10 იაფი სამზარეულოს გაჯეტი, რომელიც ბევრ საზრუნავს მოგაშორებთ

ზოგჯერ ჩვენს სამზარეულოს და მასში არსებულ ორგანიზებას იმდენად ვეჩვევით, რომ წარმოდგენა არ გვაქვს მოწყობილობებზე, რომელთაც ცხოვრების გამარტივება და კერძების მზადდების პროცესის დაჩქარება შეუძლიათ. Novate–მ სიტუაციის გამოსწორება გადაწყვიტა და გიზიარებთ სასარგებლო გაჯეტების სიას, რომელიც თქვენს სამზარეულოს უკვე დიდი ხანია სჭირდება.

გაჯეტი 1: სილიკონის თავსახური ანტიდუღილი

კერძის მზადებისას ყველაზე მოსაწყენია ლოდინი, როდის ადუღდება წყალი, შემდეგ ყურადღების მიქცევა, რომ ბოსტნეულთან ან მაკარონთან ერთად გაზქურაზე არ აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, ძველებურად შეგიძლიათ ქვაბზე კოვზი დადოთ, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად ეფექტური არაა. გირჩევთ სპეციალური სილიკონის თავსახური გამოიყენოთ. როგორ ნებისმიერ სხვა თავსახურს, მასაც შუაში ხვრელი აქვს, რომლიდანაც ორთქლი გამოდის. განსხვავებაც არსებობს – მდუღარე წყალი ქვაბიდან არ გადმოდის, არამედ ზემოთ გროვდება. ასეთ სილიკონის თავსახურს სხვა დანიშნულებაც აქვს – მისი დახმარებით ბოსტნეულის ორთქლზე მომზადება შეგიძლიათ.

გაჯეტი  2: მრავალფუნქციური ბოსტნეულის საჭრელი

სალათი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი კერძების კატეგორიაში შედის, მაგრამ ბევრი ინგრედიენტი მათზე დიდ დროს გვახარჯვინებს. სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით რთული სიტუაციაა, როცა მაგიდა მაქსიმალურად უნდა გაამრავალფეროვნოთ და სტუმრებს რამდენიმე გემრიელი სალათი შესთავაზოთ.მრავალფუნქციური ბოსტნეულის საჭრელი დაგეხმარებათ, რომელიც ზემოთ აღწერილ პრობლემას მარტივად მოაგვარებს. მას პროდუქტების ისე წვრილად დაჭრა შეუძლია, როგორც გსურთ. ასევე ხორცსაკეპის როლს შეასრულებს, თუ ამას კერძის რეცეპტი მოითხოვს.

გაჯეტი  3: სილიკონის პაკეტები

რა თქმა უნდა, ყველა დიასახლისს სამზარეულოში სხვადასხვა მოცულობის კონტეინერების ნაკრები აქვს, რომელსაც პროდუქტების კომპაქტურად შესანახად იყენებს. დაგვეთანხმეთ, რომ ზოგჯერ ძალიან დიდ ადგილს იკავებს. იგივე ლანჩ–ბოქსებს ეხება – კომფორტული კონტეინერები, რომლებიც შეუცვლელია, თუ პირველი და მეორე კერძი სამსახურში მიგაქვთ. თუ სამსახურში მხოლოდ სალათებს ან ბუტერბროდებს მიირთმევთ, დიდი ლანჩბოქსის წაღებას აზრი არ აქვს.თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, სილიკონის პაკეტები გამოიყენეთ. კონტეინერების ფუნქციებს ასრულებს და ნაკლებს ადგილს იკავებს.

გაჯეტი  4: თეფშები–ანტიდაღვრა

როცა სახლში პატარები ცხოვრობენ, მათთვის სათამაშოს, ჭურჭლის, ტელეფონის და სხვა ნივთების მიწოდება უნდა მოასწროთ, რომელთაც ჯერ იღებენ და შემდეგ აგდებენ. ამაში საშიში არაფერია, სანამ საქმე მთელ სამზარეულოში მიმოფანტულ საჭმელს არ ეხება. სასარგებლო გაჯეტი კატასტროფის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ და საკვებს ადგილზე გააჩერებს. არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზარდებისთვისაც გამოგადგებათ. თუ ბავშვი საძინებელში ან მისაღებ ოთახში საჭმლის გატანას გთხოვთ, თამამად შეგიძლიათ ნება დართოთ და 100%–ით დარწმუნებული იყოთ, რომ საჭმელი დივანზე ან საწოლზე არ მოხვდება.

გაჯეტი 5: მომჭერი და კოვზი ყავისთვის

მოხარშული ყავის პრობლემა იმაშია, რომ როგორც კი, შეფუთვას გახსნით, გემოს და არომატის დაკარგვას იწყებს. სასმელი ჰერმენტულ შეფუთვაში ნაზ შენახვას მოითხოვს. თუ თავსახურიან ქილაში გადატანა არ გსურთ, მაშინ მომჭერი გამოგადგებათ. ასე აღარ მოგიწევთ ფიქრი, როგორ გაკვანძოთ ან რით შეკრათ. ორმაგად სასიამოვნოა, რომ მომჭერს ახლავს საზომი კოვზი, რომელიც ყოველთვის ხელთ გექნებათ, როცა სასმელის მოდუღებას მოისურვებთ.

