მარტივი ხრიკები, რომლითაც რეცხვა უფრო ხარისხიანი გახდება

თუ ადრე დიასახლისები ხელით რეცხავდნენ, ახლა თანამედროვე სამყაროში ამის გაკეთება მანქანით შეიძლება. სარეცხი მანქანა ნამდვილი დამხმარეა, რომელიც ცხოვრებას ამარტივებს და დროს ზოგავს. Novate გიზიარებთ რეცხვასთან დაკავშირებულ რამდენიმე ხრიკს, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ, რადგან პროცესს უფრო აუმჯობესებს.

1. მარილი მუქი ნივთების უკეთ გარეცხვას ხელს უწყობს

მარილი არა მხოლოდ სამზარეულოში აუცილებელი დამხმარე საშუალებაა, რომელიც ბევრი კერძის გემოს აუმჯობესებს, არამედ მუქი ფერის ნივთების უკეთ გარეცხვაში დაგეხმარებათ. მარილის გამოყენება საკმაოდ მარტივია. სტანდარტული ჭიქა (250 მლ) აიღეთ, ნახევრად მარილით გაავსეთ, შემდეგ პირდაპირ დოლურას დაუმატეთ. რა თქმა უნდა, უჭიქოდ. სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში მარილის ჩაყრა საჭირო არაა, ეს მნიშვნელოვანი პუნქტია. ჩვეულებისამებრ გარეცხეთ.

2. სოდა ტანსაცმელს სასიამოვნო სუნს ანიჭებს და აახლებს

სოდა, როგორც მარილი, სამზარეულოში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებაა. ის სხვა ბევრ საკითხსაც აგვარებს. წყლის დასარბილებლად, ასევე თეთრეულის გასაახლებლად სარეცხი მანქანის დოლურას ნახევარი ან ¾ ჭიქა სოდა დაუმატეთ. სოდა ოფლის უსიამოვნო სუნსაც აქრობს, რომელსაც ყველა ფხვნილი ვერ უმკლავდება. სარეცხი საშუალებს მძაფრ ქიმიურ სუნსაც აშორებს.

3. გლიცერინი ტრიკოტაჟს რბილს და ნაზს ხდის

ტრიკოტაჟი საკმაოდ პრეტენზიული მასალაა, რომლის გარეცხვისას სიფრთხილე გმართებთ. ტრიკოტაჟის ტანსაცმელი უფრო ნაზი და რბილი რომ გახდეს, რეცხვის შემდეგ გლიცერინის ხსნარში გაავლეთ. 2 ჩ/კ ნივთიერება 2 ლ თბილ წყალში გააზავეთ.

4. ჩაი ყავასთან ერთად მუქ ტანსაცმელს ფერს შეუნარჩუნებს

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩაი და ყავას რეცხვისას დაგეხმარებათ. გამამხნევებელი სასმელები ნატურალური საღებავებია. ისინი ტანსაცმლის ფერს ამუქებენ და ამაგრებენ, გაუფერულებისგან იცავენ. რეცხვისას ჩაის/ყავის გამოყენება საკმაოდ ადვილი და მარტივია. ნახევარი ლიტრი სასმელი მოხარშეთ. თქვენი სურვილით ჩაი ან ყავა გამოიყენეთ. მიღებული ხსნარი ტანსაცმელს „გავლების“ რეჟიმში დაუმატეთ.

5. ძმარი სოდასთან ერთად სარეცხ მანქანას წმენდს

სარეცხი მანქანა კარგად რომ მუშაობდეს და რეცხვის ხარისხი გაუმჯობესდეს, რეგულარულად გაწმენდა სჭირდება. ამ ამოცანას სოდა და ძმარი გაუმკლავდება. სოდა და წყალი 1:1 თანაფარდობით აურიეთ, რომ ფაფა მიიღოთ. ნარევი პირდაპირ დოლურას დაუმატეთ. ასევე სარეცხი ფხვნილის უჯრაში და რეზინის შემამჭიდროებელში შეგიძლიათ დაუმატოთ. მასა 40-50 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ნადები, ჭუჭყი და მტვერი მოშორდება. ვადის გასვლის შემდეგ სუფთა ღრუბლით კარგად გაწმინდეთ. სარეცხ მანქანაში რეცხვის მოკლე ციკლი ჩართეთ, რომ ყველა დეტალი კარგად გაიწმინდოს. ასეთი პროცედურა კვირაში ერთხელ ჩაატარეთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. გარდა ამისა, სარეცხ მანქანას ძმარიც კარგად წმენდს. 100-150 მლ 9%–იანი საშუალება სარეცხი ფხვნილის უჯრაში ჩაასხით და რეცხვის ყველაზე ხანგრძლივი ციკლი ჩართეთ. როგორც კი, მანქანაში წყალი დაგროვდება და გაცხელდება, პაუზას დააჭირეთ და ასე 1 საათით გააჩერეთ. შემდეგ რეცხვის მოკლე ციკლი ჩართეთ და ბოლოს დოლურა ღრუბლით გაწმინდეთ.

