რა არის ვერშინინის „შეუძლებელი“ ჭიქების საიდუმლო, რომლის ოსტატობამ დროს გაუსწრო

1764 წელს, ეკატერინე II-ის ბრძანებით პენზის ოლქში მემამულე ბახმეტევის ძალისხმევით ნიკოლსკის მინის ქარხანა დაარსდა, რომელსაც მინის და ბროლის ჭურჭელი უნდა დაემზადებინა. ქარხანაში მემინე ოსტატებისთვის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მოაწყვეს. მათ მოსამზადებლად სასწავლო მასალების სახით ევროპის ქვეყნებში წარმოებული ჭურჭლის საუკეთესო ნიმუშებს იყენებდნენ. სწორედ აქ, მე-19 საუკუნის დასაწყისში მინის საქმიანობის ვირტუოზი ყმა გლეხი ალექსანდრე ვერშინინი მუშაობდა.

ალექსანდრე ვერშინინის ჭიქები ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი რუსული უცნაურობაა მთელ მსოფლიოში. მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში ხალხის ხელით შექმნილი უნიკალური ჭურჭელი აუქციონებზე დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. 10 წლის წინ ვერშინინის თითო ჭიქა 20-50 ათას დოლარად იყიდებოდა. ჭიქები მიმზიდველია იმით, რომ შიგნით მხატვრული კომპოზიციებია შესრულებული, რომლებიც თავიდან ნახატებად გვეჩვენება.

სინამდვილეში ნახატები მინაში დახატული არაა, არამედ ნატურალური მასალებისგან ხელით შექმნილი. ვერშინინი ნამუშევრის შესაქმნელად იყენებდა ბალახს, ხავსს, თივას, ხეს, ქვას, ქაღალდს, ქვიშას, ქსოვილს და ცალკეულ ძაფებს. რუსეთის დიდგვაროვანი ოჯახებისთვის ოსტატად მუშაობდა. გლეხი ქმნიდა როგორც ჭიქებს პეიზაჟებით, ასევე კომპოზიციებს, რომელიც რუსეთის 1812 წლის სამამულო ომს ეძღვნებოდა. ასევე ოსტატი აკეთებდა სერვიზებს სამეფო გვარის ოჯახის გერბით. საეკლესიო ოჯახებისთვისაც ჭურჭელს ამზადებდა. მას შემდეგ, რაც ვერშინინმა 70 დიდგვაროვანი ოჯახისთვის ჭიქები შექმნა, იმპერატორისგან ოქროს საათი გადასცეს.

დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში ვერშინინის მიერ შექმნილი 14 ჭიქა ინახება. ორ ასწლეულში რამდენიმე ჭიქა გატყდა, დიდი ნაწილი დაიკარგა. ზოგიერთი უნიკალური ნივთი კერძო კოლექციაში ინახება. ვერშინინის ჭურჭლის სიძვირე აიხსნება იმით, რომ იმ დროს ჭიქები კომპოზიციებით ქარხანაში ხელით იქმნებოდა. მაშინ ტექნიკის განვითარება და წარმოება  მსგავსი ნაწარმის მასობრივი წარმოების შესაძლებლობას არ იძლეოდა. მსგავსი ჭურჭლის ზედმეტი ხარჯის გარეშე დამზადება მხოლოდ მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში ისწავლეს.

დიდი ხნის განმავლობაში ვერშინინის ჭიქები საიდუმლოს წარმოადგენდა. არსებობდა მოსაზრება, რომ ეს ორი სხვადასხვა ზომის შედუღებული მინის ჭიქაა. ამასთან ჩნდებოდა კითხვა, თუ როგორ ახერხებდა რუსი ოსტატი ორი გაგრილებული მინის ნაწარმის შედუღებას. მსგავსი ტექნიკა შეუძლებლად ითვლებოდა, რადგან განმეორებითი გაცხელებისას ჭურჭელი უბრალოდ უნდა გამსკდარიყო. საბოლოოდ, ამერიკელებმა ვერშინინის ჭურჭლის საიდუმლოება ამოხსნეს. აღმოჩნდა, რომ ჭიქა მონილითური მინის კონსტრუქცია ორი სხვადასხვა ჭიქით შედუღებული არაა. სინამდვილეში, ორი მინის ჭიქაა, რომელიც გამჭვირვალე ფიტოპოლიმერის მასტიკით არის შეერთებული. ამრიგად, რუსმა გლეხმა გამოიგონა UV წებო მეტაკრისტალის საფუძველზე ზუსტად 1 საუკუნით ადრე, სანამ დანარჩენ მსოფლიოში გამოჩნდებოდა. მართალია, მაშინ ტექნოლოგია ნიკოლსკის ქარხნის საზღვრებს არ გასცდენია.