8 მნიშვნელოვანი რჩევა, როგორ შეარჩიოთ ფერების სქემა ინტერიერისთვის

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც რემონტის დაწყებამდე უნდა განიხილოთ, ბინისთვის ფერების სქემაა. როგორი ინტერიერი გსურთ: ნეიტრალური, ნათელი, მყუდრო, „გრილი“ ნოტებით ლოფტის სტილში თუ „თბილი“ სკანდინავიური? თუ არჩევის გაკეთება გიჭირთ, Novate გიზიარებთ რამდენიმე დეტალს, რომელიც ფერების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

რჩევა 1: შემოსასვლელისთვის ერთი პალიტრა აირჩიეთ

შემოსასვლელი პირველი ოთახია, სადაც ადამიანი სახლში შესვლისას ხვდება. პირველი შთაბეჭდილება ამ ოთახზეა დამოკიდებული. დიზაინერები გირჩევენ, სივრცე ერთი ფერის პალიტრაში გააფორმოთ, რომ ინტერიერი მთლიანი, შეკრული და ჰარმონიული გამოჩნდეს. პირველ რიგში, კედელს და მსხვილ ავეჯს ვხედავთ, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. რამდენიმე წყვილი ძირითადი ტონი შეარჩიეთ ან ერთი ფერის სქემაში ელფერები შეცვალეთ, მაგალითად, კრემისფერიდან ყავისფერამდე.

რჩევა 2: თითოეული ოთახიდან ხედს დააკვირდით

ოთახის გასასვლელის მოპირდაპირედ დადექით: რას ხედავთ? მაგალითად, სამზარეულოდან შეიძლება მისაღები ოთახი ან დერეფნის ნაწილი ჩანდეს. გამოდის, მთელი ამ სივრცისთვის ფერები ერთმანეთს უნდა ეთავსებოდეს. თუ საცხოვრებელი ოთახიდან დერეფანი ან აივანი ჩანს, სივრცეს საერთო ელფერები უნდა ჰქონდეს. ყველაზე ოპტიმალური და წაუგებელი ვარიანტი: მთელი ბინა ერთ სტილსა და ერთი ფერის სქემაში გააფორმეთ, მაგალითად, ნაცრისფერ–თეთრი, კრემისფერ–ყავისფერი და ა.შ. ასეთ გადაწყვეტილებას აქვს რამდენიმე უპირატესობა:

  • ბინა ვიზუალურად უფრო გაფართოვდება იმის ხარჯზე, რომ ოთახები თითქოსდა ერთმანეთში გადადის, ვიზუალურად ფართო სივრცის განცდას დატოვებს.
  • თუ ყველა ოთახში საერთო სტილს დაიცავთ, მთლიანობის, ჰარმონიულობის ეფექტი გაჩნდება, შედეგად ბინა უფრო მყუდრო გახდება.
  • სტუდიოს ტიპის ბინისთვის განსაკუთრებით იდეალური ვარიანტია. ასევე ოთახისთვის, რომელიც რამდენიმე ფუნქციას ასრულებს (მაგალითად, მისაღები ოთახი –  სასადილო). ერთიანი სტილი და ფერების სქემა ბალანსს ქმნის და ერთი ფუნქციური ზონის მეორეზე გაბატონებას არ უშვებს.

რჩევა 3: აირჩიეთ: თბილი თუ ცივი პალიტრა

თანამედროვე ინტერიერის მოდა ცივი და თბილი ელფერების შეთავსების საშუალებას გაძლევთ, მაგრამ მხოლოდ წერტილოვნად, რომ ინტერიერის მთლიანობის საკითხი არ დადგეს. მაგალითად, თუ შემოსასვლელი ან სააბაზანო ოთახი ცივ ფერების სქემაში იქნება გაფორმებული, სამზარეულო და მისაღები – თბილში, გარემო ჰარმონიული, მთლიანი და ჩაფიქრებული ვერ გამოვა. იმ შემთხვევაში, როცა ბინაში თბილი ფერები ჭარბობს, მაგრამ აქცენტად ცივი ფერებია გამოყენებული, ბინა უფრო ღრმა და მრავალმხრივი გამოჩნდება.რემონტის დაწყებამდე მოიფიქრეთ, თუ რომელი პალიტრის გამოყენება გსურთ. თუ ორივე ვარიანტი მოგწონთ, ბინის მდებარეობით აირჩიეთ. თუ ფანჯარა ჩრდილოეთ მხარეს გადის და შენობას ნაკლები მზის სინათლე ხვდება, თბილი და კაშკაშა ფერები გამოიყენეთ: ყავისფერი, კრემისფერი, ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი და ა.შ. ბინაში, რომლის ფანჯრები სამხრეთ მხარეს გადის, საპირისპიროდ მოიქეცით. შერჩეული ფერები უნდა „გაგრილებდეთ“, ამიტომ მშვიდი ფერები ჰარმონიულად მოერგება (ლურჯი, იასამნისფერი, ზურმუხტისფერი, შინდისფერი და ა.შ.)