გაჯეტი 6: სარეცხი საშუალების დოზატორი + ღრუბლის სადგამი

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ სამზარეულო ნიჟარის გვერდით შენახული ღრუბლის, საფხეკის და სარეცხი საშუალების გამო უწესრიგოდ გამოიყურება. რა თქმა უნდა, ყოველჯერზე ნიჟარის ქვეშ ყუთში შეგიძლიათ შეინახოთ, მაგრამ ეს დიდად მოსახერხებელი არაა. რა გამოსავალი არსებობს? ჭურჭლის სარეცხი საშუალებისა და ღრუბლისთვის დოზატორ–სადგამი შეიძინეთ. ასე რამდენიმე პრობლემას მოაგვარებთ. პირველ რიგში, ლამაზი გარეგნობა აქვს, რომელიც სამზარეულოს ინტერიერს არ გააფუჭებს. მეორეც, ჭურჭლის სარეცხი საშუალებების კომპაქტურად შენახვის საშუალებას იძლევა. მესამეც, კონსტრუქცია ძალიან მოსახერხებელია – საკმარისია ღრუბელს ოდნავ დააჭიროთ, სანამ დოზატორიდან აიღებთ, რომ სარეცხი საშუალებით კარგად გაიჟღინთოს. აუცილებელი არაა, ბოთლი ხელში დაიჭიროთ და ცხიმიანი ხელებით მისი გახსნა სცადოთ – აქ ყველაფერი მოფიქრებულია.

გაჯეტი 7: ქილების სახსნელი

კონსერვი ძალიან გემრიელია, მაგრამ სანამ მორიგი მურაბის ან კიტრის მწნილის ქილას გახსნით, შეიძლება დაბერდეთ. რა თქმა უნდა, ინტერნეტში ბევრ ხრიკს იპოვით, როგორ გახსნათ ქილა მარტივად, თუმცა გულწრფელი ვიყოთ – ბევრი ეფექტური მეთოდი არ არსებობს. სპეციალური მოწყობილობა შეიძინეთ, რომელიც მინის ქილებს და კონსერვებს მარტივად და სწრაფად გახსნის. ასე პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებთ. მრავალფუნქციური სახსნელი ზომის რეგულაციით ნებისმიერი ბოთლის გასახსნელად გამოგადგებათ, ამიტომ ნივთი უსაქმოდ ნამდვილად არ იქნება.

გაჯეტი 8: საკვები ნარჩენების ბადე

ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც ბლოკირების მოხსნა დასჭირდა, იცის, რომ საკვები ნარჩენების ნიჟარაში ჩარეცხვა ცუდი იდეაა. როგორი ფრთხილიც არ უნდა იყოთ, საჭმლის ნარჩენები ნიჟარაში მაინც ხვდება და ასე მილის გაწმენდა აუცილებლად გველის.მორიგი თავის ტკივილის გასაქრობად ნიჟარის კუთხეში დახრილი ბადე დაამაგრეთ. მასში ნარჩენების გადაყრა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სანაგვე ყუთში, რადგან თეფშიდან ყველა ნარჩენი სითხიანად მასში მშვიდად შეგიძლიათ ჩაყაროთ. როცა ბადეში ადგილი დამთავრდება, გადააგდეთ და ახლით ჩაანაცვლეთ.

გაჯეტი 9: სანელებლების ან ჩაის ტომარა

წვნიანის მომზადებისას ხშირად ვიყენებთ ინგრედიენტებს, რომლებიც ქვაბში შეიძლება დარჩეს, მაგრამ თეფშში არ უნდა მოხვდეს. ესაა წიწაკის მარცვლები, დაფნის ფოთოლი, ნიორი და ა.შ. ცხოვრებას გაიმარტივებთ სპეციალური ტომრით, რომელშიც სანელებლებს ჩაყრით და შემდეგ წვნიანში ჩადებთ. როცა წვნიანი მზად იქნება, ამოიღეთ და გადააგდეთ. ტომარა ჩაის მოსადუღებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ ფინჟანში ჩაის ფოთლები არ მოხვდეს.

გაჯეტი 10: კონტეინერი მწვანილის შესანახად

მწვანილის მთვარი მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ სწრაფად ჭკნება. ზოგჯერ მთელი კონის გამოყენება გვიწევს, რადგან კერძისთვის მისი გამოყენება ვერ მოასწარით. ფულის გადაყრა რომ არ მოგიწიოთ, მწვანილების შესანახად სპეციალური კონტეინერი შეიძინეთ. ასეთი მოწყობილობის ქვედა ნაწილში წყალი გროვდება, რომელიც ყოველ 5 დღეში უნდა გამოცვალოთ, ზედა ნაწილში მწვანილი ინახება. ეს შეიძლება იყოს ქინძი, ოხრახუში, კამა და ნებისმიერი სხვა მწვანილი. კონტეინერის კომფორტული ფორმა საშუალებას იძლევა მაცივრის კარზე კომფორტულად შეინახოთ.