ძმარი, სოდა, ქლორი: რა დაგეხმარებათ სარეცხი მანქანის უსიამოვნო სუნის მოშორებაში

უდავოდ, სარეცხი მანქანა დიასახლისის ერთ–ერთი მთავარი დამხმარე ტექნიკაა. დროთა განმავლობაში მასში უსიამოვნო სუნი ჩნდება, რომელიც, ალბათ, არ გესიამოვნებათ. ამ დროს უსიამოვნო სუნის მოშორების საკითხი აქტუალური ხდება. თანამედროვე ავტომატის სარეცხ მანქანაშიც არის კონსტრუქცია, სადაც რეცხვის დროს წყალი ისხმება, შემდეგ გუბდება. ეს სუნის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. Novate გთავაზობთ მარტივ მეთოდებს პრობლემების გასაქრობად.

პრობლემების მიზეზები

წყალი ბაქტერიების, მიკრობების და სოკოს გასამრავლებლად კარგი წყაროა. მათ გამრავლება ახასიათებთ, შემდეგ გარეცხილ ტანსაცმელს არც თუ ისე სასიამოვნო სუნი აქვთ.

  1. გარეცხვის შემდეგ სარეცხი მანქანის კარს უბრალოდ ხურავენ და დოლურის განიავება ავიწყდებათ. შედეგად, შიგნით ნაწლავური ჩხირების და სხვა „უსიამოვნო მეგობრებისთვის“ იდეალური გარემო იქმნება. მათი სასიცოცხლო აქტივობის გამო უსიამოვნო სუნი დგება და ტექნიკა ზიანდება. სწორედ ამიტომ, მსგავსი სცენარის თავიდან ასაცილებლად პროცედურის შემდეგ თეთრეული გამოიღეთ, კარი ღია დატოვეთ და გაანიავეთ.
  2. იაფი და უხარისხო სარეცხი ფხვნილი შეიძლება უსიამოვნების მიზეზი გახდეს. საქმე იმაშია, რომ საშუალება ბოლომდე ვერ იხსნება, არამედ ტანსაცმელს და დოლურის კედლებს ეკვრის. შედეგად, დროთა განმავლობაში ობი ვითარდება.
  3. ტექნიკაზე სწორად უნდა იზრუნოთ. რას ნიშნავს? რეცხვის შემდეგ დოლურა და ფხვნილის ჩასაყრელი უჯრა კარგად გაამშრალეთ. დროდადრო ფილტრი, სანიაღვრე მილი გაწმინდეთ. საქმე იმაშია, რომ აქ შეიძლება ჭუჭყი დაგროვდეს, შედეგად უსიამოვნო სუნი ჩნდება, რომელიც არავის მოეწონება.
  4. არ იფიქროთ, რომ ბევრი ფხვნილი ნივთის უკეთ გარეცხვას ნიშნავს. პირიქით, საშუალება სრულად არ მოშორდება და უბრალოდ ტექნიკის შიგნით დარჩება. ამრიგად, ნარჩენის ლპობის მსგავსი სუნი ჩნდება.
  5. არასწორად შერჩეული პროგრამა შეიძლება უსიამოვნების მიზეზი გახდეს. თუ ტანსაცმელი ძალიან ჭუჭყიანია, სწრაფი რეცხვა, წყლის დაბალი ტემპერატურა არ გამოყენოთ ან უჯრაში ბევრი ფხვნილი არ ჩაყაროთ.
  6. სარეცხ მანქანაში ჭუჭყიანი ტანსაცმლის შენახვა კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი შეცდომა საკმაოდ გავრცელებულია. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, არ გაგიკვირდეთ, რომ მანქანაში უსიამოვნო სუნი გაჩნდა.
  7. ხისტი წყლის ელემენტები ავტომატის ძირზე თანდათან ილექება. შედეგად, ბაქტერიები, მიკრობები და სხვა „მეზობლები“ გროვდება, რის გამოც პრობლემები ჩნდება.
  8. სარეცხი მანქანის კარს აქვს რეზინა, რომელიც ყოველი რეცხვის შემდეგ უნდა გაამშრალოთ. საქმე იმაშია, რომ ამის გარეშე შავი ობი შეიძლება გაჩნდეს. ამ შემთხვევაში თეთრეული დაინფიცირდება და უსიამოვნო სუნი გაუჩნდება.

სარეცხ მანქანაში უსიამოვნო სუნის გასაქრობად ეფექტურო მეთოდები სცადეთ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ძვირადღირებული საშუალებები, რომელთაც ხშირად არეკლამებენ. მათ კარგი შედეგი აქვთ და სუნის პრობლემას აგვარებენ. თუმცა თუ დაზოგვა გსურთ, სხვა ვარიანტებს გთავაზობთ, რომლებიც არანაკლებ ეფექტური, თან ბიუჯეტურია.

