საზღვაო კურორტი: ეკომეგობრული ღირშესანიშნაობის კონცეფცია აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის ქვიშიან ყურეში

სად არ პოულობენ კრეატიული დიზაინერები და არქიტექტორები შთაგონებას, რომ რთული ობიექტები შექმნან, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბუნებრივ ზონაში სასტუმროს ან კურორტს ეხება. აიღეთ, მაგალითად, საზღვაო სასტუმრო კომპლექსის კონცეფციას, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე აშენდება. პროექტის ავტორები ამ არეში მობინადრე მოლუსკების ფორმებით იმდენად მოიხიბლნენ, რომ ახალ პროექტში მისი გამოყენება გადაწყვიტეს. პროექტმა ოქროს პრემია Design Award მიიღო, რომელიც ყველაზე შთამბეჭდავ, ხარისხიან და ორიგინალურ დიზაინერულ პროექტებს ენიჭება.

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, ჯეძიანში მდებარე კუნძულ ნანძინის ხელისუფლება მთელი ძალებით ცდილობს, რომ ის საერთაშორისო ტურიზმის ცენტრად აქციოს. კუნძულის განვითარების გეგმის შესაბამისად, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის გასაუმჯობესებლად და სანაპიროს გეოლოგიური დაცვის უზრუნველსაყოფად არის შემუშავებული, საზღვაო კომპლექსის კონცეპტუალური პროექტი სახელწოდებით Nudibranch hotel and Resort შეიქმნა.

მისი ადგილმდებარეობაც შერჩეულია – ყურე Dashaao, რაც ნიშნავს „დიდი ქვიშიანი ყურე“. ვიწრო დაბლობი განსაკუთრებულ მოთხოვნებს კარნახობს ახალ ობიექტს, რომელიც სანაპიროზე მალე უნდა გამოჩნდეს. საარქიტექტურო კომპანიის SpActrum სპეციალისტებს დაპროექტების დაწყებამდე გეოლოგიური კვლევის ჩატარება მოუწიათ, რომ გაეგოთ, თუ რომელი ობიექტი გაძლებს ვიწრო ყელში, თან უშუალოდ სანაპიროს სიახლოვეს.

ვერ ვიტყვით, რომ მათი კონცეფცია საზღვაო თემაზე უბრალო დიზაინერული ფანტასტიკური პროექტია. როგორც ავტორები აღიარებენ, შთაგონება იპოვეს მინიატურულ ზღვის არსებებში, რომლითაც კუნძული ცნობილია. სწორედ მოლუსკების ფანტასტიკური მრავალფეროვნება პატარა ნიჟარების ჩაფიქრებული დიზაინით ახალი ეკომეგობრული ღირშესანიშნაობის მთავარი ხიბლი გახდა, რომლის პროექტის განხორციელებას ხელისუფლება კუნძულზე აპირებს.

პროექტის თავისებურებები: კონცეფცია არქიტექტურაში ბიომიმიკის შესანიშნავი მაგალითია, რომელიც ბუნებაში არსებულ ფორმებს, პროცესებს და ელემენტებს იმეორებს. საფუძვლად აიღეს მოლუსკები (შიშველლაყუჩა და მუცელფეხიანი ზღვის ბინადრების სიმბიოზი). მთელი კომპლექსის კონსტრუქცია მოლუსკის სტრუქტურას იმეორებს, რომელმაც თავისი გარსი ნაწილობრივ დატოვა და ზედაპირს საცეცებით იკვლევს. სწორედ ასე გამოიყურება ეკო სასტუმრო, რომელიც უცნაურ პლატფორმაზე მდებარეობს და რამდენიმე ადგილას ხიმინჯებსა და ფუტურისტულ მოცულობებზეა დამაგრებული. ორი შენობა, რომელიც ელეგანტურ ნიჟარებს ნათლად გვახსენებს, „მოლივლივე“ სივრცის ზემოთ მდებარეობს, რაც მთელი ეკოკონსტრუქციის ქვეშ დამატებითი დასასვენებელი ადგილის მოწყობის საშუალებას იძლევა. ამასთან, ხიმინჯების საყრდენების და გადაბრუნებული ბორცვების მსგავსი მოცულობების შიდა სივრცეს გამოიყენებენ.

საზღვაო ეკო–კურორტის Nudibranch პროექტი პლატფორმების და ხიმინჯების საყრდენების გამოყენებას ითვალისწინებს, რითაც მიწაზე ობიექტის ზემოქმედება მინიმუმამდე შემცირდება და ძლიერი შტორმის დროს დატბორვის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელია, ასევე მრავალდონიანი კომპლექსის სასარგებლო ფართობი გაიზრდება.თუ პროექტის გაანალიზებას ქვედა დონიდან დაიწყებთ, გასაგები გახდება, რომ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ოქროსფერ ქვიშიან სანაპიროზე გაიარონ და პირდაპირ ზღვის თბილ წყალში იბანაონ. ამასთან „მოლივლივე“ პლატფორმა ყოველთვის გიგანტური ქოლგის როლს შეასრულებს და მზის დარტყმას არც ერთი სტუმარი არ მიიღებს.

