სამზარეულოს 10 გაჯეტი, რომელიც საახალწლო საყიდლების სიას უნდა დაუმატოთ

თუ კერძების მომზადება გიყვართ ან პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას და დაჩქარებას ცდილობთ, გამოდის Novate-ს სია სასარგებლო სამზარეულოს მოწყობილობებით ნამდვილად გამოგადგებათ. სადღესასწაულო პერიოდში ბევრი კერძის მომზადება მოგიწევთ და ეს გაჯეტები ნამდვილად ფასდაუდებელი გახდება. ზოგიერთი მათგანი ახლობლისთვის კარგი საჩუქარია.

1. ნივრის დამაქუცმაცებელი

ვერ წარმოგიდგენიათ კერძი ნივრის გარეშე, რადგან მას პიკანტურ გემოს და არომატს ანიჭებს? მაშინ გადახედეთ სპეციალურ დამაქუცმაცებელს, რომელიც წინ–უკან ბრუნავს. ნივრის პრესის შესანიშნავი ალტერნატივაა, რადგან ჩვეული გაჯეტისგან განსხვავებით, მისი გამოყენება მარტივია და ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც ირეცხება. კიდევ ერთი კარგი ამბავი: დაქუცმაცების სხვადასხვა ვარიანტი. ნიორი შეგიძლიათ პატარა ან დიდ კუბებად დაჭრათ იმის მიხედვით, თუ რომელ კერძს ამზადებთ.

2. სალფეთქები უჟანგავი ფოლადის გასაპრიალებლად

წარმოიდგინეთ, რომ საახალწლო სუფრა გაშალეთ, საახალწლო სალფეთქები, ჭურჭელი ლამაზად დააწყვეთ და მოულოდნელად დანა–ჩანგალს შეხედეთ. უფრო ზუსტად, მასზე არსებულ ლაქებს და ზოლებს. უჟანგავი ფოლადი საკმაოდ პრეტენზიული მასალაა, ამიტომ სჯობს სპეციალური მოწყობილობა შეიძინოთ. მაგალითად, საპრიალებელი სალფეთქი. ორმხრივი სალფეთქი სპეციალურად ყველა სახის უჟანგავი ფოლადის გასაწმენდად არის შექმნილი. თითის კვალს და ზოლებს, ცხიმს და ბაქტერიებს ეფექტურად აშორებს, თან დამატებით საშუალებას არ საჭიროებს. უბრალოდ წყალში დაასველეთ და მოწყობილობა გაწმინდეთ. ზედაპირის მიხედვით (გლუვი ან პრიალა) სალფეთქის შესაბამისი მხარე გამოიყენეთ.

3. მოქნილი საჭრელი დაფა

მოწყობილობა სამზარეულოში დაგჭირდებათ წლის ნებისმიერ დროს და არა მხოლოდ საახალწლო დღესასწაულის წინ, როცა ოთახში ფაქტიურად ცხოვრება გიწევთ. მოქნილი დაფა იდეალურია სწრაფი მოსამზადებელი სამუშაოსთვის, იქნება ეს ძეხვის, ყველის, ხილის თუ ბოსტნეულის დაჭრა. თუ დაფა არ გჭირდებათ, შეგიძლიათ დაახვიოთ და კარადაში შეინახოთ, რომ სამუშაო ზედაპირზე ადგილი არ დაიკავოს. კარგი ამბავი: დაფა შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხოთ და არ ინერვიულოთ, რომ ხის მსგავსად ჭარბი სითხის გამო გაფუჭდება. ასეთი მოწყობილობა შეგიძლიათ ცხელი კერძის ქვესადგამად გამოიყენოთ, ასევე მოგზაურობაში თან წაიღოთ, რადგან დიდ ადგილს არ იკავებს.

4. რელიეფური ცომის საგორავი

თუ საახალწლო დღესასწაულები კოჭის ნამცხვრების გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, გამოგადგებათ ასეთი ცომის საგორავი ზამთრის ნიმუშებით: ფიფქები, ირმები, ნაძვის ხეები და ვარსკვლავები. საგორავი საშუალებას გაძლევთ ცომზე სწრაფად და თანაბრად დახატოთ, ასევე მკაფიო კონტურები გააკეთოთ. ასე უბრალო ფხვიერი ნამცხვარიც დიდებულად გამოიყურება. ყურადღება მიაქციეთ, რომ მოწყობილობა საკონდიტრო ნაწარმის მარციპანით ან საკონდიტრო მასტიკით გასაფორმებლადაც გამოგადგებათ.

5. მულტისაჭრელი

საახალწლო სალათებისთვის იმდენი ბოსტნეულის დაჭრა მოგიწევთ, რომ ასეთი კომპაქტური მულტისაჭრელი ნამდვილად გამოგადგებათ. მაღაზიაში მოძებნეთ მოწყობილობა, რომელიც მარტივად ასაწყობია, ერთი ღილაკის დაჭერით ირთვება და კაბელის ადგილი აქვს.მულტისაჭრელს რამდენიმე ლითონის საცმი ფერადი პლასტმასის ჩანართებით აქვს. მწარმოებლებს ზედ დახატული აქვთ ხილი ან ბოსტნეული, რომლის დასაქუცმაცებლადაც არის განკუთვნილი. მულტისაჭრელი მრავალფუნქციურია: პროდუქტები შეგიძლიათ გახეხოთ, წვრილად ან ფიგურულად დაჭრათ.