6. ცარცი ტანსაცმელს ცხიმიან ლაქებს აშორებს

ცნობილია, რომ ცხიმის მოშორება რთულია. მარტივი ხრიკით პრობლემას მოაგვარებთ. ახალი ლაქა ცარცით გახეხეთ, შემდეგ 10 წუთით გააჩერეთ. სხვათა შორის, ცარცი ბლუზის, პერანგის და სხვა ნივთების საყელოებს კარგად ათეთრებს. საკმარისია, ქსოვილი რეცხვის წინ ცარცით გახეხოთ. შემდეგ ნივთები სარეცხ მანქანაში შესაფერის რეჟიმზე გარეცხეთ.

7. ყინულის კუბები უთოს ნაცვლად

თეთრეული გარეცხვის შემდეგ საკმაოდ ძლიერ იჭმუჭნება. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად თეთრეულთან ერთად დოლურაში რამდენიმე ყინულის კუბი მოათავსეთ. ასეთი ხრიკით მანქანაში სათბურის ეფექტს შექმნით, ამიტომ ტანსაცმელი ჯერ კიდევ რეცხვის დროს გასწორდება.

8. ალუმინის ფოლგა თეთრეულს სწრაფად აშრობს

ფოლგა არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ რეცხვისას გამოგადგებათ. ასე რეცხვის შემდეგ თეთრეული პრაქტიკულად მშრალია. ფოლგით პატარა ბურთები (როგორც ჩოგბურთის ბურთები) გააკეთეთ, შემდეგ დოლურას დაუმატეთ.

9. ძმარი ქსოვილს უფრო არბილებს

კონდიციონერი, რომელიც რეცხვის შემდეგ თეთრეულს არბილებს, ყოველთვის ხელთ არ გვაქვს. იმედი არ გაიცრუოთ. ძმარი შესანიშნავი შინაურული ალტერნატივაა. ძვირადღირებულ საშუალებაზე ცუდად არ მუშაობს. 9%–იანი ხსნარი კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხით. ნივთები არა მხოლოდ დარბილდება, არამედ სარეცხი მანქანაც გაიწმინდება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

10. თმის ლაქი მელნის ლაქებს აშორებს

მელნის ლაქის მოშორება საკმაოდ რთულია. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ამოცანას თმის ლაქი შესანიშნავად უმკლავდება. საშუალება ძველ და ჩამჯდარ ლაქებსაც აქრობს. ლაქი პირდაპირ პრობლემურ ადგილას წაუსვით. შემდეგ სალფეთქით ლაქა გაწმინდეთ. ახლა სარეცხ მანქანაში გარეცხეთ და ნივთი სუფთა გახდება.

11. თმის კონდიციონერი ნივთებს თავდაპირველ გარეგნობას დაუბრუნებს

ნივთები დროთა განმავლობაში იწელება და გარეგნულად ფუჭდება. თმის კონდიციონერით პრობლემას მოაგვარებთ, რომელიც ტანსაცმელს თავდაპირველ იერს უბრუნებს და ზომაც ძველებური ხდება. ტაშტი გრილი წყლით აავსეთ, ¼ ჭიქა თმის კონდიციონერი დაუმატეთ და მიღებულ ხსნარში ნივთები ჩაალბეთ. 20 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

12. ლიმონის წვენი შესანიშნავი ბუნებრივი მათეთრებელი

ლიმონის წვენი საკმაოდ კარგი მათეთრებელი საშუალებაა. უფრო რბილად მოქმედებს და მაღაზიაში ნაყიდი მათეთრებლისგან განსხვავებით ქიმიას არ შეიცავს. ციტრუსის წვენი ნაზი აბრეშუმის და მაქმანის ქსოვილზეც გამოგადგებათ. თეთრეულს სიყვითლეს ეფექტურად აშორებს. ლიმონის წვენი ტანსაცმლის ფერსაც აუმჯობესებს. 2 ლ ცხელ წყალს 2 ახალი ლიმონის წვენი დაუმატეთ. ტანსაცმლისთვის შესაფერის ტემპერატურამდე გააგრილეთ და რამდენიმე საათით მასში ჩაალბეთ. ამ მარტივი ხრიკით ქსოვილს სითეთრეს და ძველებურ სიხასხასეს დაუბრუნებთ.

13. ეთერზეთი თეთრეულის გასაახლებლად

ჩვეულებრივ, გარეცხილ ნივთებს კარადაში ვინახავთ და ასე დიდხანს შენახვის შემთხვევაში უსიამოვნო სუნი უჩნდება. ამაში დამნაშავე კარადის ცუდი განიავება და სარეცხ საშუალებაში შემავალი ქიმიაა. პრობლემას თეთრეულის განიავებაც ვერ აგვარებს. თითოეულ დიასახლისს თეთრეულის განახლება შეუძლია. ამისთვის ქსოვილის ნაჭერი აიღეთ, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი წაუსვით, შემდეგ დოლურაში თეთრეულს დაუმატეთ. გამოგადგებათ ლიმონის, ფორთოხლის, ლავანდის, ფიჭვის და სხვა ეთერზეთი. ახლა რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. პროცედურის შემდეგ ნივთებს სასიამოვნო სურნელი ექნებათ.