ინტერიერის 7 არაპრაქტიკული ნივთი, რომელიც გვაღიზიანებს და ხშირად დალაგებას გვაიძულებს

ადამიანმა ბინაში რემონტის დაწყებისას ბევრი სხვადასხვა დეტალი უნდა გაითვალისწინოს. მნიშვნელოვანია, რომ ინტერიერი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ კომფორტული და პრაქტიკული გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირად დალაგების გამო შეგძულდებათ. Novate გიამბობთ, რომელ უაზრო ნივთებსა და გადაწყვეტილებაზე უნდა თქვათ უარი, რომ რამდენიმე თვეში არ გაგაღიზიანოთ და ახალი რემონტის გაკეთების სურვილი არ გაგიჩნდეთ.

1. მუქი ფილები

შავი პრიალა ფილები სურათზე წარმოუდგენლად ლამაზად გამოიყურება. მოდური, ეფექტური, ყურადღების მიმქცევი! ამავდროულად, წარმოუდგენლად არაპრაქტიკული. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მუქ ფილებზე ჭუჭყი უფრო მეტად ჩანს, ვიდრე ღია ფილებზე. ნებისმიერი მტვერი, თმა და წყლის წვეთი ჩანს. ხელის დაბანა ან კბილების გამოხეხვა საკმარისია, რომ დალაგების სურვილი გაგიჩნდეთ, რადგან სააბაზანო ოთახი მყისიერად მოუწესრიგებელი ხდება.სამწუხაროდ, ყავისფერიდან შავამდე ყველა ელფერი მოწესრიგების დაყოვნებას ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ რამდენჯერმე დაფიქრდეთ, სანამ მუქ პრიალა ფილებს სალაროსთან მიიტანთ. რა თქმა უნდა, თუ კვირაში 2–ჯერ სახლში პროფესიონალური დამლაგებელი მოდის, ნერვიულობა არ ღირს. დიასახლისებს, რომლებიც სახლს დამოუკიდებლად ალაგებენ, ერთ ხელში ცოცხით და მეორე ხელში შვაბრით ცხოვრება არ ენდომებათ. სხვათა შორის, შავ სიაში არა მხოლოდ მუქი ფილები, არამედ თეთრი, გლუვი კერამოგრანიტი მოხვდა – ასეთ იატაკზე ყველაფერი ჩანს.

2. სამზარეულოს პრიალა ფასადი

რატომ გვხდება ხშირად პატარა სამზარეულოში პრიალა კარადები? ყველაფერი მარტივია – მათ სინათლის არეკვლა შეუძლიათ, ანუ პატარა სამზაეულოს ვიზუალურად აფართოებს. თუ ღია პრიალა საფარზე პრაქტიკულობის გამო თვალის დახუჭვა შეიძლება, მუქთან კომპრომისი შეუძლებელია. მასზე ჩანს ლაქები, თითის ანაბეჭდები, ზოლები, წყლის წვეთები, ცხიმის კვალი. იმის გათვალისწინებით, თუ რა დატვირთვა მოდის სამზარეულოზე, მიკროფიბრის ჩვართან დამეგობრება მოგიწევთ.ასევე სამზარეულოში პრიალა საყოფაცხოვრებო ტექნიკა არ გამოიყენოთ. მუქი მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, ყავის მადუღარა, ჩაიდანი – ნებისმიერ მოწყობილობაზე პრიალა საფარი ცხოვრებას გაგიფუჭებთ. დღეში რამდენჯერმე მისი დალაგება მოგიწევთ ან დამარცხების აღიარება და ლაქებზე ყურადღების არ მიქცევა. მეორე შემთხვევაში შინაგანი პერფექციონისტი აუცილებლად აჯანყდება.

3. ფილებს შორის თეთრი ღარები

ფილებს შორის წაგლესა დიდხანს იდეალურ მდგომარეობს ვერ ინარჩუნებს. დროთა განმავლობაში ყვითლდება, მტვრით იფარება, დაღვრილი სითხეებიდან ლაქებს შთანთქავს, ზოგჯერ იბზარება. პერიოდულად ნებისმიერი წაგლესის გაწმენდა მოგიწევთ და ამ პროცედურის თავიდან აცილებას ნამდვილად ვერ შეძლებთ, თუმცა თეთრი უფრო სწრაფად გაცვდება.ფილებს შორის ღარების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას რეგულარული წმენდა ხელს შეუწყობს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილი, სოდა, ძმარი, მდოგვი. პოპულარული მეთოდები:

  • სოდა – ღარები წყლით დაასველეთ, ზემოდან სოდა წაუსვით და დაელოდეთ, სანამ ცოტა დასველდება. ამის შემდეგ კბილის ჯაგრისით გახეხეთ და ბოლოს სველი ღრუბლით გაწმინდეთ და სოდის კვალი მოაშორეთ.
  • სოდა + ძმარი – ორი ინგრედიენტი აურიეთ, მიღებული ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და ღარებს შეასხურეთ. 5 წუთით მოიცადეთ და უხეში ჯაგრისით გახეხეთ.
  • მრავალკომპონენტიანი ნარევი – 100 მლ სოდა, 70 მლ ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ კბილის პასტა, 1 ს/კ მდოგვი და 1 ლ წყალი აურიეთ. მიღებული ნარევი ღარებს წაუსვით და ნახევარი საათით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ თბილი წყლით ჩამობანეთ.