რჩევა 4: თქვენს სურვილებს დაეყრდენით

მხოლოდ ძირითადი ფერების (თეთრი, ნაცრისფერი და კრემისფერი) გამოყენება ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ასეთი ინტერიერი ლაკონური და აქტუალურია, რადგან კაშკაშა ფერები, რომლებიც გარკვეულ სეზონზე მოდურია, არ გვხდება. დიდი ალბათობით უფერულ, უინტერესო სივრცეს მიიღებთ, რომელშიც წვეთი ინდივიდუალიზმი არაა.ამ საკითხის უნივერსალური გადაწყვეტა: ნეიტრალური ბაზა და კაშკაშა ჩრდილები. სინამდვილეში ღრმა ფერები, რომლებიც სივრცეს პერსონალიზებულს ხდის, სწრაფად არ გვბეზრდება. უახლოესი რამდენიმე წელი კედლების შეღებვის და ავეჯის შეცვლის სურვილი ნამდვილად არ გაგიჩნდებათ. სწრაფად რომ აირჩიოთ, შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:

  • ფანჯარაში გაიხედეთ და დააკვირდით, როგორი ხედი იშლება. თუ გაგიმართლათ და ლამაზი პეიზაჟით ტკბობა შეგიძლიათ, რადგან მრავალსართულიანი შენობის ფანჯარა პარკზე გადის, აქცენტად მწვანე, ყვითელი ან ნარინჯისფერი გამოიყენეთ. რაც შეეხება სამრეწველო ფერწერას, ის უფრო გულისხმოს ლურჯი, შავი, აგურისფერი წითელის გამოყენებას.
  • თუ ნაწილობრივ რემონტს აკეთებთ, ძველი დეკორისგან დარჩენილი ავეჯის და დეკორის ფერებს ყურადღება მიაქციეთ. აუცილებელია არაა იგივე ფერი გამოიყენოთ. თქვენ შეგიძლიათ უფრო ღია ან მუქი ფერი გამოიყენოთ, წინასწარ ფერების წრეზე კონსტრასტები შეისწავლეთ.

რჩევა 5: გამოიყენეთ წესი 60/30/10

ამ წესით ფერების პალიტრასთან მუშაობა მარტივდება. წესი გულისხმობს, რომ პირველი ციფრი ესაა ძირითადი ფერი, მეორე – მეორეხარისხოვანი ფერი, მესამე – აქცენტის რაოდენობა. მაგალითად, თქვენს ბინაში შეიძლება იყოს 60% თეთრი (კედელი, ჭერი), 30% კრემისფერი (ავეჯი) და 10% მწვანე (ქსოვილი, დეკორი). ასეთი თანაფარდობის მთავარი უპირატესობა მარტივი ვიზუალიზაციაა, გამოდის ბრტყელ, ერთფერიან ინტერიერს თავიდან აიცილებთ.

რჩევა 6: მთელ ბინაში ერთი ფერის დეკორი შეარჩიეთ

ერთი ფერის ხაზზე, რომელიც მთელ ბინაში გადის, უკვე ვისაუბრეთ. მაგალითად, მისაღებ ოთახში ლურჯი ფარდები კიდია, ხოლო დივანზე იმავე ფერის დეკორატიული ბალიშები დევს. დაე, საძინებელში ამავე ფერის ხალიჩა და კედელზე ნახატი გამოჩნდეს, ხოლო სამზარეულოში – ჭურჭელი ღია თაროზე და რბილი ბალიშები სკამზე, სააბაზანოში – პირსახოცი, დერეფანში – თაროები და კავები.

რჩევა 7: უცხოვრებელ ოთახებს ფერები შემატეთ

ბევრ ადამიანს უცხოვრებელ ოთახებში ფერების შერჩევა დიდად არ ადარდებს. საუბარია საკუჭნაოზე, აივანზე, გარდერობის ოთახსა და სააბაზანოზე. მაქსიმუმ, რასაც აკეთებენ – თეთრი ან სხვა ძირითად ფერში შეღებვა, რომელიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის და ბევრ საზრუნავს არ იწვევს. ასეთი ოთახები შეიძლება უფრო ნათელი გახდეს. მაგალითად, იმ ფერში შეღებეთ, რომელიც ბინის სხვა ნაწილში აქცენტად გამოიყენება. მსგავსი მაგალითი მთლიანობას და ინტერიერის ჰარმონიას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს.

რჩევა 8: ბუნება შთაგონების წყაროდ გამოიყენეთ

ალბათ, არავინ იკამათებს, რომ ჰარმონიის, შთაგონების და სილამაზის მთავარი წყარო ბუნებაა. რატომ არ გამოვიყენოთ მისი მინიშნები ფერების არჩევასა და ჰარმონიული შეთავსებისთვის? დაფიქრდით, რომელი სეზონის განწყობის მიღება გსურთ. გაზაფხულს ბუნების გაღვიძება, სინაზე ახასიათებს, შესაბამისად რბილი, უკონტრასტო ფერები, რომელიც სიმსუბუქეს და სინაზეს იძლევა. ზაფხულში სიგრილეზე ვოცნებობთ, სიცხეს ჩრდილში ვემალებით, ამიტომ ყველა ფერი დახშობილი ხდება. ამავდროულად, წითელი მოცვის მორსი, ნაყინი, საზამთროს რბილობი ღია ფერებზე გვაფიქრებს. აი, ასე საყვარელი სეზონი თქვენი ინტერიერის ბაზა შეიძლება გახდეს.