9%–იანი სუფრის ძმარი

ძმარი შეგიძლიათ უნივერსალურ საშუალებად ჩათვალოთ. რატომ? რადგან არა მხოლოდ სხვადასხვა კერძის, პომიდვრის და კიტრის კონსერვის მომზადებაში დაგეხმარებათ, არამედ ბევრ სხვა პრობლემასაც აგვარებს. სარეცხ მანქანაში უსიამოვნო სუნსაც მოგაშორებთ. პროდუქტს შეუძლია ნადების დაშლა, რომელიც მანქანაზე ილექება, ასევე ყველა შესაძლო ბაქტერიის და სოკოს განადგურება.ძმარი 6 თვეში ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. საქმე იმაშია, რომ პროდუქტში შედის მჟავა, რომელსაც ხშირი გამოყენებისას დეტალების დაზიანება შეუძლია. წმენდის პროცედურა უჯრაში ჭიქა ძმრის ჩასხმას და 90 გრადუსზე „გამოხარშვის“ რეჟიმის ჩართვას გულისხმობს. როგორ კი, რეჟიმი „რეცხვა“ დამთავრდება, დააპაუზეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ იმოქმედოს. შემდეგ კვლავ ჩართეთ და პროგრამის დასრულებას დაელოდეთ. ტუმბოს ფილტრი გაიწმინდება. ბოლოს გავლება ჩართეთ, რომ ყველაფერი საბოლოოდ გარეცხოთ.

ლიმონმჟავა

ძმრის გარდა, შეგიძლიათ პროცედურის ჩასატარებლად ლიმონმჟავა გამოიყენოთ. დასაშვებია მხოლოდ 4 თვეში ერთხელ. პროცესი წინას ჰგავს. ჯერ 100 გრ ლიმონმჟავა უჯრაში ჩაასხით, მაქსიმალური ტემპერატურის რეჟიმი აირჩიეთ. როცა „რეცხვის“ ეტაპი დასრულდება, დამატებით გავლებაზე ჩართეთ. ასეთი რეცხვის შემდეგ დოლურა მშრალი ჩვრით კარგად გაამშრალეთ, კარი გასანიავებლად ღია დატოვეთ. პრევენციისთვის თვეში ერთხელ პროცედურის ჩატარება დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ 2 ს/კ ლიმონმჟავა გამოიყენეთ.

სოდა

სოდა სუნის გამომწვევ სოკოებს ეფექტურად უმკლავდება. ობიც, რომელიც შეიძლება სარეცხ მანქანაში იყოს, გაქრება. წმენდის პროცესი მარტივია. თითო ჭიქა სოდა და წყალი აურიეთ. ფაფა მანქანის ყველა დეტალს, უჯრას და დოლურას წაუსვით. გარდა ამისა, სოდა უჯრაში ჩაყარეთ, შემდეგ რეცხვის რეჟიმი მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართეთ. გარეცხეთ, შემდეგ დამატებით გავლებაზე ჩართეთ.ქლორი სუნს და სოკოს, ობის და სხვა „მეზობლების“ მიკრობებს გაანადგურებს. ქლორის შემცველი საშუალება ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგალითად, ჩვეულებრივი მათეთრებელი გამოგადგებათ. სარეცხი მანქანის გასაწმენდად უჯრაში 100 მლ საშუალება ჩაასხით, შემდეგ მაქსიმალური ტემპერატურის რეჟიმი აირჩიეთ. რეცხვის შემდეგ გავლება ჩართეთ. როცა პროცესი დასრულდება, მანქანა შიგნიდან გაამშრალეთ, კარი ღია დატოვეთ, რომ განიავდეს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები

ასეთ აბებს ცხიმის და ჭუჭყის მოშორება, სუნის გაქრობა შეუძლია, ამიტომ ცდად ღირს. წმენდის პროცესი წინასგან ცოტათი განსხვავდება. აბები პირდაპირ დოლურას და არა უჯრას დაუმატეთ. შემდეგ სტანდარტულად – მაქსიმალურ ტემპერატურაზე რეცხვის რეჟიმი ჩართეთ. რეცხვის დასრულებას დაელოდეთ და კვლავ გავლებაზე ჩართეთ. ბოლოს მშრალი ჩვრით გაამშრალეთ და კარი გააღეთ. მეთოდი გამოგადგებათ, თუ სარეცხი მანქანა ძლიერ დაჭუჭყიანებული არაა.ბოლოს აღვნიშნავთ, რომ პროფილაქტიკა აუცილებელია, რომ სუნი არ გაჩნდეს. დოლურაში ჭუჭყიანი ნივთები არ შეინახოთ, არ დაგავიწყდეთ სარეცხი მანქანის განიავება, ბევრი ფხვნილი არ ჩაყაროთ, უჯრა და დოლურა გაამშრალეთ.