გაუფრთხილდით დედებს, სანამ ცოცხლები არიან, რომ შემდეგ არ ინანოთ

ადამიანს მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასის უგულებელყოფა ახასიათებს. თუ ზუსტად იცით, რომ თქვენი ცხოვრების რაღაც ნაწილი არსად წავა, ხშირად გავიწყდებათ და მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როცა რამე გჭირდებათ. თქვენი მოსიყვარულე დედა ნამდვილად იმ სიაშია, რომელსაც საკმარისად ხშირად არ იხსენებთ.

მოსიყვარულე დედა – ცხოვრება სწრაფად მიქრის. აი, თქვენ პატარა გოგონა ხართ, რომელსაც დედა თბილად აცმევს, რადგან გარეთ ყინვაა. მეგობრებთან ერთად დიდხანს თამაში გსურთ და ვერ ხვდებით, რატომ ნერვიულობს დედა. მას კი ბავშვის გამო გული საგულეში არ აქვს. იზრდებით, უკვე 30 წელს გადაცილებული ხართ, დედა კი მაინც ნერვიულობს. ახლა იშვიათად ხვდებით, მაგრამ ყოველთვის, როცა ნახულობთ, თავს კვლავ პატარა გოგონად გრძნობთ.

ყოველთვის, როცა დედის სახლის ზღურბლზე აღმოვჩნდები, კვლავ 10 წლის ვხდები. აი, გაკვეთილებიდან სახლში მოვირბინე, მაცივარში კი დედის მომზადებული წვნიანი დევს. ცხვირს ვწევ, რადგან წვნიანი არ მსურს, რაღაც ტკბილი მინდა. ახლა ვიხსენებ და ვნანობ, რომ ის საოცრად გემრიელი წვნიანი არ მიყვარდა. მაგრამ  ეს წვრილმანია.

უფრო მეტად მენატრება შეგრძნება, როცა დედა სამსახურიდან მოდიოდა და ბევრ დროს ერთად ვატარებდით. ბავშვობაში არასდროს მიყვიროდა, ყოველთვის მხარს მიჭერდა და დახმარებას ცდილობდა. კარგად მახსოვს, რომ კერძო მასწავლებლებისთვის ფული არ გვქონდა და დედა მეცადინეობაში მეხმარებოდა. მის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი.

ახლა ხშირად ვიჭერ ფიქრს, რომ დედას უფრო მეტჯერ დავურეკო და ვესტუმრო. დრო ისე მირბის, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. სამსახური, ქმარი, ვარჯიში, მეგობრებთან შეხვედრა, სამუშაო დღის ბოლოს დაღლილობა. და აი, კვლავ დედასთან დარეკვა დამავიწყდა. როცა მახსენდება და ნომერს ვკრეფ, ჩემი ხმის გაგონება ძალიან უხარია და არ მიბრაზდება, თუმცა ვგრძნობ, რომ ვაკლივარ.დედა ხშირად ამბობს, რომ ენატრება დრო, როცა პატარა ვიყავი. მისი თქმით, ჩემთან ნაკლებ დროს ატარებდა. მამამ მიგვატოვა და მუშაობა უწევდა, რომ რაიმე გამოემუშავებინა. ახლა ამბობს, რომ სჯობდა მეტი დრო შვილთან გაეტარებინა, რადგან ეს ძვირფასი წუთებია, რომელიც სამუდამოდ გრძელდება. შვილები იზრდებიან და მიდიან. ეს გარდაუვალია.

დედა თანამედროვე მშობლებით ხშირად აღფრთოვანებულია. ახლა ქალები დედობას განსხვავებულად უყურებენ. 90-იანებში ბავშვს უბრალოდ იმიტომ აჩენდნენ, რომ ყველა ასე აკეთებდა. რა თქმა უნდა, შვილები უყვარდათ და თავს ევლებოდნენ, მაგრამ ისე არა, როგორც ახლა. ჩვენს დროში შვილებს იმიტომ აჩენენ, რომ ნამდვილად სურთ. დედები შვილებთან მეტ დროს ატარებენ და ეს კარგია.

აი, რას ფიქრობს დედა თანამედროვე მშობლებსა და შვილებს. თქვენ რამდენად ხშირად სტუმრობთ მშობლებს? თვლით, რომ საკმარისად ხშირად?