობითი ვარსკვლავები გააკეთოთ. თუ ამაზე დროის დახარჯვა არ გსურთ, მაღაზიაში შეიძინეთ – აქ არა მხოლოდ კლასიკურ ვარიანტებს იპოვით, არამედ შიგნით ნათურით, რომელიც განათების როლსაც ასრულებს.თუ პრაქტიკულ დეკორს უპირატესობას ანიჭებთ, თემატური კერამიკა შეარჩიეთ. მყუდრო საახალწლო ფინჯანი და თეფში ღია თაროზე დადეთ, რომ სამზარეულო დაამშვენოს. ასე შეგიძლიათ სასაუზმოდ სუფრა გააფორმოთ – ბლინები ნაძვის ან ირმის ფორმიან თეფშებზე უფრო გემრიელად გამოიყურება და განწყობას ამაღლებს. თემატური ჭურჭლის გამოყენების კლასიკური ვარიანტი – კაკაო მოხარშეთ, საახალწლო ფინჯანში ჩაასხით, მარშმელოუ დაუმატეთ, პლედში გაეხვიეთ და საახალწლო ფილმი ჩართეთ.

2. ეკო

თუ კერძო სახლი გაქვთ, ეკოსტილი მეტნაკლებად წარმატებული ვარიანტია, რადგან ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს გთავაზობთ. ეს მიმართულება ძალიან მარტივი, მყუდროა, პომპეზური ელემენტების გარეშე. ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები წარმოუდგენლად მაგრად გამოიყურება. ოჯახური ტრადიციაც შეგიძლიათ შექმნათ – ყოველ წელს დეკემბერში საახალწლო დეკორი გააკეთეთ და კოლექციას ეკო–ჰენდმეიდი შემატეთ.

სახლი გააფორმეთ:

  • ნატურალური ქსოვილის ნაწარმი – დაწნული სალფეთქები, თემატური ბალიშის გადასაკრავი, სელის მაგიდის გადასაფარებელი, ნაქსოვი პლედი.
  • ხმელი ხილის, კენკრის, გირჩების, რკოების და დარიჩინის ჩხირების კომპოზიციები.
  • ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ნივთები.
  • კერამიკის და თიხის ჭურჭელი.

ცოცხალი ნაძვის ხის დადგმა არ დაგავიწყდეთ, ხოლო სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ ეზოში დარგეთ, რომ მთელი წელი გაგახაროთ.

3. მინიმალიზმი

ადრე მინიმალიზმი მხოლოდ ინტერიერის სტილი იყო, ახლა ცხოვრების წესს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აირჩიეთ დეკორი, რომელიც თქვენს ხასიათს და ჩვევებს უკეთ ასახავს. გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს:

  • ნეიტრალური ფერები, მონოქრომული პალიტრა.
  • მარტივი ფორმის აქსესუარები დეტალების გარეშე და მინიმალური რაოდენობით.
  • მარტივი გეომეტრიული ფორმები და პრინტები.
  • ფერად გირლანდებზე უარის თქმა.
  • ერთფერიანი ტექსტილი და ჭურჭელი.

მაგიდა ან ტუმბო გააფორმეთ, ლარნაკი ნაძვის ხის ტოტებით დადგით, ერთფერიანი თბილი განათების ნათურები გამოიყენეთ (გამჭვირვალე ქილაში ჩადეთ ან ტოტებს შემოახვიეთ), ნაძვის ხეზე გამოიყენეთ მინიმალური დეკორი 2, მაქსიმუმ 3 ფერის სათამაშოებით.

2. ფერების სქემა

2022 წლის სიმბოლო ცისფერი წყლის ვეფხვია, ამიტომ სახლის გასაფორმებლად ნეიტრალური ფერები უნდა გამოიყენოთ. გაჯერებულ წითელზე, ყვითელზე, ნარინჯისფერზე სჯობს უარი თქვათ. დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცისფერის და ლურჯის ნებისმიერი ელფერი, მონოქრომული გამა, რომელიც ნაცრისფერი, თეთრი და შავის, მყუდრო ყავისფერი და კრემისფერი ტონების, ღრმა მწვანის, ვერცხლისფერი და ოქროსფერის, ძვირფასი ლითონის ფერებისგან შედგება. ინტერიერი ჰარმონიული რომ გამოვიდეს, 2–3 ფერი აირჩიეთ, რომელსაც ყველა დეკორატიულ ელემენტში გამოიყენებთ.

როგორ გავაფორმოთ სხვადასხვა ოთახი

1. მისაღები ოთახი

მისაღები ოთახი ნებისმიერი ბინის გული, დასასვენებელი და მეგობრების, ნათესავების შეხვედრის ადგილია, მის გაფორმებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. პროცესის გასამარტივებლად რამდენიმე ელემენტი გამოყავით.

