მოხუცმა მეღუმელემ მასწავლა, როგორ გავწმინდო ნებისმიერი ღუმელის საკვამური სწრაფად და მარტივად

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სოფელში ყველა კერძო სახლი მხოლოდ ღუმელით თბებოდა. საკვამურის მდგომარეობას ამ საქმისთვის მომზადებული ადამიანები, საკვამურის მწმენდელები ყურადღებას აქცევდნენ. ისინი ამოწმედნენ, თუ როგორ მდგომარეობაში იყო საკვამური, მოითხოვდა თუ არა რემონტს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ასუფთავებდნენ. ახლა სახლების უმეტესობა გაზის გათბობაზე გადავიდა, მაგრამ ღუმელი და ბუხარი საკმაოდ ბევრი დარჩა.საკვამურს პირველი გაწმენდა ღუმელის გამოყენების დაწყებიდან 1-1,5 წელში სჭირდება, შემდეგ უკვე წელიწადში 2–ჯერ. როცა მილის კედლებზე ჭვარტლის სისქე 3 მმ ან მეტია, ეს საკვამურის გაწმენდის სიგნალია.თუ ამას არ გააკეთებთ, სახლის გასათბობად შეშის ხარჯი გაიზრდება. საქმე იმაშია, რომ ჭვარტლი კარგი თბოიზოლატორია, ამიტომ ღუმელის არხი ცუდად ხურდება და სახლის გასათბობად მეტი შეშის დაწვა დაგჭირდებათ.

ხრიკი გამოადგება მათ, ვისაც სახლში ან აბანოში შეშის ღუმელი აქვს. ღუმელის ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ჭვარტლი მილის კედლებზე გროვდება, რომელი თანდათან ღუმლიდან გაწოვას აუარესებს და დროთა განმავლობაში შეიძლება საკვამური საერთოდ გაჭედოს.ეს რომ თავიდან აიცილოთ და მილი მექანიკური მეთოდით არ გაწმინდოთ, ღუმელის გათბობისას დროდადრო 2–3 მუჭა კარტოფილის ნათალი პირდაპირ შეშას დაუმატეთ.

კარტოფილის ნათალი შეიძლება იყოს მშრალი ან ახალი, მნიშვნელობა არ აქვს. სახამებელი, რომელიც ნათალის წვისას გამოიყოფა, საკვამურის მილის კედელზე ჭვარტლს და ნადებს არბილებს. დარბილებული ჭვარტლი ღუმელის ნაკადის წყალობით გარეთ გამოდის.საკმარისია, 3–4 დღე ზედიზედ კარტოფილის ნათალი დაწვათ და საკვამური მთლიანად გაიწმინდება. სასურველია, პროცედურა ყოველთვიურად გაიმეოროთ. მეთოდი საკმაოდ ეფექტურია!