სახლი საახალწლოდ პლასტმასის ბოთლების აქსესუარებით გავაფორმე და ვერავინ მიხვდა

ახალი წელი ახლოვდება, ამიტომ ბევრი ადამიანი უკვე მზადებას იწყებს. ზოგი საახალწლო სუფრის კერძების სიაზე ფიქრობს, ზოგი ორიგინალურ საახალწლო სათამაშოებს აკეთებს. Novate გირჩევთ საახალწლო ზარები საკუთარი ხელით გააკეთოთ. თან ასეთი ხელნაკეთი ნივთისთვის მხოლოდ ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლები დაგჭირდებათ. დიდი ალბათობით, საჭირო მასალას სახლში ბევრი ადამიანი იპოვის.

საახალწლო ზარები საკუთარი ხელით – ამ ხელნაკეთი ნივთისთვის დაგჭირდებათ ორი ერთნაირი ცარიელი პლასტმასის ბოთლი. ასევე სადღესასწაულო დეკორაციები და წიწიბურას მარცვლეული (გამოგადგებათ ბრინჯი, ყავის მარვლები ან ლობიო), სუპერ წებო და აკრილის საღებავი.

1. პირველ რიგში, თითოეული ბოთლის ზედა ნაწილი გადაჭერით. ეს თქვენი ნივთის მთავარი ნაწილია. თუ მასზე გამოყენების თარიღი ან ციფრებია, გირჩევთ წაშალოთ. ამისთვის ლაქის მოსაშორებელი სითხე გამოიყენეთ.

2. ახლა გადაჭრილი ბოთლის ქვედა გარე ნაწილს სუპერ წებო წაუსვით და თანაბრად გადაანაწილეთ. ახლა თანაბრად ცოტა წიწიბურა მიაწებეთ. წებოს გაშრობამდე ცოტა ხნით გააჩერეთ.

3. ახლა ორივე ზარი აკრილის მინანქრით შეღებეთ. ამისთვის შეგიძლიათ ღრუბელი გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან უნდა შეღებოთ. ხელთათმანები გამოიყენეთ, რომ ძლიერ არ დაისვაროთ. საღებავს გაშრობა აცადეთ.

4. ახლა ზარები აკრილის ვერცხლისფერი მინანქრით შეღებეთ. დეკორატიული ბაფთა გააკეთეთ და ზარებს დაამაგრეთ. ზარები წინასწარ სუპერ წებოთი ერთმანეთს მიამაგრეთ. ესეც ასე, საახალწლო სათამაშო ნაძვის ხისთვის მზადაა.

Novate გთავაზობთ კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეას, თუ როგორი საახალწლო ზარის გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი ხელით.

სხვა ზარები პლასტმასის ბოთლებისგან

1. ასეთი ლამაზი ნაძვის ხის სათამაშო „სპრაიტის“ ბოთლისგან შეგიძლიათ გააკეთოთ. დაგჭირდებათ მძივები, ლამაზი ლენტი, წებო და ცოტა კანაფის ძაფი.

2. რაც უფრო მეტ დეკორს გამოიყენებთ, მით უფრო ლამაზ ხელნაკეთ ნივთს მიიღებთ. მთავარია, გულიანად გააკეთოთ და ის ელემენტები დაუმატოთ, რომელიც მოგწონთ.

3. თუ რაღაც რთულის გაკეთება გსურთ, შთაგონებისთვის იდეას გთავაზობთ. რა თქმა უნდა, ასეთი სილამაზის აწყობას მხოლოდ ნამდვილი ოსტატი შეძლებს.

როგორც ხედავთ, სურვილის (და ფანტაზიის) შემთხვევაში საახალწლო დღესასწაულისთვის მარტივი მასალებით საოცარი ხელნაკეთი ნივთები შეგიძლიათ გააკეთოთ. ალბათ, ეს უფრო კარგია, ვიდრე მხოლოდ შეძენილი სათამაშოებით სახლის გაფორმება.