რჩევები საბავშვო ოთახის მოსაწყობად, რომ ყოველწლიურად გარემონტება არ მოგიწიოთ

„როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი, რომ ყოველწლიურად გარემონტება არ მოგიწიოთ?“ ვკითხე დაქალს, რომელიც გამოცდილი დიზაინერია. ბავშვები იზრდებიან და მსურს, რომ ოთახში თავს კომფორტულად გრძნობდნენ და მეგობრების დაპატიჟებაც არ შერცხვეთ, როგორც მე ბავშვობაში.საბავშვო ოთახის ინტერიერი გარემოა, რომელიც ბავშვის გემოვნებას და ფანტაზიას ავითარებს. იდეალური საბავშვო ოთახის მოთხოვნები: მოსაწყენი არ უნდა იყოს, რაციონალურად დაგეგმილი და უსაფრთხო უნდა იყოს.დღეს Novate გიამბობთ, რა უნდა გაითვალისწინოთ საბავშვო ოთახის დაგეგმვისას, რომ შემდეგ გადაკეთება არ მოგიწიოთ!

როგორ მოვაწყოთ საბავშვო ოთახი – საბავშვო ოთახის სწორად დაგეგმილი ინტერიერი ბავშვის განვითარებას და პიროვნებად განვითარებას ხელს უწყობს.ნებისმიერი საბავშვო ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს ორ პარამეტრს: პრაქტიკულობა და უსაფრთხოება. ამ ოთახში სივრცე ზონებად გონივრულად უნდა დაყოთ, რადგან საბავშვო ოთახი უფრო მეტ ფუნქციას ატარებს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის საძინებელი ოთახი!

ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი იძინებს და სადაც სტუმრებს იღებს. საბავშვო ოთახში გამოიყოფა 4 ზონა: დასასვენებელი, საძილე ადგილი საწოლით, სამუშაო ზონა, სადაც ბავშვი მაგიდასთან  ჯდება და თავისუფალი სივრცე სათამაშოდ. კარგად მოფიქრებული სათავსოები აუცილებელია, თან არა მხოლოდ ტანსაცმლით და წიგნის კარადებით, არამედ სათამაშოების შესანახი ადგილებით.საბავშვო ოთახი სტატიკური სივრცე არაა, როგორც სამზარეულო ან მისაღები ოთახი. ეს მუდმივად ცვალებადი სივრცეა, რომელიც ბავშვის ზრდის მიხედვით იცვლება.

ავეჯი სჯობს საშუალო სეგმენტის, ნაკლებად ძვირადღირებული შეიძინოთ. ისეთი, რომლის 2-3 წელიწადში გამოცვლა არ დაგენანებათ. ავეჯი მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს.საწოლი ფასით და დიზაინით ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ მატრასი მაქსიმალურად კომფორტული და ხარისხიანი უნდა შეიძინოთ. იატაკისთვის პარკეტი ან საცობიანი საფარი იდეალურია, რადგან თბილი მასალებია და მასზე სიარული ან ცოცვა სასიამოვნოა.

რემონტის საწყის ეტაპზე უნდა გათვალოთ, რომ საბავშვო ოთახში ხშირი კოსმეტიკური რემონტი ნორმალურია. ბავშვებს შეუძლიათ კედლებზე დახატონ, რაღაც ესროლონ. საღებავი შპალერზე უფრო ძვირი, მაგრამ მოსახერხებელია. თუ ფერი მოგბეზრდათ, მის გადაღებვას ადვილად შეძლებთ, ხოლო შპალერთან მუშაობა უფრო რთულია.განათებაზე წინასწარ იზრუნეთ. ბავშვისთვის კომფორტული უნდა იყოს. სამუშაო ზონების ხარისხიან განათებას ყურადღება მიაქციეთ და საწოლთან ღამის სანათი არ დაგავიწყდეთ.

მოსაპირკეთებელი მასალების არჩევისას ოთახში შერჩეული მასალების ეკოლოგიურობას და უსაფრთხოებას უპირატესობა მიანიჭეთ.საბავშვო ოთახის კედლები გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს. მსხვილი კურდღლები, დინოზავრები მთელ სიგრძეზე სწრაფად მოსაბეზრებელია. აი, ერთი კედელი შეგიძლიათ აქცენტად გამოიყენოთ. ეს შეგიძლიათ ფოტოპანოს, სპეციალური სტიკერის ან თქვენი შვილის ნახატით გააკეთოთ.

მოსწავლის სამუშაო ზონაში ბუნებრივი განათება აუცილებელია. თუ ფანჯარა სამხრეთ მხარეს არ გადის, მაშინ ფანჯრის პარალელურად მაგიდის დადგმა იდეალურია.იმის გასაგებად, როგორ მოაწყოთ მოსწავლის სამუშაო ადგილი სწორად, არა მხოლოდ საერთო რეკომენდაციებს, არამედ ბავშვის შეგრძნებებს ყურადღება მიაქციეთ. რომელი ნივთები გონებას უფანტავს, რომელი, პირიქით, სწავლასა და კონცენტრირებაში ეხმარება.

რედაქციის რჩევა – გამწვანება ნებისმიერი ოთახის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ოთახისთვის ყვავილებს მძაფრი არომატი არ უნდა ჰქონდეს. ცხადია, რომ კაქტუსები სახიფათო ეკლების გამო საბავშვო ოთახისთვის საუკეთესო ვარიანტი არაა!

ახლა უკვე იცით, როგორ მოაწყოთ საბავშვო ოთახი. ყურადღება მიაქციეთ, რომ შენობის დეკორი ბავშვის ინტერესებს და მის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად, თუ ბავშვს კითხვა უყვარს, ოთახში წიგნების თარო და მყურო ადგილი წასაკითხად უნდა იყოს. აქტიურ ბავშვს შვედური კედელი აუცილებლად სჭირდება.ყველა ბავშვი საკუთარ ოთახზე ოცნებობს, რომლითაც მეგობრების წინაშე თავს მოიწონებს და მარტოობაში დროს მხიარულად გაატარებს. რატომ არ ავუსროთ ეს ოცნებები? ყველაფერი თქვენს ხელშია!