გამოიყენეთ ხრახნდამჭერი სწორად ან როგორ ჩავახრახნოთ თვითმჭრელი დაფის კიდეზე ისე, რომ არ გასკდეს

ზოგჯერ პირდაპირ დაფის ან ძელის კიდეზე თვითმჭრელი ხრახნის ჩახრახნა გვიწევს. როგორც უკვე მიხვდით, ამის გამო დაფა სკდება, ამიტომ ამ დეტალის კონსტრუქციაში გამოყენება შეუძლებელია – ეს როგორც გამძლეობაზე, ასევე ესთეტიკაზე გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თვითმჭრელისთვის ადგილი წინასწარ გაბურღოთ, მაგრამ ეს მეტ დროს მოითხოვს. Novate გიამბობთ, როგორ გააკეთოთ სწრაფად და დაფის დაზიანების გარეშე.

ხრახნდამჭერის „საიდუმლო“ – ნებისმიერ თანამედროვე ხრახნდამჭერს, როგორც დრელების უმეტესობას, რევერსი აქვს. ამ ფუნქციით ელექტროძრავის საპირისპირო მხარეს ბრუნვა შეიძლება. რევერსის გადამრთველის ღილაკი ზემოთ ნახსენები ელექტროინსტრუმენტის ჩამრთველის ღილაკის გვერდით მდებარეობს.. რატომ არის სასარგებლო თვითმჭრელის ჩახრახვნისას? ყველაფერი მარტივია.

ყველა ხრახნი და თვითმჭრელი საათის ისრის მიმართულებით იხრახნება, ანუ მარჯვნივ. თუ თვითმჭრელით დაფას დაეყრდნობით, რევერსს ჩართავთ და ცოტა უკუ მიმართულებით (საათის ისრის საწინააღმდეგოდ) დაატრიალებთ, მის ქვეშ ნახვრეტს გააკეთებთ. ეს ბურღის ერთგვარი ანალოგია, სადაც ბურღის ნაცვლად გამოიყენება მეტალი, რომელიც საკუთარი კუთხვილის საწინააღმდეგო ძალით ბრუნავს.

ამ მეთოდით ხეში კარგად ღრმავდება, მაგრამ დაფა არ სკდება და მთელი რჩება. ამრიგად, დაფის/ძელის 1/3 ნაწილი უნდა „გაბურღოთ“, შემდეგ რევერსი გამორთოთ, რომ ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით დაიწყოს და თვითმჭრელი დაფის კიდეში მისი გაყოფის გარეშე ჩავიდეს.მეთოდი გამოგადგებათ, როცა ხელთ არ გაქვთ საჭირო დიამეტრის ბურღი ან მეორე ხრახნდამჭერი, რომლითაც მონტაჟის დროს სწრაფად გაბურღვა შეიძლება.

ხრიკი ლურსმნის შემთხვევაში

თუ ხის კონსტრუქციაში ლურსმანს ამაგრებთ, მასთან გამკლავება უფრო მარტივია. ლურსმანმა დაფა რომ არ გააპოს, ოდნავ დააბლაგვეთ. ქუდით დადეთ და წვერზე ჩაქუჩით რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყით. ასე ბოჭკოებს შორის არ მოხვდება და დაფას არ გააპობს, არამედ ხის სტრუქტურაში მისი დაზიანების გარეშე ჩაეჭედება.