4. ნაჭრის გადასაკრავი სამზარეულოს ზონაში

არ ვკამათობთ, სამზარეულოში სკამები და პატარა დივანი ნაჭრის გადასაკრავით ძალიან ლამაზად, ეფექტურად და მყუდროდ გამოიყურება, რასაც ტყავზე ვერ იტყვით. მას პრაქტიკულს ვერ ვუწოდებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ცხოვრობენ ბავშვები ან კატები, რომლებიც უარს არ იტყვიან სკამზე დაიძინონ, სანამ ვახშამს ამზადებთ.ტექსტილის უმეტესობა ზონაში, სადაც კერძებს ამზადებთ და სადილობთ, არასასურველია, თუ იდეალური წესრიგის შენარჩუნებაზე ოცნებობთ. პირველ რიგში, თუ მაგიდაზე რაიმე ცხიმს ან კეტჩუპს დააწვეთებთ, გადასაკრავს მხოლოდ ქიმწმენდა თუ უშველის. მეორე შემთხვევაში, ნებისმიერი ქსოვილი სუნებს სწრაფად იწოვს და სიტუაციის გამოსწორება არარეალურია.თუ სამზარეულოში უკვე გაქვთ სკამები ნაჭრის გადასაკრავით, ასევე სქელი ფარდები გიკიდიათ, იმაზე მაინც იზრუნეთ, რომ ოთახი კარგად განიავდეს, ხოლო ქურის ზემოთ გამწოვი ეკიდოს. ამ შემთხვევაში შესაძლოა ნაჭრის ნორმალური მდგომარეობა უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ.

5. აკრილის ქვის ნიჟარა

ასეთი მასალისგან დამზადებული ნიჟარა ძალიან ლამაზია და ნებისმიერი სამზარეულოს ხიბლი შეიძლება გახდეს. ამით მისი უპირატესობა მთავრდება. იმის თქმა, რომ გარე გამაღაზიანებლების მიმართ გამძლე არაა, გამოდის, არაფერი ვთქვათ. სხვა ფერში სწრაფად იღებება, ამიტომ ყავასთან, ჩაისთან ან ჭარხლის წვენთან ნებისმიერი კონტაქტი დაუშვებელია. გამუქებული ნიჟარის გასარეცხად მოგიწევთ აგრესიული საშუალებების გამოყენება, რომლის შემადგენლობაში შედის ქლორი – სხვა უბრალოდ ვერ იმოქმედებს. თუ მზად ხართ დალაგების დროს ამაზრზენი სუნი აიტანოთ – არჩევანი თქვენზეა, თუმცა ჩვენი აზრით სილამაზე ასეთი მსხვერპლი არ ღირს.აკრილის ქვის ნიჟარას კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი აქვს – მას ცხელი ლითონის ეშინია. სწორედ ამიტომ, მასზე ცხელი ტაფის ან გახურებული ქვაბის დადება ცუდი იდეაა. ასეთი კონტაქტის შემდეგ ნიჟარა დნობას დაიწყებს და მისი ახლით ჩანაცვლება მოგიწევთ.გირჩევთ, რომ ველოსიპედი არ გამოიგონოთ, არამედ სამზარეულოში უჟანგავი ფოლადის ნიჟარა დააყენოთ. მზარეულებს ტყუილად არ უყვართ და პროფესიონალურ სამზარეულოშიც უბრალოდ წარმოდგენილი არაა. მასალა არა მხოლოდ ჰიგიენურია, არამედ სხვადასხვა დატვირთვის მიმართ გამძლეა. ასეთი ნიჟარის გაფუჭება მხოლოდ დროს შეუძლია.

6. მუქი ლამინატი შემოსასვლელში

თითქმის იგივე სიტუაციაა, როგორც შავ ფილებთან. მუქი ფერის ნებისმიერი იატაკის საფარი ზედმეტი თავისი ტკივილი და ყოველდღიური დალაგებაა. ასეთ საფარზე ჭუჭყი დაუყონებლივ ჩანს, მაგრამ ფილებისგან განსხვავებით, რომელზეც სველი წმენდის გამოყენება შეიძლება, ლამინატი ამას ვერ იტანს. რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ სველ წმენდს, მით უფრო სწრაფად გაფუჭდება. სწორედ ამიტომ, თუ დერეფანში ლამინატის დაგება გადაწყვიტეთ, ღია ფერის მოდელი მაინც შეარჩიეთ – მათზე ჭუჭყი და მტვერი არც ისე შესამჩნევია.

7. ფარდა სააბაზანო ოთახში

აბაზანის ეს ელემენტი დიდხანს გაძლებს, თუ ბინაში ხისტი წყალი არაა. გარეცხვა მაინც მოგიწევთ, თუმცა თუ ხარისხიან ფარდას აირჩევთ, რომელიც „სარეცხ მანქანასთან“ მეგობრობს, მიმზიდველობას რამდენიმე თვე შეინარჩუნებს. გაცილებით უარესი სიტუაციაა, თუ სახლში ხისტი წყალია და ონკანებსა და ნიჟარებზე ჟანგის ზოლები მუდმივად ჩნდება. ამ შემთხვევაში ფარდის გაყვითლება მხოლოდ დროის საკითხია. ჩვეულებრივი ფხვნილით მისი გარეცხვა არ გამოვა, ჟანგის და კირის ნადების მოსაშორებელი სპეციალური საშუალების გამოყენება მოგიწევთ.