5 ნივთი, რომლითაც საბჭოელ მოქალაქეს თავისი შეძლებულობის ჩვენება სურდა

ყველა ისტორიულ პერიოდში იყვნენ ისეთები, რომელთაც საჭმელზეც ფული არ ყოფნიდათ, და ისეთებიც, რომლებიც ფინანსებს საერთოდ არ ითვლიდნენ. ამის მიუხედავად ყველას სურდა საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირება ან უბრალოდ თვალში მტვრის შეყრა. ასეთი ტენდენცია საბჭოთა ეპოქაშიც შენარჩუნდა: დეფიციტის პირობებშიც არსებობდა ნივთები, რომლის ქონაც სახლში მფლობელის ქონებრივ შესაძლებლობას წარმოაჩენდა. Novate გიზიარებთ 5 ნივთს, რომლის დახმარებით საბჭოელი მოქალაქე თავისი ფინანსური მდგომარეობის ჩვენებას ცდილობდა.

1. კასკადური ჭაღი

საბჭოთა პერიოდში ასეთ ჭაღს ბევრ ოჯახში ნახავდით, სადღაც დღემდე შემორჩენილია. ზოგიერთი განმასხვავებელი თავისებურების მიუხედავად, უმეტესობას „კასკადურს“ უწოდებდნენ და რამდენიმე იდენტური მახასიათებელი ჰქონდა: სამი (ზოგჯერ ორი) იარუსი, რომელიც ქვემოთ ვიწროვდებოდა, პლასტმასის ჩამოკიდებული ელემენტები, რომლებიც ბროლის დეტალების იმიტაციას წარმოადგენდა. რთული სათქმელია, რამდენად უხდებოდა საბჭოური ბინის ინტერიერს, თუმცა ამით ჭაღების პოპულარობა არ მცირდებოდა.

2. ხალიჩა კედელზე

სსრკ–ში კედლებზე ხალიჩების პოპულარობა პრაქტიკული მოსაზრებებით ან უბრალოდ „სილამაზისთვის“დაკიდების სურვილით აიხსნება. აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდით ბინის მფლობელი თავისი ქონების დემონსტრირებას ცდილობდა. ხალიჩები ხშირად მხოლოდ ერთ ოთახში ეკიდათ, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ხალიჩებით მთელ შპალერს ცვლიდა. დღეს ასეთი რამ ხანდაზმული ადამიანის ბინაში შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ უმეტესობა მათგანმა სსრკ–ს ცხოვრების ამ სიმბოლოს მოშორება გადაწყვიტა.

3. ავეჯის გადასაფარებელი

დეფიციტის პირობებში ავეჯის შეძენა რთული ამოცანა იყო, ხოლო უფრო ახლით ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუსრულებელი მისია. სწორედ ამიტომ, დივანს და სავარძელს დაზიანებისა და ჭუჭყისგან იცავდნენ, რომ დიდხანს გაეძლო. სწორედ ამიტომ, ავეჯს სპეციალურ, ხშირად საკუთარი ხელით შეკერილ გადასაფარებელს აფარებდნენ. მათი დახმარებით არა მხოლოდ დივნებისა და სავარძლების შეუხედავ დიზაინს მალავდნენ, არამედ უფრო ძვირადღირებულ იერს ანიჭებდნენ.

4. ნახატები

ხალიჩების გარდა, საბჭოელი მოქალაქე თავისი ბინის კედლებზე ნახატებს ან პორტრეტებს ხშირად კიდებდა. უმეტესად ცნობილი ტილოების რეპროდუქციას ნახავდით, ზოგჯერ ნაკლებად ცნობილი ავტორების ნამუშევრებიც შეგხვდებოდით. ამასთან რთული სათქმელია, რომ ყველა, ვინც ბინის ინტერიერში ნახატებს იყენებდა, მხატვრობაში ერკვეოდა, მაგრამ შეძლებულობაზე პრეტენზია და საკუთარ საცხოვრებელში მშვენიერის ნოტების შეტანის სურვილი სსრკ–ში ამ ტენდენციის პოპულარობის მიზეზი გახდა.

5. ბარომეტრი

კიდევ ერთი ორიგინალური ნივთი, რომელიც საბჭოურ ბინაში ხშირი სტუმარი იყო. ბარომეტრი ოჯახის წევრებისთვის ერთგვარი პირადი სინოპტიკოსი იყო, რადგან იმ დროს ამინდის პროგნოზის გამოცნობა უფრო რთული იყო, ვიდრე ახლა. ამ სამეცნიერო გაჯეტით ზუსტად შეიძლებოდა არჩევა, თუ რა ჩაეცვათ ქუჩაში დღეს. ბარომეტრი ინტერიერის ორიგინალური ელემენტი იყო. მას შეიძლება უნიკალური დიზაინი ჰქონოდა, თუ, მაგალითად, კედლის იყო და მფლობელი უჩვეულო ჩარჩოს შეიძენდა. ზოგიერთი ვარიანტი მაგიდის იყო და ნივთების ჩვეულ ნატურმორტს აზავებდა.