მამა გვესტუმრა, ჩვენს გათბობის სისტემას შეხედა და მძიმედ ამოიოხრა. გვითხრა, რა უნდა შეგვეცვალა

სახლის მფლობელები კერძო სახლებში გათბობის რადიატორებს უკვე სრულად იყენებენ. რომელ მფლობელს არ ენდომება, რომ სახლში სითბო და მყუდროება სუფევდეს. განსაკუთრებით, თუ გარეთ წვიმს და ცივა. Novate გიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომელთა დახმარებით რადიატორიდან სითბოს გაცემას გააუმჯობესებთ.

გათბობის რადიატორები კერძო სახლისთვის – რადიატორის მუშაობის უნარზე საუბარი სჯობს მთავარი ფაქტორით დავიწყოთ, რომლის გამოსწორებას ხალხური ხრიკებით ნამდვილად ვერ შეძლებთ. საქმე რადიატორის სექციების რაოდენობას ეხება. თუ რადიატორის ყველა სექციის საერთო სიძლიერე საკმარისი არაა, რომ მთელი სახლი გაათბოს, მაშინ ამ პრობლემის გამოსწორებაზე სერიოზულად უნდა იფიქროთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გამოჩნდება.

სწორად უნდა გათვალოთ, თუ რამდენი სექცია სჭირდება თქვენს სახლს. ინტერნეტ სივრცეში ბევრ რჩევას იპოვით, რომელიც მსგავსი სიტუაციის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ კერძო სახლი ჯერ კიდევ პროცესში ან გეგმაშია. თუ ამის პრობლემა არ გაქვთ, პატარა ხრიკებზე გადადით, რომელთა დახმარებით რადიატორების ფუნქციონირებას გააუმჯობესებთ.

პროფილაქტიკური წმენდა – სახლის გათბობას რამდენიმე ფაქტორი სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის. მაგალითად, მილების მასალები, რადიატორის ზომა, სისტემის შიგნით სითხის გაცხელების ტემპერატურა. ძველი თუჯის ბატარეის მუშაობის გაუმჯობესება ბანალური წმენდით შეგიძლიათ. შიგნით შეიძლება ბევრი ჭუჭყი, ნადები და ჟანგი დაგროვებული იყოს. გირჩევთ პროფესიონალს მიმართოთ, რომელიც ძველი რადიატორის მდგომარეობას სწრაფად და ხარისხიანად გამოასწორებს.არსებობს მოსაზრება, რომ რადიატორის სითბოს გაცემა გაიზრდება, თუ შავად გადაღებავთ. ამას ხელს უწყობს აზრი, რომ შავი ფერი ფერი სითბოს შთანთქავს და არ ირეკლავს. ამ ლოგიკით, ბატარეა უფრო უნდა გაცხელდეს და სითბო ინტენსიურად გასცეს. ამ რჩევას ხშირად აკრიტიკებენ. მისი სარგებელი მხოლოდ იდეალურ პირობებშია შესაძლებელი, რასაც მხოლოდ ფიზიკის სახელმძღვანელოებში შეიძლება შეხვდეთ. უფრო მეტიც, ხშირი შეღებვით მასალის მრავალი ფენა რჩება, რამაც შეიძლება სითბოს შეკავება გამოიწვიოს.

საინტერესო ხრიკი – იმავე ფიზიკის სახელმძღვანელოდან შეგიძლიათ გაიგოთ, რომ თბილი ჰაერი ზემოთ ადის, ხოლო ცივი ქვემოთ ჩამოდის. როგორ დავაჩქაროთ ოთახში სითბოს ცირკულაციის პროცესი? ბევრი გირჩევთ რადიატორის ქვეშ ვენტილატორი დააყენოთ. ადამიანის მიერ შექმნილი სტრუქტურის წყალობით ასე კონვექცია უმჯობესდება. თან მოწყობილობის უხმო ვარიანტებიც არსებობს, რომლებიც ვენტილატორის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ.

სპეციალისტის დახმარება – თუ გათბობის სეზონისთვის წინასწარ ემზადებით, დაუყონებლივ პროფესიონალებს მიმართეთ. ისინი კერძო სახლის გათბობის რადიატორების გასაწმენდად სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებენ. ერთ–ერთი ასეთი პროფესიონალური წმენდაა – ბატარეიაში გაქრევა.

სპეციალისტებმა შეიძლება შემოგთავაზონ გაქრევის 3 ვარიანტი: ქიმიური ხსნარით, პნევმოჰიდროიმპულსით, ჰიდრავლიკური წმენდა. გამოცდილი ხელოსანი დაჭუჭყიანების დონეს გაარკვევს და წმენდის ოპტიმალურ ვარიანტს შეგირჩევთ. ასეთი პროცესი არა მხოლოდ რადიატორის შრომისუნარიანობას გააუმჯობესებს, არამედ შენობაში ჰაერის მიკროკლიმატს გააუმჯობესებს.

სუფთა გათბობის რადიატორები კერძო სახლისთვის – ვიმედოვნებთ, რომ თითოეული ხრიკი ყურადღებიან სახლის მფლობელებს გამოადგებათ. თქვენ როგორ წმენდთ გათბობის რადიატორებს მისი მუშაობის გასაუმჯობესებლად? რომელ ხრიკებს იყენებთ?