დერეფანში ცარიელი კედლები თვალში ეკალივით მესობოდა, ქმარმა სიტუაციის გამოსწორება გადაწყვიტა

ყველა მფლობელს ლამაზ სახლში ცხოვრება სურს, მაგრამ საცხოვრებლის მოწყობისას დერეფნის ან შემოსასვლელის გაფორმებაზე იშვიათად ფიქრობენ. ძირითადად, მისაღები ან საძინებელი ოთახების მოწყობაზე არიან გადართულნი. ამავდროულად, შემოსასვლელის კედლის დეკორი ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც შენობის დანარჩენილი ნაწილი. Novate გიამბობთ, თუ რით და როგორ გააფორმოთ შემოსასვლელი ოთახი.

კედლის დეკორი შემოსასვლელში – შემოსასვლელი პატარა ზომების წყალობით დიდ ხარჯებს არ მოითხოვს (თუ საქმე გლობალურ რემონტს არ ეხება). დეკორის ზოგიერთი ვარიანტი შეგიძლიათ თავად გააკეთოთ. ეს კი მოცემულ ჩანაფიქრს ქულებს მატებს.

ნახატები

შემოსასვლელის გაფორმების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტი საერთო დიზაინის ნახატების დაკიდებაა. იაფი ნამუშევარი მაღაზიაში შეიძინეთ ან თავად დახატეთ. ნებისმიერ სამხატვრო მაღაზიაში კვადრატულ და მართკუთხა ტილოებს იპოვით. საღებავების და ფუნჯების (თუ ზეთის საღებავები მოგწონთ, სამხატვრო დანები აიღეთ) პოვნა პრობლემა არაა.

თუ უფრო ორიგინალური რამ გაინტერესებთ, ეპოქსიდური ფისის ნახატები წარმოუდგენლად პოპულარულია. სტანდარტული საღებავისგან განსხვავებით ეპოქსიდური ფისი რეალისტურ შეგრძნებას ტოვებს და ნახატს სიღრმეს ანიჭებს. მართალია, ეს უკვე თავად მუშაობაზეა დამოკიდებული.

ლითონის ნაწარმი

მარტივი ნახატების გარდა დერეფანში კედლები ასეთი ლითონის ნაწარმით შეგიძლიათ გააფორმოთ. სხვადასხვა ზომის და ფორმის ლითონის ნივთები მისაღებ ფასებში იყიდება.

ეს შეიძლება იყოს ცხოველის გამოსახულება, აყვავებული ხე. მინიმალიზმით და ფერების არ არსებობით დეკორი უბრალოდ და ამავდროულად, მოდურად გამოიყურება.

დიზაინერული შპალერი – ალბათ, ყველაზე არა ბიუჯეტური ვარიანტი გასაფორმებლად, თუმცა არსებობის უფლება აქვს.

თუ მფლობელს სურს, რომ კარში შემოსვლისთანავე სტილის დონე აწიოს და სტუმრებზე შთაბეჭდილება მოახდინოს, ვარიანტი უნიკალური ნახატებით სწორედ რომ შესაფერისია. მით უფრო, მხოლოდ ერთ კედელზე იქნება.

კედლის დეკორი შემოსასვლელში – შეჯამება – რომელი ზემოთ ჩამოთვლილი დეკორის მეთოდი მოგეწონათ ყველაზე მეტად? შემოსასვლელის გაფორმებაზე გიმუშავიათ? თუ კი, რა გამოიყენეთ ამისთვის?