ეკო სასტუმროს მეორე დონეზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზანი გაქვთ და როგორი შთაბეჭდილების მიღება გსურთ. შეგიძლიათ ერთ–ერთ „საცეცზე“ გაისეირნოთ, დიდებული ხედებით და ზღვის ჰაერით დატკბეთ ან გადაბრუნებული ბორცვის მსგავსი საყრდენის შიგნით კიბით ახვიდეთ, სადაც დასვენების და ადგილობრივი სამზარეულოს კულინარიული შედევრების დაგემოვნების მსურველებს შეუძლიათ ბარებს, რესტორნებს ეწვიონ ან სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრონ. თუ კომფორტულ ნომერში სწრაფად განმარტოება გსურთ, საყრდენში მდებარე ერთ–ერთი ლიფტით ისარგებლეთ, რომელიც პირდაპირ საცხოვრებელ–ნიჟარის სივრცეში მიგიყვანთ.

ლევიტაციური მეორე სართული მთლიანად მიეძღვნება სხვადასხვა საზოგადოებრივ ზონას, რომელიც ეკო სასტუმროს ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. სურნელოვანი ბაღი, სასეირნო ხეივნები, პატარა მდელოები, აუზები, ბარები, რესტორნები, საკონცერტო დარბაზები, საკონფერენციო დარბაზები, სპა–სალონები და სავარჯიშო დარბაზი – ეს ყველაფერი არა მხოლოდ მრავალფეროვნებით, არამედ გარემომცველი ბუნებით, უსაზღვრო ზღვით და სუფთა ჰაერით ტკბობის შესაძლებლობით გაგახარებთ.

ნომრები და რეზინდენციები ორ ექვსართულიან კორპუსში მდებარეობს, რომლებიც მოლუსკის ნიჟარის მსგავსი მინით არის დაფარულ. გაითვალისწინეთ, რომ კედლები მულტიფუნქციური მინით დამზადდება, რის ხარჯზეც ყველა ოთახიდან შესანიშნავი ხედები იშლება. ამას თავად შენობის მდებარეობაც ხელს უწყობს – დასავლეთიდან აღმოსავლეთსკენ, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, როგორც მზის ჩასვლა, ასევე ამოსვლა დაინახოთ. იმის წყალობით, რომ კორპუსს და პლატფორმას ორგანული ფორმა ექნება, მასშტაბური ობიექტი სანაპირო ზონაში ჰარმონიულად გაიშლება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მთავარი მიზანი ეკოლოგიურობაა. მშენებლობის პირველი ეტაპი იქნება ქვიშიანი ყურის თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა და სანაპიროს გაძლიერება, რომ მიწის ეროზიის თავიდან აცილება შეძლონ. ობიექტის ორგანული ფორმა, რომელიც საძირკვლის შექმნას არ მოითხოვს, შესაძლებელს ხდის ეკოსისტემის შენარჩუნებას და ახლის გაჩენას, რადგან ბევრი დაჩრდილული ადგილი გამოჩნდება, რაც ხელს შეუწყობს სხვა სახის მცენარეების და მწერების გაჩენას, რომლებიც აქ ბუნებრივ პირობებში გადარჩენას ვერ შეძლებდნენ.

პროექტის ავტორებმა საკურორტო კომპლექსის ავტონომიური არსებობისთვის სისტემების დანერგვაზეც იზრუნეს. მაგალითად, სასტუმროს წყლით სრულად უზრუნველსაწყოფად გათვალისწინებულია წვიმის წყლის შეგროვების და გაწმენდის შენობები, ასევე ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა. იმის წყალობით, რომ კორპუსები ორმაგი ენერგოეფექტური მინისგან იქნება დაფარული, საჭირო ადგილებში სპეციალური ნახვრეტებით, ბუნებრივი ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება ელექტროსადგურების გამოყენების გარეშე უზრუნველყოფილი იქნება.ორ ქვედა სართულს კონდიციონერი არ სჭირდება, რადგან ზღვის ნიავი და ლამაზი გადმონაშვერის, ხეების და პლატფორმების ჩრდილი გრილ და სუფთა ჰაერს უზრუნველყოფს. ქალაქის ელექტროენერგია რომ არ გამოიყენონ, გეგმავენ დააყენონ მზის პანელები და ბიოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებლი, რომელიც ნაგვისგან წვის გარეშე ენერგიას გამოიმუშავებს.

Novate–ს ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის SpActrum პროექტმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსხვილ ქალაქებში ფუნქციონირებს, კონკურსში Design Award ოქროს პრემია მიიღო.

შეგახსენებთ: პრემია Design Award ყველაზე დიდი, ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი ჯილდოა, რომელიც ხელოვნების, არქიტექტურის, მოდის, კომუნიკაციების და პროდუქტის დიზაინის სფეროში ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.კუნძულის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება საერთო ტურისტული ობიექტების მოდერნიზებაზე გავლენას მოახდენს, სასტუმროს მომსახურების სტანდარტებს და, რა თქმა უნდა, ეკოლოგიას გაზრდის. მათ იმედი აქვთ, რომ უნიკალური დიზაინი და სასტუმროს დაგეგმარება საკულტო არქიტექტურული ღირშესანიშნაობა და კუნძულის შთამბეჭდავი ბრილიანტი გახდება.