პლასტმასის ორმაგი მინის ფანჯარა სარკმლით შევუკვეთე და ყიდვა ღირს, გიზიარებთ შთაბეჭდილებებს

პლასტმასის ფანჯარა რაც უფრო რთულია და რაც უფრო მეტ პროფილს შეიცავს, მით უფრო ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ, ხშირად ფანჯარას ყრუს ან ერთი გასახსნელი საგდულით აკეთებენ. ასეთი კონსტრუქციით გათბობაზე ფულს დაზოგავთ და ბინაში ზამთრის ცივ პირობებში სასიამოვნო ტემპერატურას შეინარჩუნებთ. მას რიგი ნაკლოვანება აქვს და მათგან მთავარია მოუხერხებელი ვენტილაცია. მის მოშორებას სარკმლიანი პლასტმასის ფანჯრით შეძლებთ, რომელსაც ყველა სამშენებლო ფორუმზე მხურვალედ განიხილავენ.

პლასტმასის ფანჯარა სარკმლით

ვენტილაციის პრობლემები სტანდარტული პლასტმასის ფანჯრის შემთხვევაში – ძველ სახლებში ვენტილაციის სისტემა ფანჯრების ჩარჩოებისა და შემოსასვლელი კარების ხვრელებიდან სუფთა ჰაერის ნაკადს ეფუძნება. ჰაერი, რომელიც ბინაში ყველა ოთახს გადის, მავნე მინარევებს შთანთქავს და სამზარეულოს და სააბაზანო ოთახების სავენტილაციო არხებიდან ბინას ტოვებს.

პლასტმასის ფანჯრის ჰერმენტულობა სუფთა ჰაერის ბუნებრივ ნაკადს აბრკოლებს და ამით ვენტილაციას არღვევს. შედეგად, ფანჯრები ორთქლდება, კონდენსაცია გროვდება.

თუ ფანჯრებს ისე რეგულარულად არ გააღებთ, როგორც მწარმოებლები გვირჩევენ, ეს პლასტმასის ფანჯრის ღირსებებს გაანულებს, რადგან სუფთა და ცივი ჰაერი ოთახს აგრილებს და შემდეგ კვლავ ოთახის გათბობა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ.პლასტმასის ფანჯარით გასახსნელი საგდულითაც ოთახის განიავების გაკონტროლება რთულდება. თუ ფანჯარა ყრუა, მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩება – კარის გაღება. ამ შემთხვევაში ან სიცხე ან ყინვა იატაკზე დასეირნობს.

სარკმლიანი ორმაგი მინის უპირატესობა

  1. ოთახში განიავების ძალის კონტროლი მარტივდება.
  2.  სარკმლის მდებარეობა ძალიან მოსახერხებელია, პირველ რიგში ჭერში თბილი ჰაერი გრილდება. თან სწრაფად არ გრილდება, რაც მნიშვნელოვანია, როცა ოჯახში პატარა ბავშვები ცხოვრობენ.
  3. კონსტრუქცია საკმაოდ მაღლა მდებარეობს და ვიწრო ხვრელი ბავშვის გადავარდნისგან დაგიცავთ.
  4. ფანჯრის ბოლომდე გაღება აუცილებელი არაა, ანუ ავეჯი ნაკლებად ცვდება.
  5. სარკმლით ოთახის განიავება მოსახერხებელია, თუ ფანჯრის რაფაზე ოთახის მცენარეები დევს.

მომხმარებლების შეფასებები: „ნამდვილად საჭირო ნივთია, შედარებით შევაფასე. სარკმლის გარეშე ბინაში ვიხრჩობი, როცა ფანჯარას ვაღებ, სწრაფად ვხურავ, რადგან ბავშვი სახლშია“.

„სარკმელი ჩვენც გვაქვს, სამზარეულოში საჭირო ნივთია. ძველ სახლში ფანჯარა ვერტიკალურად იღებოდა, ზამთარში მოუხერხებელია, ოთახი სწრაფად ცივდება“.

„ასეთი სარკმელი ჩემი ოცნებაა! ახლა ფრანგული ფანჯარა მაქვს, იატაკიდან ჭერამდე და პატარა ბავშვებთან მისი გაღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, იატაკზე დაუყონებლივ ქარი ქროდა.“

„სამზარეულოში ასეთი სარკმელი მაქვს. არ ვნანობ, რომ თანხა დავამატე. კიდევ 15 წლის წინ ხელოსნები ჩემს გადაფიქრებას ცდილობდნენ, მაგრამ დავიჟინე, რადგან კატა მყავს და ქუჩაში სარკმლიდან დადიოდა. პირველი სართული, მის გამო გავაკეთეთ!“როგორც ხედავთ, პლასტმასის ფანჯარა საკრმლით ბევრ უპირატესობას ფლობს და მომხმარებლებს მოეწონათ. ერთადერთი ნაკლი: სარკმლის გამო თანხის დამატება მოგიწევთ. რემონტის ქაოსში ყველაფრის მშვიდად აწონდაწონვა რთულია და მთავარი გადამწყვეტი ფასი ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტატია არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ფანჯარას ხომ 1–2 წლით არ ვყიდულობთ.