  • ნაძვის ხე – ძირითადად, მას სწორედ მისაღებ ოთახში ათავსებენ. ოთახის ცენტრში ან თავისუფალ კუთხეში დადგით. მისი მდებარეობა ოთახის ფართობსა და თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული. ხის ქვეშ ლამაზად შეფუთული ყუთები მოათავსეთ, ქსოვილი დააფინეთ ან თემატური სტატუეტები დადგით.
  • ბუხარი – საახალწლო კომპოზიციის იდეალური ბაზა. თუ ტრადიციული ან ელექტრობუხარი გაქვთ, აუცილებლად გააფორმეთ. პირველ რიგში, საჩუქრებისთვის წინდები ჩამოკიდეთ, შემდეგ ბუხრის თავზე სანთლები, კანფეტებით სავსე ლარნაკი, ნაძვის ხის სათამაშოები დადეთ.
  • დივანის ჯგუფი – მყუდრო ტექსტილს ნაქსოვი პლედის და ბალიშების საახალწლო გადასაკრავის სახით გვერდს ვერ აუვლით. ჟურნალის მაგიდის ცენტრში თემატური კომპოზიცია, რომელიც გირჩების, სანთლების და ხმელი ხილისგან არის შექმნილი,  იდეალურად გამოიყურება.
  • ფანჯრის რაფა – თუ ფართო ფანჯრის რაფა გაქვთ, რომელზეც შეიძლება დაჯდომა საყვარელ წიგნთან და ფინჯან ყავასთან ერთად, პლედი და რამდენიმე ბალიში მოათავსეთ. თუ ფანჯრის რაფა მხოლოდ დეკორატიულ მიზანს ემსახურება, სანთლები, ფანარი, გირლანდები მოათავსეთ.

2. სამზარეულო

სამზარეულოსთვის დეკორი უსაფრთხოების წესების და ოთახის მახასიათებლების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, გაზქურის მიმდებარედ ყოველთვის ცხელა, ამიტომ პლასტმასის ნაწარმი და ცოცხალი მცენარეები არ მოათავსოთ. ხის ელემენტები, რომელიც დამცავი ლაქით დაფარული არაა, მაღალი ტენიანობის გამო ნიჟარის გვერდით არ დადოთ. ასეთი აქსესუარი მომზადების პროცესს ხელს არ უნდა უშლიდეს, ამიტომ სჯობს არა სამუშაოზე ზედაპირზე, არამედ თაროზე, კარადაში, ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ.სამზარეულოსთვის ერთ–ერთი მთავარი საახალწლო დეკორია საშობაო გვირგვინი ან რამდენიმე ნაძვის ხის ტოტი ლარნაკში. მათ ორი უპირატესობა აქვთ – სამზარეულოს ვიზუალურად აფორმებს და ოთახს სასიამოვნო ნაძვის არომატით ავსებს, რომელსაც შეგიძლიათ დარიჩინი, კოჭის სანელებელი, ახალი მანდარინი შემატოთ.სხვა შემთხვევაში აირჩიეთ ტრადიციული დეკორი: მაღაზიის ან თვითნაკეთი გირლანდები, სანთლები ლამაზ ფორმიან სასანთლეში და თემატური ჭურჭელი ღია თაროზე ან კარადაში მინის კარის მიღმა. შეგიძლიათ ინტერიერის ასოები შეიძინოთ და მათგან საყვარელი ფრაზები ან სიტყვები შეადგინოთ.

3. სასადილო ზონა

ამ ზონის გაფორმება შედგება ორი ელემენტისგან:

  • სადღესასწაულო სერვირება – არსებული თეფშებით, ფინჟნებით და დანა–ჩანგლით ჰარმონიული კომპოზიცია თავად შექმენით ან თემატური ჭურჭლის და სალფეთქის ნაკრები შეიძინეთ. ისეთი ფერები შეარჩიეთ, რომელიც საერთო კონცეფციას მოერგება.
  • ცენტრალური კომპოზიცია – სუფრაზე მუდმივად არის, მაშინაც კი, თუ ყველა ჭურჭელი ალაგებულია. შერჩეული დეკორის სტილის მიხედვით ეს შეიძლება იყოს ხილის, კენკრის, თემატური ფიგურების, მცენარეების, სანთლების, ნაძვის ხის ბურთების (გირლანდებთან ერთად მინის ქილაში) ანსამბლი.

4. საძინებელი

ამ ოთახისთვის მოკრძალებული სტილის დეტალები, რომელიც ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის იდეალურია. როგორც ვარიანტი, მოციმციმე გირლანდები ფანჯრებთან, გაშლილი ქაღალდი, არომატული სანთლების და თემატური ფიგურების კომპოზიცია კომოდზე, პატარა ნაძვის ხე ქოთანში, ხელოვნური თოვლი და ფიფქები ფანჯარაზე. საწოლზე ნაქსოვი პლედი გადააფარეთ და შესაფერისი ბალიშები დააწყვეთ.

5. შემოსასვლელი

თქვენი ბინის გაცნობა ამ ოთახიდან იწყება, ამიტომ მისი გაფორმება არ დაგავიწყდეთ. შემოსასვლელი ზონის გასაფორმებლად წერტილოვანი აქცენტები გამოიყენეთ, მაგალითად, კარის გვირგვინი, სანთლები თაროზე, სადღესასწაულო ხალიჩა, წიწვოვანი კომპოზიციები ლარნაკში. შემოსასვლელთან მეტრიანი თოვლის ბაბუას ფიგურა დადეთ. კენკრის და გირჩების კომპოზიციაც ლამაზია – ბუნებრივი მოტივები ქუჩის ატმოსფეროდან სახლში კარგ გადასვლას აკეთებს.