6. სპრეი ლიმონისთვის

ბევრ რეცეპტში შეხვდებით ისეთ კომპონენტს, როგორიცაა ლიმონის წვენი. მის დასამატებლად პროდუქტის დაჭრა და ორივე ხელით კერძისთვის საჭირო წვეთების გაწურვა გვიწევს. შედეგად, ხელები გაწებილია, ნახევარი წვენი მაგიდაზე დასხმული და განწყობა არც თუ ისე სასიხარულო, როგორც დასაწყისში.კარგია, რომ შეგიძლიათ სპეციალური მოწყობილობის შეძენა, რომელიც ტანჯვას მოგაშორებთ. სპრეი ლიმონისთვის, რომელიც პირდაპირ ნაყოფის რბილობში იდგმება. უჩვეულო პულვერიზატორი ნებისმიერი ციტრუსიდან წვენის მარტივად მიღებაში დაგეხმარებათ, ზედმეტი ძალისხმევაც არ სჭირდება. პროცესში ყველა ვიტამინს ინარჩუნებს, ასევე სითხეს დაჟანგვისგან იცავს (გაჯეტის კორპუსი უსაფრთხო საკვების პლასტმასისგან არის დამზადებული).სპრეის სპეციალური მინი ფილტრი აქვს, ამიტომ სუფთა წვენი შეგიძლიათ კერძს ან სასმელს პირდაპირ სერვირების დროს დაუმატოთ. სპეციალური საცმით სპრეი მაგიდაზე ადვილად ჩერდება.

7. ფლომბერი

ამ მოწყობილობას თანამედროვე დიასახლისის სამზარეულოში იშვიათად შეხვდებით, თუმცა კულინარიის მოყვარულთათვის ძალიან სასარგებლოა. კულინარიულ სანთურას ხშირად პოპულარული დესერტის კრემ–ბრულეს მოსამზადებლად იყენებენ, თუმცა უფრო დიდი პოტენციალი აქვს. ფლომბერის იარაღი ნებისმიერი ხორცის, თევზის და ბოსტნეულის მოსამზადებლად გამოგადგებათ, როცა გსურთ კერძის არომატი და გემო უფრო გაჯერებული გახდეს. გაჯეტის დახმარებით ხრაშუნა ქერქს მიიღებთ, რომელიც პირში დნება. ასეთი ქერქი ტკბილეულსა და ცომეულში განსაკუთრებით გონივრულია, მისი შექმნა კი მარტივია – საკმარისია კერძს შაქარი მოაყაროთ და შემდეგ ფლომბერით დაწვათ. სათბურით შეგიძლიათ ბუტერბროდისთვის ყველი გაადნოთ ან ბოსტნეულის, კერძოდ პომიდვრის, წიწაკის ქერქი შეტრუსოთ, რომ სწრაფად მოაშოროთ.

8. შესაწვავი გისოსით

სადღესასწაულო სუფრა ხორცის გარეშე მხოლოდ ვეგეტარიანელების ოჯახშია. სხვა შემთხვევისთვის გთავაზობთ შესაწვავს გისოსით. მასში იდეალურად შეგიძლიათ გამოაცხოთ ხორცი, რომელსაც ზედმეტი ცხიმი არ ექნება, რადგან მომზადების პროცესში გისოსიდან წვეთავს. მაყალს ანტიმიწვის საფარი აქვს, ამიტომ მასში კერძები შეგიძლიათ მცენარეული ზეთის გარეშე შეწვათ ან გამოაცხოთ. მომრგვალებული კუთხეების წყალობით ხელში დაჭერა კომფორტულია.

9. ყინულის ფორმა სახურავით და სარქველით

შამპანურის, ღვინის, კონიაკის, საახალწლო სუფრაზე ნებისმიერი ალკოჰოლის ცივი სახით დალევა უფრო სასიამოვნოა. ყოველ 10 წუთში ბოთლი მაცივარში რომ არ შეინახოთ, სასმელისთვის ყინული გაყინეთ. გირჩევთ სპეციალური ფორმა შეიძინოთ, რომელსაც სახურავი და სარქველი აქვს. ეს საჭიროა, რომ წყალი საყინულის კამერაში არ დაიღვაროს, როცა მასში ფორმას ჩადგამთ, ასევე იმისთვის, რომ ყინულმა საყინულეში შენახული სხვა პროდუქტების სუნი არ შეიწოვოს.

10. ქვაბი მწვადების მოსამზადებლად

საახალწლო სუფრისთვის მწვადების შეწვა გსურთ, მაგრამ მრავალსართულიან კორპუსში მაყალის დადგმას ვერ ბედავთ? იქნებ ამინდი გემრიელი და წვნიანი ხორცის მომზადების საშუალებას არ გაძლევთ? მაშინ მწვადის შესაწვავი ქვაბი გამოგადგებათ. ის თერმოგამძლე პლასტმასისგან არის დამზადებული, ამიტომ ღუმელში ან მიკროტალღურ ღუმელში შეგიძლიათ შედგათ. გვერდებზე აქვს სპეციალური ჩაჭრილი ადგილები, სადაც ხის შამფურები იდგმება. ორთქლი სახურავს არ ცდება, ამიტომ კერძს შეგიძლიათ ცხიმი არ დაუმატოთ. ქვაბი ნებისმიერი მოთუშული, მოხარშული და გამომცხვარი კერძისთვის ან მზა კერძის გასაცხელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.